მსოფლიოში მრავალი სხვადასხვა ტიპის დასასვენებელი ადგილი არსებობს. თუ თქვენ იმ ადამიანებს მიეკუთვნებით, ვისთვისაც სანაპიროზე დასვენებას არაფერი შეედრება, სწორ ადგილას მოხვდით. ამ სტატიაში 12 სანაპირო შევკრიბეთ, წლის ყოველი თვისთვის.
1. იანვარი — ყურე სან-ხუან-დელი, ნიკარაგუა
ნიკარაგუა, შესაძლოა, სამოგზაურო დანიშნულების ადგილად ხშირად არ შეგხვედრიათ, თუმცა სულ ტყუილად. წლის დასაწყისში ნიკარაგუაში იდეალური პირობებია იმისთვის, რომ სანაპიროზე წამოწვეთ, განიტვირთოთ და მზის აბაზანები მიიღოთ.
2. თებერვალი, – ქვემო კალიფორნია, მექსიკა
კორტესის ზღვა უნიკალური და მდიდარი ეკოსისტემით გამოირჩევა. გარშემო არსებული ყველა კუნძული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული. კუნძულების დედოფლად კი ესპირიტუ-სანტო მოიხსენიება, აქ ზღვა უკიდეგანოდ ფირუზისფერია. სანაპიროზე გასვლისას ქათქათა ქვიშას, მოვარდისფრო ვულკანურ ქვებს, ყვითელ პეპლებსა და უძველეს, ენდემური სახეობის უცნაურ მცენარეებს შეხვდებით.
3. მარტი — კერალა, ინდოეთი
კოვალამს სამხეთის სამოთხედ და ინდოეთის საუკეთესო სანაპიროდ ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე. ის სავსეა ქოქოსი სპალმებით, ფერადი ნავებითა და სარელაქსაციო ცენტრებით, რომელთა დახმარებითაც თქვენი არდადეგები დაუვიწყარი გახდება.
4. აპრილი — თეთრი კუნძული, ფილიპინები
კამიგუინი განთქმულია თეთრი ქათქათა ქვიშითა და გარშემო არსებული ორი დიდი ვულკანით. აქვეა ბოჰოლის ზღვაც, რომელიც მასში ჩაძირული სასაფლაოთია ცნობილი. 1871 წელს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ადგილობრივი სასაფალაო წყლის ქვეშ 6 მეტრის სიღრმეზე მოექცა.
5. მაისი — ილჰა გრანდე, ბრაზილია
რიო-დე-ჟანეიროდან სამ საათში პატარა კუნძულს, ილჰა გრანდეს შეხვდებით, სადაც ულამაზესი სანაპირო, ლოპეს-მენდესი მდებარეობს. იქ მისასვლელად კი პატარა თავგადასავლის გადალახვა მოგიწევთ, უნდა გაიაროთ ბრაზილიის ატლანტიკური ტყე, რომელშიც შეხვდებით პეპლებს, ტროპიკულ ყვავილებს, მაიმუნებს და ჩანჩქერებს. ეს კუნძული 1502 წელს აღმოაჩინეს, მის კონსერვაციაზე კი აქტიურად ზრუნავენ. ამის შედეგად, სამანქანო გზა კუნძულის მხოლოდ ერთ მთავარ სოფელში არსებობს.
6. ივნისი — ქუინსლენდი, ავსტრალია
უაიტჰევენის სანაპირო პატარა, ველურ კუნძულზე მდებარეობს, რომელიც დიდი ბარიერული რიფის ნაწილია. კუნძულზე არსებული ქვიშის 99,89% სუფთა კვარცია, წყალში კი 1 500 სხვადასხვა ტიპის ფერადი თევზი ბინადრობს, მოშორებით კი, ოკეანეში, შესაძლოა, ვეშაპებიც დაინახოთ.
7. ივლისი — ოქსვიჩის ყურე, დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის ყველაზე ლამაზი სანაპიროს სანახავად უელსში მოგიწევთ მოხვედრა. ოქსვიჩი იდეალური ადგილია ცურვისა და ოკეანესთან სეირნობისთვის. გარდა ამისა, შეგიძლიათ იქ არსებული ეროვნული პარკითაც დატკბეთ, სადაც 600-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ყვავილოვან მცენარეს შეხვდებით.
8. აგვისტო — გულუდოს სანაპირო, მოზამბიკი
ეს, შესაძლოა, აფრიკაში ყველაზე ლამაზი სანაპირო იყოს. როდესაც ამ სანაპიროზე იმყოფები, თვალწინ ინდოეთის ოკეანეა, უკან კი აფრიკის ველური ბუჩქნარი. ახლომდებარე გორიდან მზის ჩასვლის ფონზე სპილოების სილუეტების ყურებაცაა შესაძლებელი. ეგზოტიკური მოგზაურობისთვის ეს საუცხოო ადგილია.
9. სექტემბერი — მიკონოსი, საბერძნეთი
მიკონოსი უკვე ძალიან დიდი ხანია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილად ითვლება. ამის მიზეზი კი მარტივია. სანაპირო, რომელსაც Super Paradise ეწოდება ქალაქიდან 7 კილომეტრიაა დაშორებული და აქ ყველაფერს იპოვი, რაც გართობისთვის გჭირდება.
10. ოქტომბერი — ეილათი, ისრაელი
ეს ის ადგილია, სადაც უგემრიელესი კერძები, გამორჩეული სტუმართმოყვარეობა და საუცხოო სასტუმროები დაგხვდებათ. წითელი ზღვა განსაკუთრებით უყვართ მყვინთავებს. სანაპიროს მოყვარულებს კი შეუძლიათ ქვიშაზე წამოწვნენ და პეტრას მთის ხედებით დატკბნენ.
11. ნოემბერი — უან ფუტ აილენდი, კუკის კუნძულები
კუკის კუნძულები წყნარ ოკეანეში მდებარეობს, გარშემო კი თეთრი ქვიშა, პალმის ხეები და თვალმიუწვდენელი ოკეანეა. ერთი ბოთლი შამპანიური, პიკნიკის მაგიდა და ჰამაკი, მეტი ალბათ არც არაფერია საჭირო.
12. დეკემბერი — კულებრა, პუერტო-რიკო
კუნძული, რომელსაც სამ საუკუნეზე მეტი მეკობრეები თავშესაფრად იყენებდნენ, პუერტო-რიკოდან 27 კილომეტრითაა დაშორებული. თეთრი ქვიშის სანაპირო, რომელიც ჯუნგლების სიმწვანეშია ჩაფლული, 2 კილომეტრი გრძელდება. ეს კარიბის ზღვის ერთ-ერთი ყველაზე კამკამა და სუფთა ადგილია.
გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველაზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.
დაიღალეთ იმის გამოცნობით, თუ როდისაა ბილეთები ყველაზე ხელმისაწვდომი? იაფი ავიაბილეთების მარტივად აღმოსაჩენად, შეგიძლიათ ავიაბილეთების კალენდარი გამოიყენოთ. კალენდარი ყველა ხელმისაწვდომ ვარიანტს გიჩვენებთ შერჩეული პერიოდისთვის და რაც უფრო მეტ თვეს აირჩევთ, მით უფრო მეტი შანსია, ბილეთებს შესაშურად იაფად გამოჰკრათ ხელი.