იტალიური გამოცემის Corriere Della Serra-ს ინფორმაციით, ახალმა იტალიურმა ავიაკომპანია Italia Trasporto Aereo-მ (ITA), რომელმაც მალე Alitalia-ს ჩაანაცვლებს, ფლოტის განსაზღვრა დაასრულა, რითაც მალე ოპერირებას შეუდგება. 

ცნობილი ხდება, რომ საწყის ეტაპზე ITA у Alitalia-გან წამოიყვანს: 

• 1 ერთეულ Embraer ERJ190;

• 17 ერთეულ Airbus A319;

• 27 ერთეულ Airbus A320; 

• 7 ერთეულ Airbus A330-200.

რაც საბოლოო ჯამში თავდაპირველ გეგმებს ცვლის. მაგალითად ITA-მ ERJ190-ების რაოდენობა 5-დან ერთამდე შეამცირა და  არსებული გეგმებიდან მთლიანად ამოიღო Boeing 777 მოდელის თვითმფრინავები და Airbus A330-ებით ჩაანაცვლა.

ITA გეგმავს, რომ მომავალ წელს ავიაფლოტი 78 თვითმფრინავამდე გააფართოვოს, 2023 წლის ბოლომდე 100-მდე, ხოლო 2025 წლის ბოლომდე კი 105-მდე. ახალი ავიაკომპანიის მენეჯმენტი ამბობს, რომ 2025 წელს თვითმფრინავების ფლოტის 80% ვიწრო სხეულის თვითმფრინავები იქნება. ITA-ში განმარტავენ, რომ 2025 წლისთვის მისი ავიაფლოტის 80% ვიწრო ფიუზელაჟიანი თვითმფრინავები იქნება. 

ავიაკომპანია ასევე მუშაობს თავისი ფლოტის მოდერნიზებაზე და გეგმავს ახალი და უფრო ეფექტური თვითმფრინავების შეკვეთას ან იჯარით აღებას.

წყარო: https://avianews.ge/akhalma-italiurma-aviakompania-ita-m-romelmats-alitalia-s-chaanatsvlebs-phlotis-gansazghvra-daasrula/

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze