7 სექტემბრიდან კანადის საზღვარი გაიხსნა სრულად ვაქცინირებული უცხოელებისთვის.

სრულად ვაქცინირებულად ითვლება პირი, რომელიც აცრილია შემდეგი ვაქცინებით: Pfizer-BioNTech (Comirnaty, tozinameran, BNT162b2), Moderna (mRNA-1273), AstraZeneca / COVISHIELD (ChAdOx1-S, Vaxzevria, AZD1222) ორი დოზით ან  Janssen/Johnson & Johnson (Ad26.COV2.S) ერთი დოზით. კანადა აღიარებს Pfizer–ის, Moderna-ს და AstraZeneca კომბინირებულ ვაქცინაციას. აცრის შემდეგ გასული უნდა იყოს  სრული 14 დღე.

ვაქცინირებულთათვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია ArriveCAN-ის ვებ-გვერდის ან აპლიკაციის საშუალებით.

Covid-19 ვაქცინის გარეშე ქვეყანაში შესვლის პირობები

კანადაში შესვლა ამ ეტაპზე შეუძლიათ მხოლოდ კანადის მოქალაქეებს, მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირებსა და მათი ოჯახის უშუალო წევრებს (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი/გერი, დამოკიდებული შვილი, მშობელი, აღმზრდელი, პირადი დაცვა).

შენიშვნა: 2021 წლის 9 აგვისტოდან კანადის საზღვარი არა-აუცილებელი (ტურისტული, გასართობი მიზნით) სახის მგზავრობისათვის გაიხსნა მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებისა და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებისთვის, რომლებიც აშშ-ში ცხოვრობენ და აშშ-ის ტერიტორიიდან მგზავრობენ.

კანადაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამგზავრება გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე შეზღუდულია, გარდა შემდეგი გამონაკლისებისა:

  • პირები, რომლებიც ოჯახის გაერთიანების მიზნით მიემგზავრებიან კანადაში, შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში;
  • დროებით სამუშაოზე დასაქმებული უცხოელები, შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში;
  • საერთაშორისო სტუდენტები შესაბამის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში;
  • აუცილებელი საჭიროების სფეროში დასაქმებულ პირებს;
  • თვითმფრინავის/გემის ეკიპაჟის წევრს ან პირს, რომლის კანადაში შესვლის მიზანს, მხოლოდ ეკიპაჟის წევრის მოვალეობის შესრულება წარმოადგენს;
  • დიპლომატები, რომელთაც მიღებული აქვთ კანადის დიპლომატური ვიზა.

ელექტრონული კითხვარი კანადაში შესვლის მსურველთათვის (Find out if you can enter Canada): https://travel.gc.ca/travel-covid/travel-restrictions/wizard-start

სტუდენტების შესვლა 

კანადაში შესასვლელად, (სრულად ვაქცინირებული სტუდენტიები ექვემდებარებიან ვაქცინირებული მგზავრებისთვის დადგენილ საერთო წესებს, ისევე როგორც ვაქცინაციის გარეშე სტუდენტები ექვემდებარებიან იგივე წესებს, რაც დადგენილია ვაქცინაციის გარეშე მგზავრებისათვის) საერთაშორისო სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს 2 მოთხოვნას:

  • უნდა ჰქონდეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს კანადაში სწავლის უფლებას.
  • კანადის მთავრობის მიერ სასწავლო დაწესებულება შეყვანილი უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო დაწესებულებების სიაში, რომელიც ასევე დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი პროვინციის მიერ. 

სტუდენტს არ აქვს კანადაში შესვლის უფლება თუ:

  • მისი სასწავლო პროგრამა გაუქმდა ან შეჩერდა,
  • თუ სტუდენტის კანადაში შესვლის მიზანი არ არის სწავლა.

სასწავლებლების გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე:

https://www.canada.ca/en/immigration-refugees-citizenship/services/coronavirus-covid19/students/approved-dli.html  (Find out if your DLI is approved)

ტესტის წარდგენის ვალდებულება

სრულად ვაქცინაციის მიუხედავად, კანადაში გამომგზავრებამდე PCR ტესტის გაკეთების ვალდებულება აქვს ყველა მგზავრს 5 წლის ასაკიდან.

5 წლის და უფროსი ასაკის მგზავრებისათვის, საზღვრის კვეთამდე სავალდებულოა კანადაში გამგზავრებამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული მოლეკულური კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამ მიზნებისათვის არ მიიღება ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი. კანადაში ტრანზიტულად მგზავრობისას, ტესტის გაკეთების ვადა იანგარიშება კანადისკენ პირდაპირ რეისამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე.

მგზავრს მოეთხოვება ტესტის პასუხი შეინახოს 14 დღის განმავლობაში. აუცილებელი პირობას წარმოადგენს კოვიდის სიმპტომების უქონლობა.

კანადის მიერ აღიარებულია შემდეგი კოვიდ-ტესტები (არ მიიღება ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი):

  • PCR – Polymerase chain reaction
  • RT-PCR – reverse transcription real time PCR
  • Quantitative PCR (qPCR)
  • Nucleic acid test (NAT) or Nucleic acid amplification test (NAATs)
  • Reverse transcription loop-mediated isothermal amplification (RT-LAMP)
  • Isothermal amplification
  • Droplet digital PCR or digital droplet PCR (ddPCR)
  • Transcription-mediated amplification (TMA)
  • RNA (Ribonucleic acid)
  • Ct (cycle threshold)
  • CRISPR
  • Sequencing
  • Next generational sequencing (NGS) or whole genome sequencing (WGS)
  • Oxford Nanopore sequencing (LamPORE)
  • Detection of the N gene
  • Detection of Orf1a/b
  • Detection of the S gene
  • Detection of the E gene
  • Detection of the RdRp gene

კანადაში საჰაერო გზით ჩასვლა შესაძლებელია მხოლოდ 4 საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით (ტორონტო, მონრეალი, ვანკუვერი, კალგარი). არავაქცინირებული მგზავრი 5 წლის ასაკის ზემოთ, აეროპორტის დატოვებამდე ვალდებულია გაიკეთოს კოვიდ-ტესტი, რის შემდეგაც გადადის იზოლაციაში. 

აეროპორტში კოვიდ-ტესტის გაკეთების, ისევე როგორც მერვე დღეს ტესტირების ვალდებულება სრულად ვაქცინირებულებისთვის  მოხსნილია.  თუმცა, შესაძლოა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საზღვრის დაცვის ოფიცერმა სრულად ვაქცინირებულ პირს მოსთხოვოს ტესტირება. თუ შერჩევითი პრინციპით ტესტირებისას სრულად ვაქცინირებულ პირს დაუდგინდება ვირუსი, მან უნდა წარადგინოს კანადაში 14 დღიანი კარანტინის/იზოლაციის გეგმა და შეასრულოს საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლის მითითებები.ტესტირება უფასოა. 

მგზავრები აეროპორტში მიიღებენ ტესტის გასაკეთებელ აღჭურვილობას (COVID-19 At Home Specimen Collection Kit), რომლის საშუალებითაც, იზოლაციის მერვე დღეს თავად უნდა აიღონ ნიმუში და გააგზავნონ, თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად. ინსტრუქციას ტესტების თაობაზე მგზავრებს ადგილზე აწვდის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი.

კარანტინის/თვითიზოლაციის ვალდებულება

სრულად ვაქცინირებული პირისთვის იზოლაციის ვალდებულება არ არის. სავალდებულოა 14-დღიანი იზოლაცია/კარანტინის გეგმა, იმ შემთხვევაში თუ მგზავრი ვერ აკმაყოფილებს კანადის მიერ სრულად ვაქცინირებული პირისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში ყველა ხარჯს ანაზღაურებს თავად მგზავრი.

არავაქცინირებულ პირთათვის სავალდებულოა იზოლაცია/კარანტინი – 14 დღე.

14 დღიანი იზოლაცია/კარანტინის გეგმა და ინფორმაცია უნდა აიტვირთოს ArriveCan-ის ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში. ყველა ხარჯს ანაზღაურებს თავად მგზავრი.

არავაქცინირებული არასრულწლოვნის ვაქცინირებულ მშობლებთან ერთად შემოსვლის პირობები

  • 5-12 წლამდე არავაქცინირებული ბავშვები (შვილი / დამოკიდებული პირი) ვაქცინირებულ მშობლებთან ერთად მგზავრობისას არ ექვემდებარებიან კარანტინს, მაგრამ ექვემდებარებიან ტესტირებას გამოგზავრებამდე, ჩამოფრენისას და ქვეყანაში შემოსვლიდან მე-8 დღეს. 
  • 12-17 წლის არავაქცინირებული ბავშვები ვაქცინირებულ მშობლებთან ერთად მგზავრობისას ექვემდებარებიან ტესტირებისა და კარანტინს ყველა პირობას რაც განსაზღვრულია არავაქცინირებული პირებისათვის. (12-17 წლის არავაქცინირებული პირების შესახებ ინფორმაცია არ მიეთითება ArriveCAN-ის აპლიკაციაში მშობლებთან ერთად. ინფორმაცია მათ შესახებ უნდა მიეწოდოს კანადის სასაზღვრო სამსახურს საზღვარზე).
  • 18 წელზე უფროსის ასაკის არავაქცინირებული დამოკიდებული პირები, რომელთაც მენტალური ან ფიზიკური ნაკლი გააჩნიათ, ექვემდებარებიან კარანტინისა და ტესტირების ყველა პირობას, რაც განსაზღვრულია არავაქცინირებული პირებისათვის. 

დამატებითი მოთხოვნები

კანადაში შესვლისათვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია სამთავრობო პორტალზე ArriveCAN: https://www.canada.ca/en/public-health/services/diseases/coronavirus-disease-covid-19/arrivecan.html (შესაძლებელია შევსება ვებ-გვერდიდან ან აპლიკაციის ჩამოტვირთვა)

  • პორტალზე რეგისტრაცია აუცილებელია კანადაში გამგზავრებამდე.
  • პორტალის მეშვეობით შესაძლებელია საკარანტინო სასტუმროს (3 დღე) ჯავშნისა და წინასწარი გადახდის დადასტურების მიღება. 
  • პორტალზე უნდა აიტვირთოს კარანტინის/ თვითიზოლაციის გეგმა.
  • ჩასული მგზავრი, კარანტინის/თვითიზოლაციის გამავლობაში, ArriveCAN-ის მეშვეობით ყოველდღიურად მიიღებს სავალდებულო  ინსტრუქციებს.

ტრანზიტით გავლის პირობები

  • საერთაშორისო ტრანზიტული მგზავრებისათვის, თუ ისინი 24-საათზე მეტხანს არ ჩერდებიან აეროპორტის ტრანზიტულ ზონაში, ტესტირების ვალდებულება არ არსებობს.
  • კანადის გავლით საერთაშორისო ტრანზიტისას, მომდევნო ფრენა უნდა იყოს იმავე კანადური აეროპორტიდან და იმავე დღეს. შეზღუდვა არ ეხება ტორონტოს აეროპორტს, სადაც შესაძლებელია მომდევნო რეისი მეორე დღეს იყოს.
  • მგზავრები ვალდებული არიან წინასწარ გაადამოწმონ მათი ბარგის რეგისტრაცია საბოლოო დანიშნულების აეროპორტში, რადგან საერთაშორისო ტრანზიტული მგზავრებისათვის ბარგის კანადის აეროპორტში გამოტანა დაუშვებელია.

წყარო: https://avianews.ge/kanadam-srulad-vaqtsinirebuli-utskhoelebisthvis-sazghvari-gaikhsna/

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze