მოგზაურობის ხიბლი დროის სასიამოვნოდ გატარებასა და ყოველდღიური პრობლემების ცოტა ხნით დავიწყებაშია. თუმცა, როცა საქმე ბარგის ჩალაგებასა და ყველა საჭირო ნივთის ჩემოდანში ჩატევას ეხება, პრობლემები თავს იჩენს ხოლმე.
სწორედ ამიტომ, ქვემოთ გთავაზობთ 10 ნივთს, რომლებიც ხანგრძლივ და შორეულ მოგზაურობას ბევრად უფრო სასიამოვნოს გახდის.
მაშ ასე:
ეს საფულე საუკეთესო გამოსავალია, რომ ფრენისას გამუდმებით აღარ ეძებოთ ჯიბეებსა და ჩანთის განყოფილებებში გაფანტული დოკუმენტები. ის ფულის გარდა, ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს იტევს, როგორიცაა ფრენის ბილეთი ან პასპორტი.
მოგზაურობიდან უკან დაბრუნებისას ბარგი ყოველთვის გადავსებული გვაქვს ახალი ნივთებითა და საჩუქრებით. აეროპორტში მისვლამდე კი ბევრს ვნერვიულობთ, რომ ჩემოდნის წონამ დასაშვებ ზღვარს არ გადააჭარბოს.
ამ მოწყობილობით დროსაც დაზოგავთ და აეროპორტში ზედმეტ ბარგში ფულის გადახდასაც გადაურჩებით.
ეს ნივთი აუცილებლად გამოგადგებათ როგორც ფრენისას, ისე უცხო ქვეყნის ქუჩებში ხეტიალის დროს. თამამად ჩართეთ შენი საყვარელი სერიალი, აბ გადაიღე ფოტოები და არ იდარდოთ, რომ სმარტფონი დაგიჯდებათ.
ეს ჰამაკი თვითმფრინავში თქვენს წინა სავარძელზე მიმაგრებულ მაგიდაზე შეგიძლიათ ჩამოკიდოთ და ნებისმიერ სიმაღლეზე მოირგოთ. ძალიან პრაქტიკული და კომფორტისთვის გამიზნული ნივთი ხანგრძლივი ფრენისას ფეხების დაბუჟებისა და შეშუპებისგან დაგიცავთ.
ყურსასმენები და დამტენები ერთმანეთში აღარ აგეხლართებათ!
ეს ჩანთა იმდენად ტევადი და კომპაქტურია, რომ საჭირო ნივთების სახლში დატოვება აღარ მოგიწევთ. გარდა ამისა, ის წყალგამძლე ნეილონისგანაა დამზადებული, განყოფილებები კი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ყველანაირი ნივთისთვის გამოძებნით ადგილს.
მოგზაურობისას აუცილებელია კავშირი გარე სამყაროსთან. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სხვადასხვანაირ ადაპტერებს იყენებენ. ასე რომ, თუ ამ ამ მოსახერხებელ ნივთს თან წაიღებთ, არასასურველ მოულოდნელობებს თავიდან აირიდებთ.
თუ მგზავრობისას გამოძინებას აპირებთ და სულ არ გინდათ, ძილი თვითმფრინავის ფანჯრიდან შემოჭრილმა მზემ დაგიფრთხოს, ძალიან გიყვარს, მაშინ სამოგზაურო ნივთების სიაში ეს ნიღაბიც აუცილებლად უნდა დაამატოთ. ძილის ნიღაბი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოგადგებათ.
სამოგზაურო დაზღვევა კი გაქვთ, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. პირველადი დახმარების სამოგზაურო ნაკრები აუცილებელი რამაა ხანგრძლივი და შორეული მოგზაურობისას.
საზღვარზე, ჩემოდნის წონასთან ერთად, წასაღები ნივთებიც კონტროლდება. შესაბამისად, უფრო კომფორტულია, თუ პირადი ჰიგიენის საშუალებებს მცირე ზომის ბოთლებსა და კონტეინერებში გადაიტანთ. ასე, ხარჯსაც დავზოგავთ და მესაზღვრეებთან გაუგებრობასაც აირიდებთ თავიდან. რაც მთავარია, ნაკრებში არსებული ბოთლები მრავალჯერადი გამოყენებისაა.
ხანგრძლივი და შორეული მოგზაურობისას განსაკუთრებით გამოგადგებათ ეს ჩანთა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ სუფთა და გასარეცხი ტანსაცმელი ერთმანეთისგან განცალკევებით შეინახოთ.
გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველაზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბი