ვენური უკმარისობით გამოწვეული სიმპტომები – ქვედა კიდურების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება და წვა ადამიანების ცხოვრებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. დიდი დისკომფორტთანაა დაკავშირებული ჰემოროიდული შეტევებიც. თუმცა, არსებობს გამოსავალი – დეტრალექსი 1000 მგ.
ის გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კონკრეტულად კი, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ მედიკამენტთა ჯგუფს მიეკუთვნება. მსგავს პრეპარატებს სამეცნიერო ლიტერატურაში მიკროცირკულაციის გამაძლიერებელ საშუალებებს ან ანგიოპროტექტორებს უწოდებენ. პრეპარატი ბუნებრივი ბიოფლავონოიდების ჯგუფში შედის.
დეტრალექსი 1000 მგ აქტიურ ინგრედიენტებს 900 მგ დიოსმინსა და 100 მგ ჰესპერიდინს შეიცავს. მისი მიზანი პერიფერიული ვენური სარქველების ფუნქციის გაუმჯობესება, ანუ ვენური უკმარისობის მკურნალობაა. გარდა ამისა, ის მწვავე ჰემოროიდული შეტევებისასაც გამოიყენება.
სწორედ დიოსმინისა და ჰესპერიდინის ერთობლივი მოქმედების შედეგია, რომ დეტრალექსი სისხლძარღვების ტონუსს აუმჯობესებს, ანთებით პროცესებს ამცირებს და მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. შესაძლებელია პრეპარატი ვენური უკმარისობის სხვადასხვა სტადიაში როგორც პროფილაქტიკური, ასევე თერაპიული მიზნითაც გამოიყენოთ.
გარდა აქტიური კომპონენტებისა, ის დამხმარე ნივთიერებებსაც აერთიანებს, ესენია: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის გლიკოლატი, ჟელატინი და ტალკი. დეტრალექსის თითოეული ტაბლეტი აპკიანი გარსითაა დაფარული, რომლის შემადგენელი კომპონენტებია: ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავები (რკინის ყვითელი და წითელი ოქსიდები), გლიცერინი, ჰიპრომელოზა და მაგნიუმის სტეარატი.
დეტრალექსი 1000 მგ – ფასი და ხელმისაწვდომობა
ფრანგული წარმოების მედიკამენტი საქართველოში სააფთიაქო ქსელ ფარმადეპოშია ხელმისაწვდომი. მისი შეძენა შეგიძლიათ როგორც აფთიაქში, ისე ფარმადეპოს ვებ გვერდიდან.
რა არის პრეპარატის – დეტრალექსი ფასი? ფარმადეპო ის სააფთიაქო ქსელია, რომელიც საზოგადოებას სხვადასხვა აქციასა და ფასდაკლებების კვირეულს ხშირად სთავაზობს. ამის გათვალისწინებით, ღირებულება შესაძლოა ცვალებადი იყოს. სწორედ ამიტომ, ზუსტი ფასის გასაგებად, საჭიროა, რომ ვებ გვერდი რეგულარულად შეამოწმოთ ხოლმე ან აფთიაქში იკითხოთ.
როგორია მომხმარებელთა რეალური გამოცდილება?
როდესაც კონკრეტული მედიკამენტის ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ სამეცნიერო კვლევების შედეგები და მომხმარებელთა რეალური გამოცდილება გავითვალისწინოთ.
ექსპერიმენტული კვლევებით გამოჩნდა, რომ ვენური უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღებამ დადებითი შედეგი აჩვენა. მათ ფეხების შეშუპება, ტკივილი და დაღლილობის შეგრძნება შეუმცირდათ. გარდა ამისა, აღნიშნეს, რომ ცხოვრების ხარისხი გაუუმჯობესდათ და მკურნალობის შედეგი სწრაფად დადგა.
ძირითადი მიზეზები, რის გამოც ადამიანები დეტრალექსს ირჩევენ არის – ეფექტურობა, უსაფრთხოება და ექიმების რეკომენდაცია.
მისი ეფექტურობა კლინიკურად დამტკიცებულია. ამის გამო, ის ვენური უკმარისობის სამკურნალოდ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრეპარატია. დეტრალექსის რეგულარული მიღება ქვედა კიდურების შეშუპებას, ტკივილს, სიმძიმესა და დაღლილობას ამცირებს.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ დეტრალექსი, ფაქტობრივად, უსაფრთხო მედიკამენტია. მას მძიმე გვერდითი მოვლენები იშვიათად ახასიათებს, პაციენტების უმეტესობა პრეპარატს კარგად იტანს. ხოლო შესაძლო მსუბუქი რეაქციებია: გულისრევა, დიარეა და თავის ტკივილი. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ვენური პრობლემების სამკურნალოდ ექიმები ხშირად ნიშნავენ.
აღსანიშნავია, რომ დეტრალექსს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად იყენებენ, რაც მის მიმართ ნდობას კიდევ უფრო მეტად ზრდის.
დეტრალექსი 1000 მგ მიღება პაციენტებისთვის ძალიან მოსახერხებელია – დღეში მხოლოდ ერთი ტაბლეტის დალევაა საჭირო.
როდის უნდა გამოიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება – რა სიფრთხილის ზომები არსებობს?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დეტრალექსი, ძირითადად, მსუბუქი გვერდითი მოვლენებით ხასიათდება, თუმცა არის უფრო რთული შემთხვევებიც. ისინი იშვიათად ვლინდება.
სერიოზული გვერდითი მოვლენებია: ანგიოედემა, რაც სახის, ტუჩების, ენის ან ყელის სწრაფი შეშუპებით გამოიხატება. ასევე, ალერგიული რეაქციის ნიშანია სუნთქვის გაძნელებაც. ამ დროს, საჭიროა, რომ ექიმს დაუყოვნებლივ მიმართოთ.
როგორც წესი, ორსულობისას დერტალექსის მიღება სახიფათო არაა, თუმცა აუცილებელია ექიმის დანიშნულება და კონსულტაცია. აქვე აღსანიშნავია, რომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება დამტკიცებული არაა. ამიტომაც, მისი მიღება რეკომენდებული არ არის. დეტრალექსი 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.
მნიშვნელოვანია, რომ დეტრალექსი არ გამოიყენოთ, თუ პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე ალერგია გაქვთ ან ადრე ბიოფლავონოიდებზე ძლიერი რეაქცია გამოგივლინდათ.
ასევე გაითვალისწინეთ, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ ღებულობდით ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას – ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს აუცილებლად აცნობეთ.
რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარს, დეტრალექსი ან საერთოდ არ მოქმედებს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს.
მედიკამენტი ჭამის დროს, ჭიქა წყლის მიყოლებით, უნდა მიიღოთ – ასე მისი შეწოვა უმჯობესდება და კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი მცირდება. დღიურ დოზას თვითნებურად არ გადააჭარბოთ. ორმაგი დოზა არ დალიოთ, თუ წამლის მიღება დაგავიწყდათ.
როდესაც სიფრთხილის ზომებზე ვსაუბრობთ, გასათვალისინებელია შენახვის წესების ზედმიწევნით დაცვა. დეტრალექსი არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ და ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.
დეტრალექსი 1000 მგ – ვენების ჯანმრთელობისთვის
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ დეტრალექსი ვენური უკმარისობის სამკურნალოდ განკუთვნილი პრეპარატია, რომელიც ვენების ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე მეტად შესწავლილი მედიკამენტია. ამიტომაც, მას ექიმები ხშირად ნიშნავენ.
მნიშვნელოვანია, რომ მისი მიღებისას ექიმის რეკომენდაციები ზედმიწევნით გაითვალისწინოთ. დეტრალექსი პაციენტების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და მათ დისკომფორტისგან ათავისუფლებს.











