ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მოგზაურობისას უმეტესად მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები გვახსენდება, არადა ამ კონტინენტის ჩრდილოეთით უზარმაზარ ფართობზე გადაჭიმულია კანადაც, რომელიც თავისი თვალის მომჭრელი ბუნებით ნებისმიერ დამთვალიერებელს გააოცებს.

ფოტო: Johny Goerend / Unsplash

ზამთარში დათოვლილი ლანდშაფტი კი კიდევ უფრო შთამბეჭდავია

ფოტო: Ruslankaln / Getty Images

თანაც იმდენად, რომ ამ პეიზაჟის სანახავად გაყინვაც კი ღირს.

ზოგიერთ ქალაქში ასეთ ზღაპრულ საცალფეხო ბილიკსაც კი გადააწყდებით

რომლებიც, ვინ იცის, იქნებ საოცრებათა ქვეყანაშიც კი მიგვეპატიჟება.

თუ გინდათ, რომ ყველაფერი ეს ერთდროულად იხილოთ და კანადის თვალწარმტაც მთიან ხეობაში იმოგზაუროთ, Rocky Mountaineer-ის მატარებელი უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ

ფოტო: BuzzFeed

ამ შუშის ჭერიანი მატარებლით მგზავრობისას არცერთი ხედი არ გამოგეპარებათ.

თანაც ერთმანეთზე უფრო ლამაზი ფოტოების გადაღებასაც მოახერხებთ

ფანჯრის მხარეს ადგილის დაკავება ასეთი სასურველი არასდროს ყოფილა.

მატარებელი ქვეყნის მასშტაბით სამი სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს და შესაძლებლობა გაქვთ დატკბეთ ლურჯი ტბების, ხშირი ტყეებისა და დათოვლილი მთების ხილვით

ფოტო: ROCKY MOUNTAINEER

თანაც მგზავრობის თქვენთვის მოსახერხებელი პაკეტი შეგიძლიათ აირჩიოთ: ორიდან ხუთ დღემდე ხანგრძლივობით

ღამეს ადგილობრივ სასტუმროებში გაატარებთ.

ამავდროულად მატარებელში ნაირგვარ საკვებსა და სასმელსაც მოგართმევენ

თქვენ კი მხოლოდ სავარძელში რბილად უნდა გადაწვეთ და ფანჯრიდან გადაშლილი ხედებით დატკბეთ.

მოკლედ, თუ ჯადოსნური მოგზაურობის დაგეგმვა გინდათ, უკვე იცით საითაც უნდა გაეშუროთ!

ფოტო: BuzzFeed

გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველაზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინები და იქირავოთ ავტომობილი

Facebook კომენტარები