მოგზაურობის დაგეგმვამდე იმ ადგილების ფოტოების თვალიერება, რომლებიც უნდა ვინახულოთ, ერთგვარი რიტუალივითაა — წინასწარ ვიქმნით განწყობას და მოუთმენლობით ვივსებით. უცნობი ადგილების ნახვა, კულტურის გაცნობა და ადგილობრივებთან შეხვედრა ხომ ახალ-ახალი გამოცდილებებით გვამდიდრებს.

ზოგი მოგზაური ქვეყნებს ღირსშესანიშნაობების გამო ირჩევს — საუკუნოვანი ძეგლები თუ შენობები შთამაგონებელ და განსაკუთრებულ ისტორიებს იტევენ, რომელიც ჩვენს თვალწინ ცოცხლდება.

წინასწარ ვერასდროს ვიტყვით, დღის რომელ მონაკვეთში ვნახავთ ამა თუ იმ ქალაქს. ნიუ-იორკელმა ფოტოგრაფმა რიჩარდ სილვერმა გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს ცნობილი ქალაქები და შენობები გადაეღო. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ის ამ ყველაფერს მთელი დღის განმავლობაში აკეთებდა და საბოლოოდ “დროში მოგზაურის” ფოტოები შემოგვთავაზა.

“ფოტოსერიის დაჭრილი დროის მიღმა ჩემი იდეა იყო მზის ჩასვლიდან — დაღამებამდე ცნობილი შენობების გადაღება და შუქის ცვალებადობის ჩვენება. მარცხნიდან მარჯვნივ დაჭრილი სხვადასხვა დროის ფოტოები ერთ დღეს გვიჩვენებენ. თითო სურათი 36 “დაჭრილ” და გაერთიანებულ ფოტოს გვიჩვენებს. ფოტოსერიისთვის ახალი ადგილების მონახულებას კვლავ ვგეგმავ”, — ამბობს ფოტოგრაფი.

ნახეთ ფოტოგრაფის შთამბეჭდავი ნამუშევრები:

ჩიტების ბუდე, პეკინის ეროვნული სტადიონი

მილანის საკათედრო ტაძარი

აჰუ ტონგარიკი — აღდგომის კუნძული ჩილეში

უესტმინსტერის სასახლე — ლონდონი

რომის კოლიზეუმი

ბაგანი, მიანმარი

სასტუმრო Marina Bay Sands, სინგაპური

ტრიესტი, იტალია

ბუდას ქანდაკება, ფუკეტი, ტაილანდი

ვენეცია, იტალია

აია-სოფია, სტამბოლი, თურქეთი

Sule Pagoda, მიანმარი

პუდუნი, შანხაი

ინდოეთის კარიბჭე, მუმბაი

გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველაზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინები და იქირავოთ ავტომობილი.

Facebook კომენტარები