2021 წლის აგვისტოში 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 34,12%-ით შემცირდა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 364,035 ტონა შეადგინა, 2020 წლის აგვისტოში კი  2 070,615 ტონა.

შესაბამისად ტვირთბრუნვა 34,12%-ითაა შემცირებული.

2021 წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის აგვისტოში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 43,74%-ა. 2019 წლის აგვისტოში აეროპორტმა  2 424,684  ტონა ტვირთი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.

წყარო: https://avianews.ge/pandemiamdel-agvistosthan-shedarebith-saqarthveloshi-sahaero-satvirtho-gadazidvebis-motsuloba-44-ithaa-shemtsirebuli/

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze