საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს, ჩეხეთის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს F AIR აეროპორტ Benesov-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულება გულისხმობს სტრატეგიულ თანამშრომლობას უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციას შორის.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ორივე ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის და რეგულაციების თანახმად, რომ მხარეები განავითარებენ და შეინარჩუნებენ თანამშრომლობას სპეციალისტთა მომზადების სფეროში, მომავალი საფრენოსნო პერსონალის პროფესიული დონის EASA საავიაციო სტანდარტების შესაბამის დონემდე ასამაღლებლად. ასევე მხარეები განავითარებენ და შეინარჩუნებენ თანამშრომლობას სტუდენტთა და პედაგოგთა გაცვლის და საერთაშორისო პროგრამებში თანამშრომლობის მიმართულებით.
წყარო: https://avianews.ge/saqarthvelos-saaviatsio-universitetsa-da-aeroport-benesov-s-shoris-memorandumi-gaphormda/