საქართველოს ავიაბაზარე შემოსვლისთვის ქვეყნის მთავრობა პორტუგალიური ავიაკომპანია TAP Air Portugal-ის მენეჯმენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც ლისაბონში საქმიანი ვიზიტად მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს, TAP Air Portugal-ის პრეზიდენტთან უკვე გამართა მოლაპარაკებები პორტუგალიიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით. 

“დავიწყეთ მოლაპარაკება პორტუგალიიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე.

საქართველოს ავიაციის სექტორის შთამბეჭდავი აღდგენის ტემპი და ტურიზმის სექტორის უდიდესი პოტენციალი – პოზიტიურ მოლოდინების გვიქმნის პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე”, წერს მარიამ ქვრივიშვილი პორტუგალიის ეროვნული ავიაკომპანიის TAP Air Portugal პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

წყარო: https://avianews.ge/lisaboni-thbilisis-mimarthulebith-pirdapiri-phrenebis-gankhortsielebaze-tap-air-portugal-than-molaparakebebi-datsqhebulia/

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze