დამათრობელი და ესოდენ უცნაური – ერთდროულად პომპეზური და გაცვეთილი – ვენეციამ შეიძლება გაგაგიჟოთ. აქ მოისურვებთ იყოთ შეყვარებული ან უმალვე კუპიდონის ისარი მოგხვდეთ, ყველაზე ვიწრო და ძველ ქუჩებში ჩახუტებულებმა იაროთ, სისულელეებზე იჩურჩულოთ და სან-მარკოს მოედანზე მზის ჩასვლას ხელიხელჩაკიდებულებმა უცქიროთ. ეს ქალაქი, როგორც ჩანს, მსოფლიოს იმ ადგილთა „ტოპ“ სიებში ხვდება, რომელთა მონახულება ღირს. რაც არ უნდა იყოს: იგი ჩეხოვსაც კი ატყვევებდა, რომელსაც ევროპის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა, და ასევე მოხიბლა ჯონი დეპი, რომელმაც ცენტრში პატარა სახლიც კი შეიძინა. ტურისტებისთვის მნიშვნელოვანია ერთი რამ: ვენეცია ​​- ნამდვილი ქალაქი-ძეგლია, სადაც აბსოლუტურად ყველა შენობას ისტორიულის წოდებაზე აქვს პრეტენზია. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ქალაქის მთელი ძველი ნაწილი და მისი ლაგუნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

როგორ ჩავიდეთ

ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ვენეცია, წლის განმავლობაში

ვენეციის რეგიონები

ვენეცია, მიუხედავად ერთდროულად 188 კუნძულზე არატრივიალური განლაგებისა, არ არის პატარა ქალაქი. ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ ვენეციის უზარმაზარ ლაგუნას შეავლებთ თვალს ან ბანალურად რუკას დახედავთ. ადმინისტრაციული გეგმის თანახმად ქალაქი 6 თვითმმართველ რაიონად იყოფა, მაგრამ ტურისტებს მხოლოდ 3 მათგანი აინტერესებთ – მატერიკული მესტრე, სანაპირო ლიდო და თავად მთავარი რაიონი, რომელსაც ბანალურად ეწოდება: „ვენეცია – ბურანო – მურანო“. მაგრამ იმისათვის, რომ უკეთ გავერკვიოთ ამ უკანასკნელის დახლართულ არხებსა და პატარა ქუჩებში, მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ქალაქის მთავარი ნაწილი 6 ისტორიულ კვარტალად უნდა დავყოთ.

დაწყებას, რა თქმა უნდა, სან-მარკოდან გირჩევთ, სადაც განთავსებულია
ღირსშესანიშნაობების დიდი ნაწილი და ქალაქის გული – ამავე სახელწოდების მოედანი
პომპეზური ტაძრით. აქვე მდებარეობს დოჟების სასახლე, კოშკი კამპანილე, ბიბლიოთეკა
და სან-მარკოს კოლონები, ოხვრის ხიდი და კიდევ ათობით ადგილი, რომელიც იუნესკოს
ძეგლთა დაცვის სიაში შედის და რომელთა არსებობის შესახებ ჩვენი პლანეტის ყველა
მოსახლემ დაახლოებით მე-5 კლასიდან იცის. სასტუმროები და რესტორნები, მაღაზიები და
სუვენირების დახლები – სან-მარკოს მოედანზე ფაქტობრივად ყველაფერი ძალიან ძვირი და
საოცრად ლამაზია.

სან-მარკოს ისტორიული რაიონის ტერიტორიას
ასევე ეკუთვნის კუნძული სან-ჯორჯ-მაჯორე, რომელიც ოდნავ სამხრეთით მდებარეობს. აქ
დგას ამავე სახელწოდების ცნობილი ტაძარი, რომელიც გენიალური ანდრეა პალადიოს
პროექტის მიხედვით შეიქმნა.

ვენეციის ჩრდილოეთით მდებარე კანარეჯო,
ქალაქის მთავარ საცხოვრებელ ადგილად ითვლება, სადაც 20 ათასზე მეტი მკვიდრი
ცხოვრობს. ერთი შეხედვით, მოგეჩვენებათ, თითქოს ტურისტებისთვის ამ კუთხეში
არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ ეს ასე არ არის. პირველ რიგში, სწორედ კანარეჯოში
მდებარეობს ვენეციის რკინიგზის სადგური, რომლის დანახვაზეც ტურისტები
აღფრთოვანებას ვერ მალავენ (და ეს უბრალოდ სიტყვები, როდია: ბანალური და მოსაწყენი
მატარებლის ინტერიერიდან, ისინი უძველესი ქალაქის ცენტრში აღმოჩნდებიან). მეორეც,
ეს რაიონი საინტერესოა თავისი უჩვეულო ღირსშესანიშნაობით – გეტოთი, სადაც დღეს შენარჩუნებულია
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მონუმენტი, ებრაელთა მუზეუმი და ორი მოქმედი სინაგოგა. დაბოლოს,
სწორედ კანარეჯოში იხილავთ იმ ტაძარს, სადაც კვირაობით წირვაზე დადიოდა ტინტორეტო. დღეს მადონა-დელ-ორტოს ტაძარში არა მხოლოდ დიდი ფერმწერის ნაშთი განისვენებს,
არამედ მის ორი გენიალურ ტილოსაც იხილავთ – „ოქროს კერპის თაყვანისცემა“ და „საშინელი
სამსჯავრო“.

კანარეჯოს კიდევ ერთი უპირატესობაა – აპარტამენტების სიუხვე მეტ-ნაკლებად
ხელმისაწვდომ ფასებად.

ქალაქის 6 ისტორიული რაიონიდან ყველაზე დიდი – კასტელო ვენეციის
აღმოსავლეთით მდებარეობს. სახელი მან ძველრომაული ციხესიმაგრიდან მიიღო, რომელიც,
სამწუხაროდ, არ არის შემორჩენილი. ამ ადგილზე დღეს აღმართულია სან პიეტრო დი
კასტელოს კოხტა ეკლესია. შუაში უძველესი არსენალი მდებარეობს – გემთსაშენი, სადაც ოდესღაც
სახელგანთქმულ ვენეციურ გალერებს აგებდნენ. მისგან აღმოსავლეთით უამრავი ბაღი და
პარკია, რაც საკმაოდ უჩვეულოა ვენეციისთვის, დასავლეთით კი რაიონის აუცილებლად
სანახავი ადგილებია: სან-ძაკარიას ტაძარი, სანტა-ჯოვანი-ი-პაოლოს ტაძარი და ასევე
ტურისტებისთვის საყვარელი პრომენადი რივა-დელი-სკიავონე.

რაიონი დორსოდურო სან-მარკოს მოპირდაპირედ, გრანდ
კანალის მეორე მხარეს მდებარეობს, ქალაქის ცენტრისგან
სამრეთით. იტალიურიდან მისი სახელწოდება შეიძლება
ითარგმნოს როგორც „მთავარი ქედი“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კვარტალი შედარებით
შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. ამიტომ თუ ქალაქში წვიმიან
სეზონზე ჩამოხვალთ, კარგად დაფიქრდით სანამ სწორედ აქ განთავსდებით. დორსოდუროს ცენტრია ჯუდეკას არხი, რომელიც
ვენეციის განზომილებით არხი კი არა,
მთელი მდინარეა, მისი
სიგანე ზოგიერთ ადგილას
200 მეტრსაც კი აღწევს. მას
მოყვება ჯუდეკას
კუნძული, მშვიდი
და მწვანე ადგილი,
სადაც ჩვეულებრივ ტურისტს არაფერი ესაქმება.
თუმცა ღირსშესანიშნაობების კუთხით დორსოდურო გასიამოვნებთ: აქ მდებარეობს მე-19
საუკუნის აკადემიის
ხიდი, რომელიც რაიონს სან-მარკოსთან აკავშირებს, აკადემიის გალერეა, პეგი
გუგენჰაიმის ცნობილი აკადემიის მუზეუმი,
ასევე ორი დახვეწილი
მოედანი –
სანტა-ბარნარა და სანტა-მარგერიტა. ეს
უკანასკნელი სტუდენტების საყვარელი ადგილია, ამიტომ აქ
საღამოობით ხშირად ხმაური და
მხიარულებაა.

სან-პაოლო,
ისევე როგორც სან-მარკო,
ვენეციის შუაგულია. აქ
ღირსშესანიშნაობები ყოველი ფეხის
ნაბიჯზე შეგხვდებათ: რიალტოს ხიდი, მის
ირგვლივ მოცურავე გონდოლიერები,
წმინდა პავლეს ეკლესია,
მე-9 საუკუნის სან-ჯაკომო-დი-რიალტოს ტაძარი და სანტა-მარია-გლორიოზა-დეი-ფრარის
ტაძარი.

დაბოლოს, სანტა-კროჩეს რაიონი („წმინდა ჯვარი“) –
პირველი ადგილია ქალაქში,
სადაც ტურისტები ავტომობილით
ან ავტობუსით ხვდებიან.
მისი ცნობილი რომის მოედანი (Piazzale
Roma) ფაქტობრივად სატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომებზე უზარმაზარი
გამანაწილებელია. ცოტა საშიშად ჟღერს, მაგრამ ყველაფერი ვენეციურ
სტილში დახვეწილად გამოიყურება. ავტოსადგომების გარდა
რაიონი რამდენიმე მუზეუმითაც
საინტერესოა – საბუნებისმეტყველო
ისტორიის მუზეუმი ფონდაკო-დეი-ტურკის სასახლეში, ასევე
აღმოსავლეთ ხელოვნების მუზეუმი
და კა-პეზაროს სასახლეში მდებარე თანამედროვე ხელოვნების გალერეა.

თუმცა ვენეციის რაიონების აღწერა სრული არ იქნებოდა, თუ იმ ცალკე მდგომ კუნძულებს გამოვტოვებთ, რომლებიც ქალაქის
მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ: ლიდო, მურანო, ბურანო, სან-მიკელე და
პოველია.

ბურანო იზიდავს
ნათელი ფერებით შეღებილი სახლებითა და საოცარი მაქმანების
მუზეუმით, ისევე როგორც სან-მარტინოს ტაძრის 52 მეტრიანი დახრილი
კამპანილათი.

მურანოს კუნძულს წარმოდგენა არ სჭირდება, რადგან
სწორედ აქ ამზადებენ
საოცრად ლამაზ მინას. ლიდო – კუნძული-პლაჟია, ასევე ცნობილი ვენეციის კინოფესტივალის ჩატარების
ადგილი. პოველია – მოჩვენებებისა
და ლეგენდების კუნძულია,
სადაც ადრე ჭირით დაავადებულებს
გზავნიდნენ, შემდეგ ლაზარეთი
აღმართეს, ხოლო მე-19
საუკუნეში ფსიქიატრიული საავადმყოფო გახსნეს, რომელიც დღეს
დაკეტილია. სან-მიკელეს კუნძული ცნობილია 1469 წლის
სან-მიკელე-ინ-იზოლა ტაძრითა და სასაფლაოთი,
სადაც დაკრძალულია იგორ სტრავინსკი, სერგეი დიაგილევი, იოსებ ბროდსკი.

ტრანსპორტი

რასაკვირველია,
ვენეციის
მთავარი
ტრანსპორტი
– წყლის ტრანსპორტია. თუმცა ქალაქში ასევე არის მინიმეტრო, ველოსიპედები, ავტობუსები და
ავტომობილებიც კი,
უბრალოდ
ქალაქის ცენტრში
არა.
მაგალითად,
ლიდოზე,
თითოეულ ადგილობრივ მაცხოვრებელს აქვს ავტობუსის ან ველოსიპედის სამგზავრო ბილეთი – ეს სრულიად გამართლებულია – კუნძული საკმაოდ დიდია. ხელოვნურ კუნძულ ტრონკეტოს შეუძლია დაიკვეხნოს
ფუნიკულიორის
საბაგირო გზით,
რომელსაც
აქ
მინიმეტრო ეწოდება. უმთავრესად ქალაქის შუაგულია
– გონდოლები, ვაპორეტო, ტრაგეტო და საკუთარი ფეხები.

ნავები, გონდოლები და
ვაპორეტო

ქალაქის ცენტრში ერთადერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტია ვაპორეტო,
რომლებიც ყველა არხსა და უახლოეს კუნძულებამდე მოძრაობს. ყველაზე თვალწარმტაცი
მარშრუტი №1 დიდ არხზე დადის და 7 ევრო ღირს (ბილეთი 1 საათი მოქმედებს). დიდ
არხზე, იმ ადგილებში, სადაც ხიდები არ არის, გადაყვანას ერთგვარი ბორანი – ტრაგეტო
ახორციელებს. მათ ხალხი გრანდ-კანალის ერთი ნაპირიდან მეორეზე 2 ევროდ გადაჰყავთ
(ეს ძალიან მოხერხებულია, რადგან შემოვლითი გზით მგზავრობა 15 წუთს წაგართმევთ).
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ თამბაქოს ჯიხურებში, ავტომატებსა და ACTV სალაროებში,
რომლებიც ცენტრალურ გაჩერებებზე მდებარეობს. ფასები ვებ-გვერდზე მითითებულია 2018
წლის ოქტომბრის მდგომარეობით.

ტრანსპორტის კიდევ ერთი სახეობაა – წყლის ტაქსი, რომელიც პოპულარობით
სარგებლობს ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის. მათი გაგება რთული არ არის:
ვაპორეტოთი უამრავ ჩემოდანთან ერთად მგზავრობა სულაც არ არის სასიამოვნო. ტაქსით მგზავრობის
ღირებულება 15 ევროდან იწყება ჩასხდომისას და თითო წუთზე 2 ევრო ემატება. თუ
ბარგიც გაქვთ, ან ჯგუფურად მგზავრობთ ან ღამის გამოძახებაა, კიდევ 5 ევრო უნდა
დაამატოთ. და როგორც ჩვეულებრივ ოთხბორბლიან ტაქსიში, აქაც ყურადღება მიაქციეთ,
რომ მძღოლმა მრიცხველი ჩართოს.

ტაქსით
აეროპორტამდე 4 მგზავრის ბარგით მგზავრობის საფასური დაახლოებით
110 ევროს შეადგენს. გარდა ამისა, არის სპეციალური კატერი
Venice Shuttle, რომელსაც თითო მგზავრი აეროპორტიდან ქალაქამდე 25 ევროდ (ღამით 31 ევრო) გადაჰყავს. მაგრამ
შესაძლოა მგზავრობის დაწყებამდე ლოდინი მოგიწიოთ, სანამ ბორტი სრულად არ შეივსება,
ამასთან სასტუმროს ნავმისადგომამდე არ მიგიყვანთ – ვენეციის ცენტრის მხოლოდ 3-4 ადგილამდე,
საიდანაც შემდეგ დამოუკიდებლად უნდა იმგზავროთ.

გონდოლები – ვენეციის
დათვალიერების ბურჟუაზიული, ტურისტული და რომანტიკული საშუალება. ფასი არა ადამიანის, არამედ გონდოლას მიხედვით
ითვლება, რომელშიც მაქსიმუმ 6 ადამიანი ეტევა (შესაბამისად,
რაც მეტია ხალხი, მით უფრო
იაფი დაგიჯდებათ). 30 წუთიანი გასეირნება 80 ევრო ღირს (უნდა
შეევაჭროთ, თორემ 100 ევროზე ნაკლებს არ შემოგთავაზებენ). საღამოს – უფრო ძვირია.

Tourist Travel Card

ფულის
დაზოგვისა და ავტომატებში ბილეთების მუდმივი შეძენიდან თავის აცილების მოსახერხებელი
გზაა – სპეციალური ტურისტული სამგზავრო ბარათი. Tourist Travel Card მოქმედებს მხოლოდ
ვიპორეტოსა და ავტობუსებზე კუნძულ ლიდოზე, თითოეული ჩასხდომის წინ ბარათი ყვითელ ავტომატში
უნდა გაატაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, 59 ევროს ჯარიმა გელოდებათ. ბარათი მოქმედებას
იწყებს პირველი ვალიდაციის მომენტიდან. 24 საათიანი ბარათის ღირებულებაა 20 ევრო,
48 საათიანი – 30 ევრო, 72 საათიანი – 40 ევრო, ერთკვირიანი – 60 ევრო.

ნავის ან ველოსიპედის ქირაობა

თუ სურვილი
გაქვთ ვენეციის ლაგუნის კუნძულების რომანტიკული ხედებით დატკბეთ, შეგიძლიათ საკუთარი
იახტა იქირაოთ. მით უმეტეს, რომ ასეთი წინადადებები უხვადაა: მაგრამ არა გრანდ-კანალზე
ან ისტორიულ ცენტრში, არამედ ლაგუნასთან ახლოს (საიმედო კომპანიის ოფისის მდებარეობა
უმჯობესია სასტუმროს მისაღებში დააზუსტოთ). 7 მეტრი სიგრძის 6-კაციანი ნავის ქირაობა
საწვავის ჩათვლით დაახლოებით 45 ევრომდე
დაგიჯდებათ ერთი საათი და 200 ევრო მთელი დღე. ლიცენზია და მართვის
მოწმობა საჭირო არ არის, უბრალოდ მთავარ ტურისტ-კაპიტანს სთხოვენ, აჩვენოს, თუ როგორ შეუძლია მანევრირება და პარკირება, შემდეგ უკვე ღია ნაოსნობაში გაუშვებენ. არ დაგავიწყდეთ
დააზუსტოთ, თუ სად მდებარეობს 4 ნავი-ავტოგასამართი სადგური ვენეციის გარშემო, რომ
საჭირო შემთხვევაში ავზი აავსოთ.

მინიმეტრო

სახელგანთქმული
არქიტექტორის ფრანჩესკო კოკოს მიერ დაპროექტებულ ვენეციის ახალ მონორელსს ტურისტები, მათ შორის ეტლით მოგზაური
ტურისტები, მიჰყავს ტრონკეტოს ავტოსადგომიდან საზღვაო სადგურამდე
(Stazione Maritima) და რომის მოედნამდე
(Piazzale Roma). ბილეთები სადგურის შენობებში მდებარე ავტომატებში იყიდება, მგზავრობის ღირებულება 1 ევროა. სულ 1 კმ-იან მინიმეტროში 3 სადგურია, რომელთა შორის 2 ვაგონი დადის, მგზავრობის
ხანგრძლივობა – 3 წუთია.

კავშირი და Wi-Fi

უფასო
Wi-Fi-ს მხოლოდ რამდენიმე რესტორანი და სასტუმრო სთავაზობს თავის სტუმრებს. ქალაქის
ცენტრში უსადენო ინტერნეტის პოვნასაც შეძლებთ, მაგრამ მხოლოდ ფასიანს. გამოყენების
ღირებულებაა 1 დღე – 5 ევრო, ერთი კვირა – 20 ევრო. აუცილებელია წინასწარ დარეგისტრირდეთ
ოფიციალურ ვებ-გვერდზე (სამწუხაროდ, მხოლოდ იტალიურ ენაზე). აქვე შეგიძლიათ იპოვოთ
რუკა ვენეციის ყველა ცხელი წერტილის მითითებით.

Venezia Unica City Pass

Venezia
Unica City Pass არის საკმაოდ არატრივიალური გზა, რათა ვენეციაში სეირნობის დროს თანხა
დაზოგოთ. ფაქტობრივად ეს არის ჩვეულებრივი ტურისტული ბარათი, რომლის შეძენაც მოგზაურს
უამრავ „დესერტს“, ბონუსსა და ფასდაკლებას სთავაზობს. მაგრამ ანალოგებიდან ეს ბარათი
იმით განსხვავდება, რომ ტურისტი თითოეულ ბონუსს პირადად ირჩევს: ეს შეიძლება იყოს მხოლოდ
მოგზაურობა, დამატებული ქალაქის Wi-Fi-ითა და ტუალეტებით სარგებლობა ან მუზეუმების,
ეკლესიებისა და თეატრების დათვალიერება. მაქსიმალური ნაკრები, რომელიც ასევე მოიცავს
ტრანსფერს აეროპორტიდან და აეროპორტამდე, დაახლოებით 120 ევრო ღირს. მინიმალური ფასი
– 28 ევროდან იწყება. დეტალური ინფორმაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზე იხილეთ.

  • იძლევა თუ არა ბარათი საშუალებას იმგზავროთ მესტრედან ვენეციამდე

ვენეციის პლაჟები

ვენეციაში
არის საკუთარი კუნძული-პლაჟი, რომელსაც ასეც ეწოდება – ლიდო (იტალიურიდან „სანაპირო“).
ტურისტები, როგორც წესი, ამ ადგილს არ სტუმრობენ, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა სიამოვნებით
ატარებს შაბათ-კვირას ან სადილის საათებს. მოდურ კურორტად ეს ადგილი ჯერ კიდევ მე-19
საუკუნის ბოლოს იქცა, თავის დროზე აქ ისვენებდნენ ბაირონი, გოეთე, შელი, თომას მანი,
რომელმაც ამ კუნძულზე დაწერა სკანდალური ნოველა „სიკვდილი ვენეციაში“.

ადგილობრივი
პლაჟები ქვიშიანი და საკმაოდ გრძელია, მაგრამ სეზონზე ხალხით სავსეა, განსაკუთრებით
დასვენების დღეებში ან საღამოობით, როდესაც ვენეციალები ადრიატიკის ზღვაში სამსახურის
შემდეგ ისვენებენ. ამიტომ გირჩევთ დილით ადრე წახვიდეთ საბანაოდ, სანამ ადგილობრივები
ჯერ კიდევ მუშაობენ. არის ფასიანი და უფასო პლაჟის მონაკვეთები, ორ შეზლონგს და ქოლგას
30 ევროდ იქირავებთ.

ლიდომდე
მგზავრობა საკმაოდ ადვილია გრანდ-კანალის ნებისმიერი გაჩერებიდან Lido-ს ბოლო
გაჩერებამდე (მაგალითად, სან-მარკოდან 3-4 გაჩერებაა). პორტში ჩამოსვლისთანავე მთელი
კუნძულის გავლით ფეხით პირდაპირ უნდა იაროთ და 5 წუთში პლაჟზე აღმოჩნდებით. მეორე ვარიანტია
– ლიდოზე ველოსიპედი იქირაოთ (კუნძული 12 კმ-ის სიგრძეზეა გადაჭიმული, ამიტომ სანახავს
ნამდვილად იპოვით).

ვენეციის სასტუმროები

ვენეციაში სასტუმროების, აპარტამენტებისა და ჰოსტელების უზარმაზარი არჩევანია, ღამის გათევის ფასი კი 30 ევროდან 300 ევრომდე მერყეობს. იმისათვის, რომ არ შეცდეთ და იდეალური ვარიანტი შეარჩიოთ, რაიონის არჩევას დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. პირველ რიგში, მესტრე – ვენეციის კონტინენტალური დანამატია, სადაც განთავსების ფასები ტრადიციულად დაბალია. თუ არ გსურთ პარკირების საფასური ცალკე იხადოთ და თან ქალაქის შემოგარენიც მოინახულოთ – პადუა, ვერონა და სხვა ქალაქები, აქ უნდა დარჩეთ. მაგრამ მესტრეში მინუსებიც მოიძებნება: მესტრედან სან-მარკომდე ორი გზის მგზავრობის ღირებულება დიდი დანაზოგის გაკეთების საშუალებას არ მოგცემთ. თანაც არფერია უფრო ლამაზი ვიდრე საღამოს ვენეცია, როდესაც საექსკურსიო ჯგუფები ბოლოს და ბოლოს ტოვებენ ქალაქს.

Hotels ვენეცია: 3 stars

უშუალოდ
კუნძულებზე გაჩერება, რა თქმა უნდა, უფრო ძვირია, მაგრამ არა კრიტიკული. მაგალითად,
სან-მარკოსთან ნომრები ყველაზე ძვირი და მოუხერხებელიცაა – ზღვა ხალხი, რომელთა შორის
სასტუმროდან გამოსვილისთანავე აღმოჩნდებით, ასევე ქუჩის აურზაური მთელი დღის განმავლობაში
– ნამდვილად არ არის რომანტიკულად განწყობილი ტურისტების საუკეთესო თანამგზავრები.
გირჩევთ დაფიქრდეთ დორსოდუროს, კასტელოს და კანარეჯოს რაიონების შესახებ, სადაც მეტი
სიმშვიდე, ფასები შედარებით დაბალი და ნომერშიც მეტი სივრცეა. ზაფხულში კიდევ ერთი
კარგი ვარიანტია – კუნძული ლიდო, მაგრამ ცენტრიდან აქ მხოლოდ ვაპორეტოთი შეძლებთ მგზავრობას
დაახლოებით 10-15 წუთი. სამაგიეროდ დილა-საღამოს ადრიატიკის ზღვაში, პირველი კლასის
ქვიშიან პლაჟზე შეძლებთ ბანაობას.

რა დავაგემოვნოთ

პირველი
კლასის ზღვის პროდუქტები: მიდიები (კოცე), კრევეტები (გამბერი), რვაფეხები (პოლიპი)
ან მელანთევზი (სეპია). ზოგადად ვენეციაში მთავარი როლი თევზს ეკუთვნის – დორადო, სიბასი
და მსგავსი ქერცლიანები. ერთადერთი ნიუანსია: თევზის რესტორანში ორშაბათობით არ წახვიდეთ
– კვირაობით მეთევზეები ზღვაში არ გადიან, რაც ნიშნავს, რომ კერძები შაბათის ნათევზავებიდან
იქნება მომზადებული.

არასეზონზე,
ზამთარსა და გაზაფხულზე კალმარებისა და კრევეტების კერძებს გაყინული პროდუქტებისგან
ამზადებენ.

ვენეციაში
ბოსტნეულიც უყვართ, მაგრამ არა ნედლად – ადგილობრივი სალათები არც იმდენად კარგია,
მაგრამ საუზმეულის დაგემოვნება ნამდვილად ღირს. ომლეტი კარტოფილითა და ბოსტნეულით
(ფრიტატა), გოგრის შემწვარი ყვავილები (ფიორი დი ზუკა) და არტიშოკი (კარჩოფი). პირველ
კერძად შეგვიძლია გირჩიოთ ლეგენდარული თევზის წვნიანი (ზუპა დი პეშე) ან რიზოტო ზღვის
პროდუქტებით. ვენეციაში „თავიანთი“ სპაგეტიც აქვთ – ბიგოლი, სპაგეტის შედარებით მსხვილი
ვარიანტი. მაგრამც ვენეციური მაკარონის „სპეციალიტეტია“ – სპაგეტი მელანთევზის მელნით
(პარმეზანს არ აყრიან).

ნამდვილ
ადგილობრივ მაცხოვრებლად რომ იგრძნოთ თავი, საღამოს ღვინო ან ლუდი კი არა, „შპრიცი“
უნდა დალიოთ (spritz, ერთი ბოკალი 2-3 ევროდან). „შპრიცი“ მრავალნაირი არსებობს: შედარებით
მაგარი, ტკბილი, მწარე და ა.შ. – გირჩევთ ყველა დააგემოვნოთ!

ვენეცია
​​ბავშვებისთვის

ვენეციაში
პატარა ბავშვებთან ერთად მგზავრობა არ არის ადვილი: ეტლით გადაადგილება მოუხერხებელია,
რადგან გარშემო უამრავი ტურისტია, ხოლო პარკები და საბავშვო მოედნები პრაქტიკულად არ
არის (პრაქტიკულად, არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ არის: მოგონებების პარკში, Parco
delle Rimembranze, საბავშვო მოედნებია, მაგრამ პარკი კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში
მდებარეობს, რაც ცენტრიდან მოშორებითაა). მაგრამ მეტ-ნაკლებად მოზრდილ ბავშვებთან ერთად
მოგზარობა – უფრო სასიამოვნოა. მათთვის ყველაზე საინეტერესო გონდოლით გასეირნება იქნება,
მაგრამ თუ ეს ბავშვის, ან თუნდაც საკუთარი თავის, გართობის ძალიან ძვირადღირებული საშუალებაა,
აუცილებლად გაისეირნეთ #1 ვაპორეტოთი, რომელიც მთელ გრანდ-კანალზე მოძრაობს და მომხიბლავ
სახლებს ჩაუვლის გვერდით.

ბავშვებს
მოეწონებათ უჩვეულო ნავების მოძებნა მშობლების მიერ წინასწარ მომზადებული საკონტროლო
სიის მიხედვით: ნავი-ნაგავმზიდი, ნავი-სასწრაფო დახმარება, ნავი-სახანძრო და ქალაქის
სხვა მსგავსი სამსახურები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ნავებით გადაადგილდებიან. განსაკუთრებულ
აღფრთოვანებას იწვევს „ნავი-კოკა-კოლა“, რომელიც თავად მიხვდებით თუ რომელ სასმელს
აწვდის მაღაზიებსა და რესტორნებს.

თუ საკმარისი
დრო გექნებათ, შეგიძლიათ კუნძულ მურანოზე გაემგზავროთ, სადაც ერთ-ერთ სახელოსონში მინამბერის
სამუშაო პროცესს იხილავთ. სამახსოვროდ სუვენირის შეძენიდან თავის შეკავება შეუძლებელია.
ასევე შეუძლებელია არ ახვიდეთ ლიფტით კამპანილეზე, რომელიც სან-მარკოს მოედანზე მდებარეობს.
თვალწარმტაცი ხედები და თავბრუდამხვევი სიმაღლე – ღირსეული ჯილდოა ბავშვებისთვის მრავალ
საათიანი ექსკურსიების სანაცვლოდ, ისევე როგორც საოცარი იტალიური ნაყინი.

კულტურული
თვალსაზრისით ყურადღება უნდა მიაქციოთ გემთმშენებლობის მუზეუმსა და არსენალს, სადაც
გემებისა და უძველესი კარაველების საოცარი მაკეტებია დაცული, ან ერთ-ერთ საკარნავალო
სახელოსნოს ეწვიოთ, სადაც ნიღბები მზადდება. დაბოლოს, ბავშვებისთვის კიდევ ერთი საინტერესო
თამაში იქნება ფრთიანი ლომის პოვნა – ვენეციის თავისებური თილისმა და სიმბოლო. სახლების
ფასადებზე, ქუჩის მოვაჭრეების მაისურებზე, კარის ღიობების თავზე და ფეხქვეშ, – ეს პერსონაჟი
ყველგანაა, სადაც კი თავს მიაბრუნებთ. გაიმარჯვებს ის, ვინც ლომების უფრო მეტ რაოდენობას
იპოვის.

ცუდ
ამინდში რამდენიმე საათი შეგიძლიათ გაატაროთ ლორენცო ბეტინის სახელობის ბიბლიოთეკაში,
რომელიც სან მარკოს მახლობლად მდებარეობს. სამაგიდო თამაშები სხვადასხვა ენაზე, უამრავი
ილუსტრირებული ალბომი და წიგნი ინგლისურ ენაზე და ცალკე დარბაზიც კი ყველაზე პატარებისთვის
– 0-დან 4 წლამდე. თუ 3-6 წლის ბავშვი ინგლისურად მეტ-ნაკლებად საუბრობს ან თავისუფლად
დარჩება მრავალენოვანი ბავშვების ჯგუფში უამრავი სათამაშოს გარემოცვაში, შეგიძლიათ
მაკიეტას სახლში წაიყვანოთ (Casa Macchietta), სადაც 5 ევროს საფასურად ისინი გამოცდილი
პედაგოგების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან 2 საათის განმავლობაში.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze