აგვისტოში ევროპის საჰაერო სივრცეში განხორციელებული ფრენების რაოდენობამ, EUROCONTROL-ის პროგნოზს გადააჭარბა. პანდემიამდე არსებულ პერიოდთან შედარებით ფრენების 71%-ი აღდგა, რაც 2%-ით EUROCONTROL-ის პროგნოზით იყო მოსალოდნელი. 
EUROCONTROL-ის დირექტორი ეამონ ბრენანი იმედოვნებს, რომ მზარდი დინამიკა მომავალშიც გაგრძლდება. 
არსებული ზრდა ქვეყნების მიერ შეზღუდვების დროზე ადრე შემსუბუქებამ გამოიწვია. 
აგვისტოს მონაცემებით, Ryanair ყველაზე დატვირთული ავიაკომპანიაა, რომელიც დღეში საშუალოდ 2,318 რეისს ასრულებს და მხოლოდ 12%-ი აკლია პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან დასაბრუნებლად. 
მეორე ადგილზეა Turkish Airlines-ი დღეში 1322 ფრენა, მესამე ადგილზეა EasyJet​-ი 1186 რეისით, Air France – 899 რეისით და Lufthansa – 812 რეისით.

ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით დეკემბერში ფრენების 79% აღდგება.

წყარო: https://avianews.ge/qhvelaze-optimisturi-stsenaris-mikhedvith-dekembershi-phrenebis-79-aghdgeba/

Facebook კომენტარები