ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air-ი 1-ლი დეკემბრიდან საკუთარუ ეკიპაჟისთვის COVID-ვაქცინაციას სავალდებულოს ხდის. გამონაკლის შემთხვევებში, რეგულარული ანტიგენის/PCR ტესტირება.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ Wizz Air-ი სოციალურად პასუხისმგებლიანი ავიაკომპანიაა, რომელიც ვალდებულებას იღებს დაიცვას როგორც მგზავრების, ასევე ეკიპაჟის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ასევე, აღნიშნული პოლიტიკა გრძელვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს შეუფერხებელ და უწყვეტ ფრენებს.

კველევის მიხედვით, ვაქცინა COVID-19–ისგან დაცვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ფორმაა, სწორედ ამიტომ, Wizz Air-ის ეკიპაჟისთვის სავალდებულო გახდება COVID-19 ვაქცინაცია. ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, რეგულარული ანტიგენის/PCR ტესტირება. პანდემიის დაწყებისთანავე, Wizz Air–მა პირველმა დანერგა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მკაცრი ზომები, როგორც მგზავრების, ასევე ეკიპაჟების დასაცავად. რაც გულისხმობს მაქსიმალურად დაცულ სანიტარულ პირობებს და ფიზიკურ დისტანცირებას. პანდემიის მიმდინარეობასთან ერთად, Wizz Air პირველი ევროპული ავიაკომპანიაა, რომელიც ახალი პოლიტიკით კიდევ უფრო აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს. აღნიშნული სიახლე Wizz Air–ის ბაზებზე ადგილობრივ ხელისუფლებასა და ჯანდაცვის ინსტიტუტებთან თანამშრომლობით დაინერგება.

მთავრობები ქვეყანაში შესვლის უფლებისთვის სულ უფრო და უფრო მკაცრად ითხოვენ ეკიპაჟის ვაქცინაციას. რადგან სრულად ვაქცინირებლი ეკიპაჟი გადამწყვეტ როლს თამაშობს ვირუსის გავრცელების შეფერხებაში.

“Wizz Air– ში ჩვენი პრიორიტეტია მგზავრებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ჩვენ ვალდებული ვართ შევამციროთ ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების ინფიცირების რისკები, ამაში კი ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს”, აცხადებს Wizz Air Group– ის აღმასრულებელი დირექტორი ჯოზეფ ვარდი.

წყარო: https://avianews.ge/wizz-air-is-ekipazhisthvis-vaqtsinatsia-savaldebulo-gakhdeba/

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze