ამაყი, საკუთარ თავზე შეყვარებული, ფეთქებადი, უნიჭოებითა და გენიოსებით აღსავსე, რომელიც თავს შეგაყვარებს და თავად შეყვარებულია, რომელიც დამღლელი და დაღლილია… ყველაფერი ეს ბარსელონაა, არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. ბარსელონა – ეს არის დიდი ქალაქი ზღვით, დალის გიჟური ენერგია, გაუდის შეშლილი არქიტექტურა, ველოტრაფიკის აქტიური მოძრაობა, საოცარი წვეულებები და ულევი სანგრია. ნამდვილი სიგიჟე იქნებოდა კატალონიის დედაქალაქის შესახებ შესავალში  მისი ღირსშესანიშნაობების თუნდაც ნაწილის ჩამოთვლა დაგვეწყო:  ისინი აქ ყოველ ნაბიჯზე გხვდება, ძველი რომაული ნავსადგური  ისტორიით სუნთქავს, ყოველი ქვა თავის ლეგენდას გიამბობთ, ხოლო  ყველა თანამედროვე ძეგლი კი ჰიმნს და ოდას იმსახურებს. ერთი სიტყვით, ბარსელონა – ხელოვნების ქალაქია. აქ თუ ცუდ ხასიათზე, დაღლილი და დაქანცული ჩამოხვალთ, სიყვარულის ქალაქს  ისეთი შემოქმედებითი ენერგიით, მზით, ძალებითა და კარგი განწყობით აღსავსე დატოვებთ, რომ მესაზღვრეები აეროპორტში ეჭვის თვალით შეგხედავენ. ბარსელონის ბრწყინვალება კიდევ დიდხანს დარჩება თქვენთან და თქვენს მყუდრო საღამოებს ხმელთაშუა ზღვის საიდუმლეობით  გაანათებს.

როგორ ვიმგზავროთ ბარსელონამდე

ბარსელონაში ფრენა საკმაოდ მოხერხებული და ბიუჯეტურია. პირდაპირი რეისები ბარსელონის აეროპორტ ელ პრატის მიმართულებით, სრულდება როგორც ქუთაისის აეროპორტიდან ასევე თბილისის აეროპორტიდან. თბილისიდან დაფრინავს Georgian Airways – საქართველოს ავიახაზები, ხოლო ქუთაისიდან ბიუჯეტურ ფრენებს ახორციელებს უნგრული დაბალ ბიუჯეტიანი კომპანია ვიზეარი.

თბილისის აეროპორტიდან ასევე სრულდება ტრანზიტული რეისები, მრავალი ევროპული და თურქული ქალაქების გავლით, ჩამოგითვლით რამოდენიმეს: სტამბული, კიევი, ვარშავა, რიგა, პარიზი, ამსტერდამი, მოსკოვი და ასე შემდეგ.

გამოიყენეთ ჩვენი იაფი ავიაბილეთების კალენდარი.

ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ბარსელონა, წლის განმავლობაში

ბარსელონ რაიონები

ბარსელონა 10 ადმინისტრაციულ რაიონად იყოფა. ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობა სამ
მათგანშია თავმოყრილი:
ძველ ქალაქში (იგივე გოთიკური კვარტალი), რომელიც კატალონიის დედაქალაქის ისტორიული ცენტრია; ეშამპლეში ანუ ახალ ქალაქში, რომელიც მე-19 საუკუნეშია აშენებული და გაუდის ძირითადი ნამუშევრების
დემონსტრირებას ახდენს, და მონჟუიკის რაიონში, რომელიც იმავე სახელწოდების გორაკის
ფერდობზე მდებარეობს. ყველაზე საინტერესო ადგილებისა და ამავდროულად მუზეუმების
მონახულება ერთ დღეში შეუძლებელია. გირჩევთ აქ ერთი კვირით ჩამოხვიდეთ.

ქალაქის გულიკატალონიის მოედანია, საიდანაც ზღვის მხარეს მთავარი საფეხმავლო ქუჩა  და თან ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა იწყება – ლა რამბლა. ეს არის ბულვარი ორ უბანს – გოთიკურსა და რავალის შორის საზღვარი. ცენტრალურ მოედანთან თავმოყრილია მრავალი ღირსშესანიშნაობა: კოლუმბის ძეგლი და შუასაუკუნეების გემთსაშენი ვერფები დრასანესი (ამჟამად საზღვაო მუზეუმი), ბარსელონის საგამოფენო ცენტრი, ეროვნული სასახლე, მარსეტის სასახლე.

თუ დრო გაქვთ, გირჩევთ ბარსელონელი მხატვრებისა და
სტუდენტების თავშეყრის ადგილზე – გრასიას ატმოსფერულ უბანშიც შეიხედოთ. ეს უბანი
მკვეთრად განსხვავდება დანარჩენი ბარსელონისგან ვიწრო ქუჩების ქაოტური
დაგეგმარებითა და უამრავი მყუდრო ადგილით, სადაც დასვენებას შეძლებთ. გუელის
ცნობილი პარკი გრასიას ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს; გარდა ამისა, ეს უბანი
ქალაქის ყოველწლიური ფესტივალი „ფიესტა მაჯორის“ წყალობითაა ცნობილი, რომელიც
აგვისტოს ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმართება.

ტრანსპორტი

ბარსელონის АТМ
საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთო სისტემაში შედის მეტრო, ავტობუსი, ტრამვაი, საქალაქო მატარებელი Rodalies (RENFE) და FGC მატარებელი. ტურისტული მარშრუტების უმრავლესობისთვის მეტრო სავსებით საკმარისია. თუმცა თუ АТМ საერთო სამგზავრო ბილეთს
შეიძენთ, ყველა ზემოჩამოთვლილი ტრანსპორტით სარგებლობას შეძლებთ
ბილეთზე მითითებული სატარიფო ზონის ფარგლებში. სინამდვილეში ეს სამგზავრო ბილეთი არა
მარტო ფულს, არამედ ნერვებსაც დაგიზოგავთ, რადგან ბარსელონის მხოლოდ მატარებლების სისტემაში
 დაბნევა სულაც არ არის რთული.

მეტრო

ბარსელონაში
მეტროთი გადაადგილება ძალიან მოსახერხებელია. მეტრო 5:00 საათზე იხსნება და 24:00 საათზე იკეტება, პარასკევს კი – 2:00 საათზე, შაბათს დილიდან – კვირას 00:00 საათამდე უწყვეტად მუშაობს. სტუმრებისთვის
ერთადერთი მოუხერხებლობა ისაა, რომ ხაზების უმრავლესობას კომპანია ТМВ განაგებს, ხოლო 6,7 და 8 ხაზები FGC-ს მფლობელობაშია, სხვადასხვა კომპანიების ხაზებს შორის გადაჯდომისას  თავიდან
უნდა გაიროთ ტურნიკეტი და დამატებითი საფასური
გადაიხადოთ, იმ
შემთხვევაში, თუ საერთო სამგზავრო ბილეთით არ
სარგებლობთ.

მგზავრობის ღირებულება ერთი მიმართულებით 2,15 ევროს შეადგენს, ასე რომ, ტურისტისთვის უფრო
ხელსაყრელია 10 მგზავრობის ბილეთის (Т-10) შეძენა 11,55 ევროდ 1
სატარიფო ზონისთვის, რომელშიც ღირსშესანიშნაობათა
უმრავლესობაა თავმოყრილი.
ამ ბილეთის გამოყენება ასევე
შეგიძლიათ ავტობუსში, ტრამვაიში, კატალონიის რკინიგზაზე FGC და RENFE-ს ძირითად მატარებლებზე. ასევე მოსახერხებელია 2-5 დღიანი ერთიანი სამგზავრო ბილეთები, რომლებიც შეუზღუდავი რაოდენობის გადაადგილებას მოიცავს მეტროსა და
ავტობუსზე და 12 ევრო ღირს. ფასები ვებ-გვერდზე
მოცემულია 2018 წლის სექტემბრის მდგომარეობით.

T-10 და T-50/30 ტიპის
სამგზავრო ბილეთები  ერთი მგზავრობის
ფარგლებში გადაჯდომისთვის შეზღუდულ დროს გულისხმობს. მაგალითად, სატარიფო ზონაში
ერთ გადაჯდომად ითვლება ტრანსპორტის შეცვლა ბილეთის გააქტიურების შემდეგ 1 საათისა
და 15 წუთის განმავლობაში: შემდეგ ეს ახალ მგზავრობად ითვლება.

საქალაქო მატარებელი

მეტროს გარდა ბარსელონაში რკინიგზის ტრანსპორტის სხვა სახეობებიცაა. ზოგჯერ ეს
დამაბნეველია, რადგან ისინი
ხშირად მეტროს სადგურებსაც იყენებენ, თუმცა მეტროს სისტემას არ ეხება. ასეთი სადგურები შესასვლელში აღნიშნულია არა ასო М-ით, არამედ მმართველი კომპანიების ლოგოტიპებით – FGC ან Rodalies. მათი გამოყენება აზრს იძენს არა იმდენად ქალაქის
შესასწავლად, რამდენადაც უფრო შემოგარენში სამოგზაუროდ. მაგალითად, სანაპირო რკინიგზის ხაზი, რომელიც
მრავალი საკურორტო გარეუბნის გავლით ბლანესამდე მიდის (სატარიფო ზონა 6), კომპანია
Rodalies ეკუთვნის.

საქალაქო ტრანსპორტის სხვა სახეობები

ბარსელონაში 6 საკმაოდ გრძელი ტრამვაის ხაზია. ისინი თითქმის მეტროს გრაფიკით მუშაობენ, უფრო სწრაფია და ერთ გაჩერებას საშუალოდ
რამდენიმე წუთში გადიან.
ავტობუსებთან დაკავშირებით საქმე უფრო რთულადაა: მათი განრიგი კვირის დღეზეა დამოკიდებული, მარშრუტი ბევრია და საკმაოდ დამაბნეველი. ამასთან, გაჩერებაზე ავტობუსს
ხელი უნდა დაუქნიოთ და ისე გააჩეროთ,
ხოლო
თუ ჩასვლა გსურთ, ღილაკის მიჭერით გააჩეროთ. მიუხედავად იმისა, რომ
ბევრ მათგანში ტაბლოა განთავსებული გაჩერების ნომრების მითითებით, ბარსელონის ავტობუსების
სარგებლობისთვის ტურისტების ვურჩევთ შესაბამისი მობილური აპლიკაცია გადმოიწერონ. საერთო ჯამში, ავტობუსები მუშაობას 5:30 საათზე იწყებენ და 22:30 საათზე ასრულებენ, თუმცა
რამდენიმე ღამის ავტობუსიც მოძრაობს.
მეტროს, ავტობუსისა და ტრამვაის მგზავრობის ღირებულება ერთი და იგივეა.

ტაქსი

ბარსელონაში ტაქსის პოვნა არ გაგიჭირდებათ: ეს
შავ-ყვითელი ფერის ავტომობილები
თითქმის ყველგანაა. ქალაქში მოძრაობის  4 ტარიფი
მოქმედებს, რაც დღის მონაკვეთსა და
კვირის დღეზეა დამოკიდებული. საწყისი ღირებულება დაახლოებით 2,5
ევროს
შეადგენს (წინასწარ შეკვეთილი ტაქსისთვის უფრო მეტია). შემდგომი მგზავრობის ღირებულება  მრიცხველით გამოითვლება 1,30 ევროს
ოდენობით.  ბარსელონის ტაქსის მძღოლების
უმრავლესობა პატიოსანია, მაგრამ სრულად რომ დარწმუნდეთ, ჩასხდომისთანავე შეგიძლიათ
გააფრთხილოთ, რომ ქვითარი დაგჭირდებათ. აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტაქსი
35-40 ევრო დაგიჯდებათ.

ველოსიპედი

ბარსელონაში ველოსიპედის ქირაობა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან შეგიძლიათ (ქალაქში მოქმედებს ველოსისტემა Barcelona Bicing, მაგრამ ტურისტებისთვის ხელმიუწვდომელია). ფასები განსხვავებულია მდებარეობის, ველოსიპედის ტიპისა და ქირაობის პირობების მიხედვით, საშუალოდ კი დღეში 9 ევროდ იქირავებთ. ასევე შეგიძლიათ
იქირავოთ ელექტროველოსიპედი 16 ევროს საფასურად. ზოგიერთი კომპანია ქალაქის
ცენტრში ველოექსკურსიებს უწევს ორგანიზებას, რომლებიც 3-4 საათი გრძელდება და
40-50 ევრო ღირს.

ტურისტული ავტობუსი

ქალაქის,
მისი არქიტექტურისა და უბნების
დათვალიერებისა
და გაცნობის საუკეთესო შანსს, სავარაუდოდ,  ტურისტული ავტობუსი იძლევა. 1 ან 2 დღიანი ბილეთის
შეძენით (27 და 38 ევრო) ტურისტი შეუზღუდავი
რაოდენობით მგზავრობის შესაძლებლობას იღებს 9:00-დან 20:00 საათამდე სამი მარშრუტით, რომლებიც პრაქტიკულად მთელ ბარსელონას მოიცავს – მონჟუიკიდან
ოლიმპიურ ნავსადგურამდე და ტიბიდაბოდან ძველ ქალაქამდე. ავტობუსი  ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობებთან
ჩერდება (ეროვნული სასახლე, საგრადა-ფამილია,  ფონდი მირო და ა.შ.), სადაც შეგიძლიათ მთელი
დღის (ან ორი დღის) განმავლობაში მიხვიდეთ და ავტობუსით იმდენჯერ იმგზავროთ,
რამდენჯერაც მოგესურვებათ. ავტობუსი 5-10 წუთის სიხშირით მოძრაობს. გარდა ამისა,
მოგზაურობის დროს შეგიძლიათ აუდიოგიდს მოუსმინოთ რუსულ ენაზე უფასო ყურსასმენების
მეშვეობით, რომელიც ასევე  ბილეთის
შეძენისას გაიცემა (რომ არ ჩავთვალოთ ბარათები და ფასდაკლები მუზეუმებსა და
რესტორნებში).

კავშირი და WiFi

2010 წლიდან
ბარსელონაში ქალაქის
უფასო Wi-Fi სისტემის
აქტიური განვითარება
დაიწყო, რაც ტურისტებისთვის შვების მომტანი
აღმოჩნდა.
დღეს პრაქტიკულად  მთელ ძველ ქალაქშია
განთავსებული წვდომის წერტილები, მეზობელ უბნებშიც კი საკმაოდ ბევრია. წვდომის წერტილები აღნიშნულია არა ზოგადად მიღებული Wi-Fi ნიშნით, არამედ W ასოთი აღნიშნული
ლურჯი ნიშნებით. თუმცა ამ სისტემაში,
ყველაფერი როდია ისე იდეალური, როგორც ჩვენ გვსურს: ზოგიერთი წერტილი საერთოდ არ არის აღნიშნული, ზოგიერთ როუტერს სტაბილურად თიშავენ
უმუშევარ მდგომარეობაში, მუშა მდგომარეობაში მყოფი კი 256 კბაიტი/წ იძლევა და
ისიც, თუ თქვენი მეზობელი არ იყენებს. გარდა ამისა, ქალაქის Wi-Fi ღამით არ მუშაობს.

ბარსელონის სასტუმროები

ბარსელონაში სხვადასხვა ვარსკვლავების მფლობელი
რამდენიმე ასეული სასტუმროა აშენებული: ლუქს კლასის ძვირადღირებული სასტუმროებიდან
დაწყებული საკმაოდ დემოკრატიული Bed & Breakfast-ის სისტემის მქონე  (საწოლი და საუზმე) სასტუმროებით დამთავრებული.
ასევე ხელმისაწვდომია ბინები, ჰოსტელები და კემპინგები. მაგრამ მიუხედავად ამისა,
მაღალ სეზონზე ნებისმიერი განთავსების ვარიანტი წინასწარ, რაც შეიძლება ადრე, უნდა
დაჯავშნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველგვარი არჩევანის გარეშე შეიძლება დარჩეთ.

ბარსელონა დიდი ქალაქია და სასტუმროები ყველა
უბანშია განთავსებული. როგორც წესი, ყველაზე ძვირადღირებული ცენტრში, რამბლასთან,
გრასიას ბულვართან, კატალონიის მოედანთან მდებარეობს. ნომერი ასეთ
„ხუთვარსკვლავიანში“ დაახლოებით 150 ევრო ღირს და ეს ზედა ზღვარზე უფრო, ქვედა
ზღვარია.  თუ ბიუჯეტურად დასვენებას
გეგმავთ, აუცილებლად შეამოწმეთ რუკაზე სასტუმროს ადგილმდებარეობა:  ძველ ქალაქში და ეშამპლეში საკმაოდ ბევრი იაფი
სასტუმრო მდებარეობს, მაგრამ ისინი ასევე ნავსადგურთან ახლოს და ბარიო-ჩინოშიც
მდებარეობს,  ხოლო ეს უბნები არცთუ ისე
სასიამოვნოა.

ბარსელონაში
Hostal უბრალოდ „სასტუმროს“ ნიშნავს და მას „alberg“-ს
უწოდებენ.

ბარსელონის სასტუმროების  ტოპ-სეგმენტის განმასხვავებელი ნიშანია უამრავი დიზაინ- და ბუტიკ-სასტუმრო. ბიუჯეტურ სეგმენტშიც არის თავისებურება: ჰოსტელების სიმრავლე, რომლებიც საჯარო და კერძო ჰოსტელებად იყოფა. ბარსელონის ჰოსტელის საერთო ნომერში მგზავრის განთავსების ღირებულება 15 ევროდან იწყება.

Hotels ბარსელონა: 0 stars

პლაჟები

როგორც ბარსელონაში, ისე მის ირგვლივ შესანიშნავი ქვიშიანი და კარგად აღჭურვილი პლაჟები არსებობს საშხაპე კაბინებით, ტუალეტებით, ბარებითა და რესტორნებით. საერთო ჯამში სანაპირო ზოლი 4 კმ-ზეა გადაჭიმული და 4 ძირითადი ზონისგან შედგება. ყველაზე პოპულარულია ბარსელონეტას უბნის პლაჟი, რომელზეც დასვენება როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ისე ქალაქის სტუმრებს უყვართ. შეზლონგის ქირაობა  10 ევრო ღირს, ქოლგის – 6 ევრო (ქოლგაში მოთავსებული ადამიანების რაოდენობის მიუხედავად). ბარსელონეტასგან ჩრდილოეთით (სანაპიროთი 10-15 წუთის ფეხით სავალ გზაზე) პლაჟის კლუბებია განთავსებული, სადაც დამატებით 2,30 ევროს გადახდით შეგიძლიათ გასახდელი ოთახითა და ნივთების შესანახი კამერით ისარგებლოთ.

პრაქტიკულად მთელი ზაფხული გვიან შემოდგომამდე, ბარსელონეტა დამსვენებლებით, მოვაჭრეებითა და ფილიპინელი მასაჟისტებითაა გადაჭედილი, ასე რომ ყველა მისი განვითარებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ამ სანაპიროზე არ არის საუკეთესო ადგილი მედიტაციური დასვენებისთვის.

შემდეგი სანაპიროა „იკარია“, რომელიც ფრენკ გერის მოდერნისტული ქანდაკების „თევზის“ უკან მდებარეობს.  მას მოჰყვება პლაჟი „მარ ბელია“, რომელიც არაოფიციალურად ნუდისტურად ითვლება – თუმცა აქ თავისუფლად ისვენებენ არა მხოლოდ ნატურიზმის მიმდევრები. და ბოლოს, ყველაზე მოშორებითაა პლაჟი „სიტჟესი“, რომელიც ქალაქის ფარგლებს გარეთ მდებარეობს და ბარსელონის Sants სადგურიდან მატარებლით ნახევარი საათის სავალზეა. ბარსელონის ირგვლივ შესანიშნავი პლაჟების მქონე უამრავი კურორტია.

რა დავაგემოვნოთ

ბარსელონის რესტორნებში  სრულიად
წარმოუდგენელი ზღვის ნობათის სიუხვეს შეხვდებით. ყველაზე ხშირად
შეხვდებით ვირთევზას, ანჩოუსს, მერლანგს, კამბალას და ზღვის ეშმაკს. ზღვის პროდუქტების
გარდა კატალონიელები  ხორცსაც აფასებენ, განსაკუთრებით ნახშირზე შემწვარს და
განსაკუთრებით
ღორის ხორცს. ისევე
როგორც ვალენსიაში, კატალონიაშიც  დიდ პატივს სცემენ ბრინჯს: ბრინჯი მწვანილით, ბრინჯი ხორცით, ბრინჯი თევზით ან მოლუსკებით. ყველაზე პოპულარული კერძია პაელია, რომელიც
წარმოშობით სულაც არ გახლავთ კატალონიიდან. მაგრამ „შავი
ბრინჯი“ მელანთევზით სწორედ, რომ კატალონიური კერძია.

საუზმეული „ტაპასის“ პოვნას ბარსელონის თითქმის ყველა დაწესებულებაში შეძლებთ, თუმცა ის ანდალუსიური კერძია (კატალონიურ ანალოგს „პინჩოსი“ ეწოდება). ხოლო ისეთი პოპულარული სასუსნავი, როგორიცაა შებოლილი „ჰამონი“, პიკანტური ძეხვი წითელი წიწაკით „ჩორიზო“ ან საოჯახო ღორის ძეხვი „ფუეტი“ თეთრი ობით, უმჯობესია მაღაზიებში შეიძინოთ. ნამდვილი კატალონიური სამზარეულო  მარტივი, უხეში კერძებიდანაც კი შედგება, რომლებიც საკმაოდ მძიმეა, მაგრამ თუ ეს არ გაშინებთ – დააგემოვნეთ ტრადიციული სოფლის ძეხვი „ბუტიფირა“ ცერცვით.

ბარსელონის ქუჩის ჯიხურებში ნაყინთან ერთად წარმატებით იყიდება ტრადიციული გამაგრილებელი სასმელი „ორჩატა“ – რძის მცენარეული ანალოგი, რომელსაც საკმაოდ სპეციფიკური გემო აქვს.

მოძებნეთ ავიაბილეთი თქვენთვის სასურველ პერიოდზე:

ასევე წაიკითხეთ:

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze