დღეიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში COVID-ბარათი განახლებული დიზაინით გაიცემა.
COVID-ბარათზე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი. ასევე, პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR კვლევის შესახებ ინფორმაცია, და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული.
COVID-ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა. დოკუმენტი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა; მომსახურების მიღება , ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი.
დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით უკლებლივ ყველა ფილიალში, უფასოდაა შესაძლებელი
წყარო: https://avianews.ge/dgheidan-iustitsiis-sakhlebsa-da-sazogadoebriv-tsentrebshi-covid-barathi-ganakhlebuli-dizainith-gaitsema/