ისრაელური ავიაკომპანია Israir Airlines-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს ანახლებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ​თბილისი-თელ ავივი-თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისები 14,19,23, და 30 სექტემბერს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

როგორც ცნობილია, Israir Airlines-ი სექტემბერში ბათუმის მიმართულებით 7 რეისს განახორციელებს. Israir Airlines-ი თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე ფრენებს 12,14,19,20,23,26 და 29 სექტემბერს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით, შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი” ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ” ქვეყნებში გადაიყვანა. როგორც საქართველოში ისრაელის საელჩო საელჩოში განმარტავენ, ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ საქართველოში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს).

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი” ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ” ქვეყნებში გადაიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის 1 სექტემბრიდან“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: https://avianews.ge/israir-airlines-i-thel-avividan-thbilisis-mimarthulebith-phrenebs-anakhlebs/

Facebook კომენტარები