​უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის ბაზაზე მეორე საჰაერო ხომალდის დაბრუნებას განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე განმარტებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე წელსვე იგეგმება ახალი ევროპული მიმართულებების დამატება.

“Wizz Air-ი ტოპ მენეჯმენტი, ჩვენი მოწვევით, საქართველოში იმყოფება.

მოლაპარაკების მთავარი საკითხები:

მიმდინარე წელსვე, ახალი ევროპული მიმართულებების დამატება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში;

მეორე ბაზირებული ბორტის დაბრუნება;

სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში და საერთო ძალისხმევით – ვფიქრობ, მალე ძალიან კარგი სიახლეებით გავაძლიერებთ ჩვენს ტურიზმის და ავიაციის სექტორებს”, წერს მარიამ ქვრივიშვილი.

წყარო: https://avianews.ge/mimarthulebebis-damatebis-paralelurad-wizz-air-i-quthaisis-bazaze-meore-sahaero-khomaldis-dabrunebas-ganikhilavs/

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze