უცნობმა პირებმა გაიტაცეს ქაბულის აეროპორტში მდგარი თვითმფრინავი, რომლითაც ავღანეთიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია უნდა განხორციელებულიყო. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ენინმა განაცხადა.

„ფაქტობრივად, ჩვენ თვითმფრინავი მოგვპარეს – უკრაინის მოქალაქეების ნაცვლად ამ თვითმფრინავით უცნობი პირები ირანში გაფრინდნენ. ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია კიდევ სამჯერ ვცადეთ, თუმცა მათ აეროპორტის ტერიტორიაზე მოხვედრა ვერ შეძლეს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მას შემდეგ, რაც ავღანეთში ძალაუფლება „თალიბანის“ ხელში გადავიდა, უკრაინამ თავისი მოქალაქეების ევაკუაცია სამი რეისით განახორციელა. ოფიციალური კიევის ცნობით, ამ დრომდე ავღანეთში უკრაინის 50 მოქალაქე რჩება.

წყარო: ImediNews.ge

წყარო: https://avianews.ge/utsnobma-pirebma-gaitatses-thvithmphrinavi-romelsats-qabulidan-ukrainis-moqalaqeebi-unda-gamoeqhvana/

Facebook კომენტარები