კომპანია “ავიაქსელი” გაყიდვების მაჩვენებლებით, სააგენტოებს შორის, კვლავ ლიდერია. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, “ავიაქსელმა” მოახერხა და მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საკუთარი 2019 წლის გაყიდვების მაჩვენებლებიც გააუმჯობესა. ​

“ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ 2021წლის პირველი 7 თვის მონაცემების მიხედვით “ავიაქსელი” კვლავ პირველ ადგილზეა მთელი საქართველოს მასშტაბით, სააგენტოებს შორის გაყიდვების მაჩვენებლით რაც 2019 წლის 12 თვის, ჩვენივე გაყიდვების მაჩვენებელსაც კი უსწრებს

რაც იმას ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი გვენდობა და ირჩევს სწორედ “ავიაქსელს” კომფორტული მგზავრობისა და დასვენებისთვის

ეს კი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის და გპირდებით, რომ კიდევ უფრო მეტ სიახლეს შემოგთავაზებთ უახლოეს პერიოდში”, აღნიშნულია “ავიაქსელის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

წყარო: https://avianews.ge/aviaqseli-gaqhidvebis-machveneblebith-saagentoebs-shoris-kvlav-lideria/

Facebook კომენტარები