კიოტო იყო იაპონიის დედაქალქი ათას წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, იქცა რა ამასობაში იაპონური ხელოვნების, კულტურის, რელიგიისა და აზრის საუკეთესო მიღწევათა საცავად. შემოღუნული სახურავების მქონე პავილიონები აირეკლება აქ გუბურების წყნარი ზედაპირიდან, ფიჭვნარი წესიერად ხარობს, თითქოს პირდაპირ კლდეზე იზრდებაო, ხოლო ღირშესანიშნაობები საკმარისი იქნება არა ერთი აღმოსავლური ქვეყნისათვის. ამას გარდა, კიოტო – გამორჩეულად ურბანისტული, ცოცხალი და ახალგაზრდული ქალაქია გასართობების სიმრავლით.

როგორ ჩავაღწიოთ

უახლოესი აეროპორტი მდებარეობს ოსაკაში, საიდანაც კიოტომდე ხდება მატარებლებისა (ყოველ ნახევარ საათში, სულ, გზაში 1,5 საათი) და ავტობუსების (სამჯერ ყოველ საათში, მგზავრობის ხანგრძლივობა – დაახლოებით 1 საათი) კურსირება. ტოკიოდან კიოტომდე შეიძელბა ჩასვლა ჩქაროსნული მატარებლით „სინკანსენე“ სულ რაღაც 2 საათსა და 15 წუთში. კიდევ ერთი ვარიანტი – მატარებლები Hikari და Kodama (გზაში 3 საათზე ოდნავ ნაკლები დრო). ტოკიოდან და ქვეყნის სხვა მსხვილი ქალაქებიდან კიოტომდე, ასევე, მოძრაობს უმრავი ექსპრეს–ავტობუსი.

ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ტოკიო, წლის განმავლობაში

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
17 ოქტ 202130 ოქტ 20211 გადაჯდომაშეძენა: 2 668 -დან

კიოტოს ისტორია

არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, იაპონურ
კუნძულებზე პირველმოსახლეობა თარიღდება ჩვ.წ.აღ–მდე 1000 წლით, თუმცა ა ოლქში
ადამიანის საქმიანობის შესახებ მეტად ცოტა რამ არის ცნობილი ჩვ.წ.აღ–ით მე–6
საუკუნემდე – სწორედ ამ პერიოდში, როგორც მიიჩნევენ მეცნიერები, კიოტოში დაარსებულ
იქნა ტაძარი კამომიოია (ან ტაძარი სიმოგამო).

მე–8 საუკუნეში, პოლიტიკურ საქმეებში ძლევამოსილი ბუდისტი ბერების მონაწილეობის მიღების შემდეგ, იმპერატორმა გადაწყვიტა დედაქალაქის გადატანა სხვა, ბერების გავლენისგან თავისუფალ ადგილას. ასე შეარჩია იმპერატორმა კამუმ იმ დროს პროვინცია იამასიროს რაიონ კადონოში განთვსებული სოფელი უდა. 794 წელს იმპერატორის სასახლის რეზიდენციად ახალი ქალაქი ხდება, ხეიან–კიო, რომელიც განლაგებული იყო თანამედროვე კიოტოს ადგილას და წარმოადგენდა ჩანან პერიოდის ჩინური დედაქალაქი ტან–ის მაშტაბურ ასლს.

იმის მიუხედავად, რომ სამურაელი მმართველები ქმნიდნენ საკუთარ მთავრობებს, როგორც კიოტოში (სასიოგუნე მურომატი), ასევე, სხვა ქალაქებში, როგორიცაა კამაკურა (სასიოგუნე კამაკურა) და ედო (სასიოგუნე ტოკუგავა), კიოტო რჩებოდა იაპონიის დედაქალაქად 1869 წელს, საიმპერატორო სასახლის ედოში (დღევანდელი ტოკიო) გადასვლამდე.

კიოტო მეტად დაზარალდა ონინის დროინდელი ომების შედეგად (1467—1477 წწ) და ვეღარ შეძლო თავისი ყოფილი ძლევამოსილების აღდგენა მე–16 საუკუნის შუა ხანებამდე. ტოიოტომი ხიდეიოსი აწარმოებს ქალაქის აღსადგენ სამუშაოებს – გაყავთ ახალი ქუჩები, აღიმართება კედლები, ხოლო ტაძრების კონცენტრირება ხდება კიოტოს ცენტრალურ ნაწილში. ედოს მთელი პერიოდის განმავლობაში კიოტოს ეკონომიკა ყვავის და ქალაქი იაპონიაში ერთერთი სამი უმსხვილესთაგანი ხდება.

ქალაქის ეკონომიკამ დაიწყო შესუსტება 1864 წლის ინციდენტის დროს, ხამაგურის კარიბჭესთან, როცა ხანძარში დაიწვა 28 ათასი სახლი და შემდგომ, 1869 წელს იაპონიის დედაქალაქის ედოში გადასვლით. თანამედროვე კიოტოს დაარსების თარიღად ითვლება 1889 წლის 1 აპრილი.

ასევე წაიკითხეთ:

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze