იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები COVID-ბარათების გაცემას იწყებენ. მომხმარებელს COVID-ბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით, ყველა ფილიალში შეეძლება. COVID-ბარათზე, პირისთვის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები იქნება დატანილი, რომელიც იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმდება.
COVID-ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს, COVID-ბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.
წყარო: https://avianews.ge/iustitsiis-sakhlebi-da-sazogadoebrivi-tsentrebi-covid-barathebis-gatsemas-itsqheben/