1000 წლის წინ დაარსებულმა ოსლომ დედაქალაქის სტატუსი მხოლოდ 1905 წელს ნორვეგიის სამეფოს აღდგენის შემდეგ მიიღო. მისი ტერიტორიის სამი მეოთხედი – ნამდვილი „ქალაქის შემოგარენია“: ტყეები, ტბები, კუნძულები – გეოგრაფიული ცენტრიც კი უზარმაზარი ტყის მასივში მდებარეობს. ოსლო ერთადერთი დედაქალაქია მსოფლიოში, სადაც ზამთარში შეგიძლიათ თხილამურებით ისრიალოთ, ზაფხულში კი ზღვაში იბანაოთ და პლაჟზე დაისვენოთ.

ამასთან, ოსლოში ათეულობით გალერეა, დაახლოებით 50 მუზეუმი და
უჩვეულოდ მდიდარი კულტურული ცხოვრებაა. ყოველი სტუმარი აქ საკუთარ ოსლოს იპოვის.
ვიღაც – სამეფოს დედაქალაქს, რომელსაც ყველასათვის საყვარელი მეფე და დედოფალი
მართავს, ვიღაც კი – თანამედროვე ხელოვნების ქალაქს, სადაც ყველაზე გამბედავი
არქიტექტურული პროექტები ხორციელდება, როგორიცაა ოპერის თეატრის ფუტურისტული
შენობა, რომელიც ოსლო-ფიორდის სანაპიროზე დამჯდარ უცხოპლანეტელთა ხომალდს ჰგავს.

როგორ ჩავიდეთ ოსლოში

საქართველოდან ოსლოში მოსახვედრათ ყველაზე კარგი ვარიანტია ფრენა. პირდაპირი რეისები საქართველოს აეროპორტიდან არ ხორციელდება. თბილისიდან ტრანზიტული რეისები სრულდება სტამბულის, კიევის, მოსკოვის, ვარშავის ან რიგის გავლით. ძირითადად ოსლოში დაფრინავენ შემდეგი ავიაკომპანიები: თურქეთის ავიახაზები, უკრაინის ავიახაზები, აეროფლოტი, ლოტი, ეარბალტიკი. საშუალო ფრენის ხანგრძლივობა 6-9 საათს შეადგენს. ქუთაისის აეროპორტიდან ოსლოს მიმართულებით ტრანზიტული ფრენები არ ხორციელდება. შეგიძლიათ ცალკე ბილთი შეიძინოთ რომელიმე ევროპული დედაქალაქის მიმართულებით და შემდეგ იქიდან ცალკე ავიაბილეთით გაფრინდეთ ოსლოში. ბათუმის აეროპორტიდან რეისებს ოსლოში მხოლოდ თურქეთის ავიახაზები ასრულებს.

იაფი ორმხრივი ავიაბილეთები თბილისი-დან ოსლო-ში

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 აგვ 202127 აგვ 2021პირდაპირი924 -დან
21 აგვ 202127 აგვ 20212 გადაჯდომა974 -დან
21 აგვ 202127 აგვ 20211 გადაჯდომა1 135 -დან

ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ოსლო, წლის განმავლობაში

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 აგვ 202128 აგვ 20211 გადაჯდომაშეძენა: 924 -დან

იაფი ორმხრივი ავიაბილეთები ქუთაისი-დან ოსლო-ში

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 აგვ 202126 აგვ 2021პირდაპირი793 -დან
19 აგვ 202128 აგვ 20212 გადაჯდომა833 -დან
19 აგვ 202128 აგვ 202131 347 -დან

ტრანსპორტი

მეტროს, ავტობუსის, ტრამვაის და საბორნე მარშრუტები მთელ ქალაქს ფარავს და საშუალებას მოგცემთ მის ნებისმიერ წერტილში სწრაფად მოხვდეთ. ყველგან ერთიანი ბილეთი მოქმედებს, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთების ავტომატებში, 7/11 ქსელურ მაღაზიებში, სპეციალიზებულ და გაზეთების კიოსკებში. ერთსაათიანი ბილეთი 35 NOK ღირს (მძღოლთან შეძენის შემთხვევაში 55 NOK), 24-საათიანი – 105 NOK, ერთკვირიანი – 249 NOK. ბავშვებისა (4-15 წლის ასაკის) და პენსიონერებისთვის (67 წელზე მეტი ასაკის) ბილეთის საფასური 2-ჯერ დაბალია. ფასები ვებ-გვერდზე მითითებულია 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით.

უბილეთო მგზავრობის შემთხვევაში ჯარიმა 750-900 NOK
შეადგენს.

ორსართულიანი საექსკურსიო ავტობუსი City Sightseeing Oslo (ოფიციალური ვებ-გვერდი ინგლისურ ენაზე) აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით 9:30 საათიდან 17:00 საათამდე წრიული მარშრუტით მოძრაობს და ნორვეგიის დედაქალაქის ყველაზე საინტერესო ადგილებში 18 გაჩერებას აკეთებს. მოძრაობის ინტერვალი 30 წუთია, მოზრდილთათვის/ბავშვებისთვის ბილეთების ღირებულებაა 300/150 NOK და 24 საათის განმავლობაში მოქმედებს.

ავტობუსის ტურის ანალოგია ზაფხულის მინი-კრუიზი City Cruise პატარა გემით (ოფიციალური ვებ-გვერდი ინგლისურ ენაზე), Hop-on-Hop-off სისტემითა და 5 გაჩერებით. გამგზავრებას ოპერასთან მდებარე სანაპიროდან შეძლებთ, დღეში 5 რეისი სრულდება 9:45 საათიდან 15:45 საათამდე, 24 საათის განმავლობაში მოქმედი ბილეთების საფასურია მოზრდილთათვის/ბავშვებისათვის – 225/120 NOK.

ტაქსი სპეციალურ სადგომზე შეგიძლიათ იპოვოთ, ქუჩაში გააჩეროთ ან ტელეფონით გამოიძახოთ. ჩასხდომის საფასურია – 45 NOK, შემდეგ 14,50 NOK ყოველ 1 კმ-ზე, მინიმალური მგზავრობა 119 NOK დაგიჯდებათ. საღამოს (5 საათის შემდეგ) და ღამის საათებში (10 სთ-ის შემდეგ), შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე ტარიფები იზრდება 20, 40 და 60%-ითაც კი.

ველოსიპედის ქირაობა

Oslo Bysykkel ველოსიპედების გაქირავების ქსელის ოფიციალური პუნქტები (ოფიციალური ვებ-გვერდი ინგლისურ ენაზე) ღიაა 6 საათიდან 00:00 საათამდე მარტიდან ნოემბრის ჩათვლით. ქსელის გამოყენების ტურისტული ბარათის ღირებულებაა 100 NOK, მოქმედების ვადაა – 24 საათი, გირაოს ოდენობა – 3400 NOK (იბლოკება საბანკო ბარათზე); მისი შეძენა ქალაქის რატუშასთან მდებარე საინფორმაციო ოფისში შეგიძლიათ. მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ ქალაქის ფარგლებში.

Oslo Bysykkel

Viking Biking კომპანია (ოფიციალური ვებ-გვერდი ინგლისურ ენაზე) მგზავრობის გეოგრაფიას არ ზღუდავს. ქალაქის ველოსიპედებს იგი უზრუნველყოფს 200/400 NOK-ის საფასურად 24/48 საათის განმავლობაში და 125 NOK-ის საფასურად ყოველ მომდევნო დღეს. სპორტული ველოსიპედის ქირაობა შესაბამისად ღირს 275/550 NOK და 175 NOK.

კავშირი და Wi-Fi

იმისათვის, რომ არ გაკოტრდეთ
კავშირის მომსახურების მიღებისას, გირჩევთ სიმ-ბარათი შეიძინოთ ერთ-ერთი ნორვეგიული
მობილური ქსელის ოპერატორთან – Telenor, NetCom ან Lebara Mobile. სიმ-ბარათები
იყიდება ოფისებში, გაზეთების კიოსკებში, 7/11 ქსელის მინი-მარკეტებში და
ბენზინგასამართ სადგურებში.

კარგი ვარიანტია Lebara Mobile-ის MyCall
სიმ-ბარათი 49 NOK-ის საფასურად, რომლის ნახევარი ბარათზე დაგერიცხებათ.
ნორვეგიაში აბონენტთან საუბრის ერთი წუთი 0,49 NOK დაგიჯდებათ, ხოლო ზარი
საქართველოში სტაციონარულ/მობილურ ტელეფონზე – 0,69/1,99 NOK. თითოეული ზარისთვის კავშირის
დამყარების ღირებულებაა 0,99 NOK. მათ, ვისაც ინტერნეტ ტრაფიკის დიდი მოცულობა
ესაჭიროება, მობილური ინტერნეტის პაკეტს შეუძლიათ შეუერთდნენ 1/3/6/10 GB – 79/149/219/299
NOK-ის საფასურად. ბალანსის შესავსებად სპეციალურ ბარათებს იყენებენ, რომლებიც იქვე
იყიდება.

ერთი MyCall სიმ-ბარათიდან მეორეზე (MyCall) დარეკვისას მხოლოდ კავშირის დამყარების საფასური ჩამოგეჭრებათ.

ნორვეგიის დედაქალაქში უფასო Wi-Fi-სთან
დაკავშირების პრობლემები არ შეგექმნებათ. იგი ხელმისაწვდომია აეროპორტში და
რკინიგზის სადგურში, ქალაქის ყველა სასტუმროში, კვების დაწესებულებებში,
მუზეუმებსა და საზოგადოებრივ ადგილებში.

Oslo Pass ტურისტული ბარათი ნამდვილი საჩუქარია, რომელიც თქვენი მოგზაურობის ბიუჯეტის ოპტიმიზაციის საშუალებას მოგცემთ. მისი მფლობელი უფასოდ სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და უფასოდ ეწვევა ქალაქის 30 საუკეთესო მუზეუმსა და სამხატვრო გალერეას, მათ შორის იბსენის მუზეუმს, ოსლოს ეროვნულ გალერეას, ვიკინგების გემების მუზეუმს, ნორვეგიის საზღვაო მუზეუმს, ნორვეგიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მუნკის მუზეუმს. გარდა ამისა, ამ ბარათით შეგიძლიათ უფასოდ მიიღოთ მონაწილეობა ქალაქის საფეხმავლო ექსკურსიებში და ეწვიოთ Toyenbadet და Frognerbadet აუზთა კომპლექსებს.

24-საათიანი Oslo Pass 395 NOK ღირს, 48-საათიანი – 595 NOK, 72-საათიანი – 745 NOK. ბავშვებისათვის (4-15 წლის ასაკის)
ცალკე ბარათებია – 210, 295 და 370 NOK, პენსიონერებისთვის (67 წელზე მეტი ასაკის)
– 315, 475 და 595 NOK.

სასიამოვნო ბონუსი – რიგ რესტორნებსა და მაღაზიებში, ექსკურსიებსა და გასართობ დაწესებულებებში ფასდაკლება გეკუთვნით, მათ შორის 20%-იანი ფასდაკლება ოპერაში ექსკურსიაზე და გასართობ პარკში „ტუსენფრიდი“, 15% – მინი-კრუიზზე City Cruise (72-საათიანი Oslo Pass-ის მფლობელები 100%-იან ფასდაკლებას მიიღებენ).

Oslo Pass იყიდება აეროპორტში განთავსებულ საინფორმაციო ცენტრებში, ცენტრალური რკინიგზის სადგურში, აკერ ბრიუგეს სანაპიროზე და რატუშასთან მდებარე ნავმისადგომზე, ასევე ზოგიერთ სასტუმროსა და მუზეუმში და ონლაინ ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ინგლისურ ენაზე).

ოსლოს პლაჟები

ქალაქის ფარგლებში ყველაზე პოპულარული პლაჟია „ჰუკკოდენი“
ან უბრალოდ „ჰუკი“ ბიგდოის ნახევარკუნძულზე. აქ შეგიძლიათ იმგზავროთ #30 ავტობუსით
ეროვნული თეატრიდან ან აკერ ბრიუგეს სანაპიროდან კატერით. კლდოვან სანაპიროს აქ
მწვანე მდელობები და პატარა ქვიშიანი ადგილები ენაცვლება. პლაჟის ჩრდილოეთ ნაწილი
ნუდისტებს ეკუთვნის. აქვეა უამრავი კაფე, წყლის ველოსიპედის გაქირავების პუნქტი,
პლაჟის ფრენბურთის მოედანი. შეზლონგები და ქოლგები არ არის – მათ ფიჭვები და გლუვი
კენჭები ანაცვლებენ.

ჩრდილოეთით, „ჰუკიდან“ 10 წუთის სავალ მანძილზე
მდებარეობს ლამაზი და ნაკლებად ხალხმრავალი პლაჟი მრავლისმთქმელი სახელით „პარადისბუკტა
(„სამოთხის ყურე“).

ნორვეგიის ყველა სანაპიროზე შესვლა უფასოა.

ბევრი ნორვეგიელი კუნძულებზე მდებარე სანაპიროებს ამჯობინებს – ოსლოში
დაახლოებით 40 ასეთი სანაპიროა. ზოგიერთს აქვს სპეციალური საბანაო სახლები კიბით,
რომელიც პირდაპირ წყალში ჩადის. 100 წელზე მეტი ხნის წინ მათ ტანისამოსის გამოსაცვლელად,
ხოლო კონტრაბანდისტები ალკოჰოლის უკანონო ვაჭრობისთვის იყენებდნენ. კუნძულებზე
სწრაფად მგზავრობას შეძლებთ საბორნე მიმოსვლით აკერ ბრიუგესთან ახლომდებარე
ვიპეტანგენის ტერმინალიდან. #3 ბორანი წრიული მარშრუტით მოძრაობს კუნძულებამდე
ჰოვედოი, ლინდოი და ნაკჰოლმენი, #94 ბორანი – ლანგეიელენმდე გრძელი ქვიშიანი
პლაჟით, რომელიც შესანიშნავია ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის. თბილი წყლის მოყვარულებს
შეუძლიათ აირჩიონ პლაჟები სონგვანის ტბაზე, სადაც ძალიან დამრეცი ნაპირი და ყველა
საჭირო ინფრასტრუქტურაა.

სამთო თხილამურები

ზამთრობით ნორვეგიაში ყველა –
პატარიდან დიდამდე, თხილამურებზე დგება. ოსლოს ქალაქის ფარგლებში 2600 კმ-ის
ტრასაა მოწყობილი სარბენი და სამთო თხიმალურებისთვის.

ოსლოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოყოფილია
სპეციალური ადგილი სათხილამურო აღჭურვილობისთვის.

დედაქალაქის ყველაზე დიდი
სათხილამურო კურორტია – ზამთრის პარკი „ტრივანი“ (ოფიციალური ვებ-გვერდი ინგლისურ ენაზე), რომელიც ჰოლმენკოლენის
რაიონის ზედა ნაწილში მდებარეობს. აქ ქალაქის ცენტრიდან 20 წუთში შეძლებთ ჩასვლას
– ჯერ მეტროთი 1 ხაზის Frognersetern სადგურამდე, შემდეგ კი საკურორტო შატლით.

„ტრივანაში“ ნებისმიერი სირთულის 18 ტრამპლინია
– შავიდან მწვანემდე 81 მ-მდე სიმაღლეთა მაქსიმალური სხვაობით. ყველაზე გრძელი –
1500 მეტრი სიგრძისაა. ტრამპლინებს 11 საბაგირო ემსახურებათ, მათ შორის
ექსპრეს-ლიფტი 6-ადგილიანი სავარძლებით, აქვეა სნოუპარკი მაღალი კლასის ჰალფ
ფაიფით და 5 სათხილამურო სკოლა. ღამით ყველა ტრასა განათებულია, სრიალი 22:00
საათამდე შეგიძლიათ. ერთი დღის სათხილამურო ბილეთის ღირებულებაა 430/340 NOK
მოზრდილთათვის/ბავშვებისთვის.

სათხილამურო სეზონი ნოემბრის ბოლოდან
აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

ჰოლმენკოლენის ტრამპლინის სათვალთვალო (იგივე სასტარტო)
მოედანზე ასვლას თხილამურების გარეშეც შეძლებთ. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი
დიზაინერული ტრამპლინი – ნორვეგიის ეროვნული სიამაყე. მის ძირში 450 კმ-ის ვაკე ტრასაა
მოწყობილი, სადაც ბიატლონის მსოფლიო თასის ეტაპები იმართება.

ჰოლმენკოლენის ტრამპლინი

ოსლოს სასტუმროები

ოსლოში ყველა კატეგორიის
სასტუმროებია – პომპეზური „ხუთვარსკვლავიანებიდან“ დაწყებული მოკრძალებული
აპარტ-სასტუმროებით დასრულებული. მათი უმეტესი ნაწილი მიეკუთვნება Radisson, Scandic, Thon, Clarion Collection
სკანდინავიურ ქსელებს. ნორვეგიის დედაქალაქის მრავალ სასტუმროს არ აქვს მინიჭებული
„ვარსკვლავების“ კლასიფიკაცია, მომსახურების დონით 3-4* შეესაბამება.

მთავარი, რაც ოსლოს ყველა სასტუმროს
აერთიანებს – ეს არის განთავსების უზომოდ მაღალი ფასები.

5* სასტუმროები საცურაო აუზებით, სპა-ცენტრებითა და ცხოვრების სხვა სიამოვნებებით მოთხოვნადია წარმატებულ ბიზნესმენებსა და მაღალი თანამდებობის პირებს ორის. პრესტიჟისა და კომფორტის ფასია – 1600-4000 NOK ორადგილიანი ნომრისთვის. 4* ვარსკვლავიანი სასტუმროების ნომრის ღირებულებაა – 1000-1700 NOK, ყველაზე მოთხოვნად 3* სასტუმროებში კი – 800-1400 NOK.

Hotels ოსლო: Expensive

ჰოსტელები მათი არჩევანია, ვინც ფულის თვლას არის შეჩვეული. ორადგილიანი ნომერი სველი წერტილით 660-720 NOK ღირს. დიდი კომპანიით შეგიძლიათ 8 ადგილიან ნომერში განთავსდეთ – 1840-2080 NOK ყველასათვის, ან მხოლოდ საწოლი ოთახში – 230-260 NOK. ჰოსტელში თეთრეულისა და პირსახოცების საფასური ცალკე უნდა გადაიხადოთ – 45-70 NOK ადამიანზე. კიდევ ერთი ბიუჯეტური ვარიანტია – ბინა მინი სამზარეულოთი მათთვის, ვისაც თავად სურს საკვების მომზადება. ფასი 650 NOK-დან.

Hotels ოსლო: Cheap

შოპინგი

მსოფლიოს წამყვანი მაღაზიები
წარმოდგენილია კარლ-იოჰან-გატეს საფეხმავლო ქუჩაზე, მათ შორის H&M, Benetton და Zara. აქვეა რამდენიმე დიდი სავაჭრო
ცენტრი და უნივერმაღი: Oslo City, Byporten, Glasmagasinet, Steen & Strom, Paleet და Aker Brygge, ხოლო აკერსგატის ქუჩაზე მდებარეობს
ნორვეგიაში პოპულარული სადიზაინო სახლი Moods of Norway და House of Oslo
ინტერიერის დიზაინსა და ლაიფ-სტილზე სპეციალიზებული ორი ათეული ფირმით.

მდინარე აკერსელვას აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ნორვეგიის ახალგაზრდა დიზაინერების საყვარელი ადგილი – გრუნერლოკა. ფროგნერი და ბუგდოი ალე ცნობილია ინტერიერის დიზაინის სალონებითა და ანტიკვარული ნივთების მაღაზიებით. აქ ბევრი ექსკლუზიური ბუტიკია, სადაც ყველაფერი იყიდება, დაწყებული თეთრეულიდან სამზარეულოს მოწყობილობით დასრულებული. გრენლანდში ბევრი მაღაზია იმიგრანტებს ეკუთვნის, რომლებიც ხილით, ბოსტნეულითა და სანელებლებით ვაჭრობენ. აქ კარგი ფასდაკლება შეგიძლიათ მიიღოთ ეგზოტიკურ ქსოვილებზე და ოქროს ნაკეთობებზე. სხვა ცნობილი შოპინგ-ადგილებია: რაიონი მაიორსტუენი, ბოგსტავეინისა და ჰეგდეჰოგსვეიენის ქუჩები.

ოსლოდან ყველაზე მიმზიდველი სუვენირია – ტროლის ფიგურები,
ყველაზე პრაქტიკული კი – ნორვეგიული სვიტერები, თბილი და ძვირი. კარგ სვიტერს
ქურთუკიც კი შეუძლია შეცვალოს და 1800-2700 NOK ღირს. ძალიან პოპულარულია ვერცხლის
სამკაულები რუნიკული სიმბოლიკით და ვიკინგების ყოფილი დიდების ამსახველი
სუვენირები: მაგნიტები, მაისურები, ლუდის კათხები. სპეციალიზებულ მაღაზიებში მაგარი
ალკოჰოლური სასმელი – სკანდინავიური „აკვავიტი“ იყიდება, რომელიც კარტოფილიდან
გამოჰყავთ და კვლიავზე ან ქინძზე აყენებენ. ყველაზე ავთენტური სუვენირია – „როსემალინგი“
– ტრადიციული ყვავილოვანი ფერწერა ხეზე. მე-18 საუკუნეში ნორვეგიელები ავეჯს, კედლებსა
და მთელ სახლსაც კი ნათელი ორნამენტებით ამკობდნენ. ახლა ისინი ძირითადად მცირე
ფორმებით შემოიფარგლებიან ხის ჭურჭლის, პანოსა და ზარდახშის მოხატვით.

ოსლოს სამზარეულო და რესტორნები

ნორვეგიის სამზარეულო მარტივი და ლაზათიანია. მისი მთავარი ჰიტია „ლუტეფისკი“ – ძალიან სპეციფიკური გემოსი და შესახედაობის მქონე ტუტე ხსნარში ჩაწყობილი გამხმარი ვირთევზა. მაგრამ ზოგიერთი მიიჩნევს, რომ კერძი საკმაოდ გემრიელია. მომდევნო პოპულარული კერძია ქაშაყი და ორაგული – შემწვარი, მარინადში ჩაწყობილი ან შებოლილი. ადგილობრივი სპეციალიტეტია „ოსლოს ქაშაყი“ – მოხარშული ქაშაყის რულეტები თეთრი ნაღების სოუსში. ნებისმიერ კარგ დაწესებულებაში არის კერძები ირმის, ცხენირმის, კაკაბის ხორციდან. ტრადიციულ დელიკატესებს მიეკუთვნება ვეშაპის ხორცის სტეიკი. საუკეთესო თევზის რესტორნები საფირმო კერძებით აკერ ბრიუგეს სანაპიროზე უნდა ეძებოთ. საშუალო ფასის კატეგორიის ბევრი კვების ობიექტი, კაფე და საკონდიტრო მაღაზია რკინიგზის სადგურის ჩრდილოეთით და საკათედრო ტაძრიდან სამეფო სასახლისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.

რესტორნებში არ არის მიღებული თანხის „ჩაიზე“ დატოვება, რადგან უკვე ჩათვლილია ანგარიშში.

ოსლოში კვება არ არის იაფი. ქუჩის
სწრაფი კვების ღირებულებაა 50-90 NOK, მაკდონალდსის სტანდარტული ნაკრები – 100
NOK, პიცა – 110 NOK, იაფ რესტორანში სადილი – 160 NOK და კარგი ვახშამი 400 NOK
ერთ პერსონაზე. სასმელების ფასებიც მაღალია: კაპუჩინო – 36 NOK, სახლის ღვინის
ბოკალი – 70 NOK, ლუდი – 60 NOK, კოქტეილი – 110 NOK. აზიური სამზარეულოს
რესტორნები უფრო ჰუმანურია: როლები – 70 NOK, ქათამი
ბრინჯითა და ბოსტნეულით – 90 NOK, ოსპის წვნიანი – 50 NOK.

შეზღუდული ბიუჯეტის შემთხვევაში – გეზი პირდაპირ
სასურსათო ბაზრებისკენ ან ქსელური სუპერმარკეტებისკენ უნდა აიღოთ: Rimi, KIWI,
Lidl, შემდეგ კი – პიკნიკზე ოსლოს ერთ-ერთ პარკში.

ოსლო ბავშვებისთვის

ოსლო იმით არის კარგი, რომ ყველა
ზღაპრით შეუძლია დაასაჩუქროს. მთავარია არ იხმაუროთ ღია ცის ქვეშ მდებარე ნორვეგიის
ეთნოგრაფიულ მუზეუმში, როდესაც ფუღუროიანი ხის გვერდით ჩაივლით, – მაშინ აქედან პატარა
ტროლების სიმღერის მოსმენას შეძლებთ, რომლებსაც მუსიკას მოხუცი ბეწვიანი ტროლი ასწავლის.
აქ მდგომი ბუსნოთი გადახურული გლეხების ძელური სახლები, ხიმინჯებზე აგებული
ბეღლები, პატარა ფანჯრებიანი ქოხები – მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდანაა შეკრებილი.

სოფლის შენობების გვერდით აღდგენილია
ქალაქის მთელი კვარტალი ხითა და აგურით აშენებული სახლებით, საბაყლო მაღაზიით,
აფთიაქით, ბანკით, წყალსატუმბით და ოსლოს ცენტრიდან ჩამოტანილი ხის ციხითაც კი. აქ
შეგიძლიათ ცხენების ძველებური ოთხთვალით გაისეირნოთ, ტრადიციული უმარილო კვერები
დააგემოვნოთ, რომლებსაც ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი გლეხის ქალი აცხობს, ხოლო
კვირაობით ფოლკლორული წარმოდგენა იხილოთ მე-8 საუკუნის ხის ეკლესიის წინ.

მაგრამ ნამდვილი ზღაპარი აქ შობის დღეებში დგება,
როდესაც ნორვეგიელი თოვლის ბაბუა – იულენისენი მეუღლესთან ნისემურთან ერთად და
საჩუქრების უზარმაზარი ტომრით დატვირთული, მუზეუმის ქალაქის ქუჩებში აუჩქარებლად
სეირნობს.

Facebook კომენტარები