ამსტერდამი არის ქალაქი, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ყოველწლიურად კი მას 17 მილიონი ტურისტი სტუმრობს.

სტუმრების დიდი ნაწილი იქ იმიტომ ჩადის, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე წითელი ფარნების ხეივანს ეწვიოს და მარიხუანა მოიხმაროს.

მსგავსი სტატისტიკა და კრიმინალის ზრდა აშფოთებს ქალაქის მერს, რომელიც დიდი ხანია პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს ტურისტებზე მარიხუანის გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით.

ფემკე ჰამლესს თავისი არგუმენტებიც მოჰყავს, რომლებიც სხვადასხვა კვლევებით არის გამყარებული.

მაგალითად ტურისტების 34% მხოლოდ იმ ადგილებს სტუმრობს, სადაც მარიხუანის შეძენაა შესაძლებელი. აქედან მხოლოდ 11% ამბობს, რომ აღარასდროს ჩამოვიდოდა ქალაქში თუ მსგავსი აკრძალვა იარსებებდა.

ტურისტების 40% კი მზად არის, რომ ამსტერდამში აღარ მოიხმაროს მარიხუანა თუ ადგილობრივი ხელისუფლება მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს.

მერს აშფოთებს ის ფაქტიც, რომ ამ კაფეებში მარიხუანასთან ერთად ხშირად გაცილებით ძლიერი, უკანონო ნარკოტიკიც იყიდება. უკანონო ნივთიერებებით ვაჭრობა კი კრიმინალის ზრდას უწყობს ხელს.

სწორედ ამიტომ, ამსტერდამის მერი ფიქრობს, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობა გარკვეულ რეგულაციებში უნდა მოექცეს.

თქვენ კი თუ ქალაქში გამგზავრებასა და მისი სიკეთეებით სარგებლობას აპირებდით, რეგულაციების ამოქმედებამდე გირჩევთ, რომ იჩქაროთ.

გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველაზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.

Facebook კომენტარები