უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ის საჰარო ხომალდმა, რომელიც კიევი-ბათუმის რეისს ასრულებდა იძულებითი დაშვება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახორციელა. აღნიშნულის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები და ცუდი ხილვადობა გახდა, როგორც იცით უხვი ნალექის გამო ბათუმის ნაწილი დატბორილია.
რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ მგზავრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩაიყვანეს.
წყარო: https://avianews.ge/yanair-is-thvithmphrinavma-romelits-kievi-bathumis-reiss-asrulebda-thbilisis-saerthashoriso-aeroportshi-idzulebithi-dashveba-ganakhortsiela/
Facebook კომენტარები