საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურანავა არ გამორიცხავს, რომ ვაქცინირებულის სტატუსი საზღვარგარეთ მოგზაურობას გაამარტივებს. როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოთხოვნა არა საქართველოსგან, არამედ უცხო ქვეყნების კანონმდებლობით იქნება დაწესებული.

"იგივე სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები შემოაქვს სხვადასხვა უცხო ქვეყანას, მათ შორის ევროპულ ქვეყნებს ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ სტატუსი ვაქცინირებულის უფრო გაამარტივებს საზღვარგარეთ მოგზაურობას არა ჩვენგან, არამედ იმ ქვეყნების კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნა იქნება. ასევე, სხვადასხვა ტიპის დასაქმებას საზღვარგარეთ", — განაცხადა თურნავამ.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze