ტოსკანას დედაქალაქი და იტალიის რესპუბლიკის ყოფილი დედაქალაქი ფლორენცია ძალიან ძველი ქალაქია, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 59 წელს დაარსდა პირადად იულიუს კეისარის მიერ. თუმცა ფლორენციამ აღორძინებას მე-14-16 საუკუნეებში მიაღწია, როდესაც, გადაუჭარბებლად, ევროპის ფინანსური და კულტურული ცენტრი გახდა.

ფლორენცია წარმატებით ითავსებს დიდებული წარსულის
სულს (აქ ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამთ ისე, რომ რომელიმე ისტორიულად მნიშვნელოვან
ადგილს არ წააწყდეთ) და აქტიური, თანამედროვე ქალაქის ატმოსფეროს შესანიშნავი
სამზარეულოთი, შოპინგითა და გართობის უამრავი საშუალებით.

სწორედ ფლორენცია მიიჩნევა ადგილად, სადაც აღორძინების ეპოქა დაიწყო. იმ პერიოდის მრავალი სახელგანთქმული მოღვაწესთვის, როგორიცაა დანტე ალიგიერი, ფრანჩესკო პეტრარკა, ჯოვანი ბოკაჩო, იგი მშობლიურ ქალაქს წარმოადგენდა. მაგრამ ფლორენცია განთქმულია არა მხოლოდ პოეტებითა და მწერლებით – აქედან მოდის რენესანსული არქიტექტურაც, დიდმა ფლორენციელმა არქიტექტორებმა, უპირველეს ყოვლისა ფილიპო ბრუნელესკიმ და ლეონ ბატისტა ალბერტიმ, საფუძველი ჩაუყარეს ახალ არქიტექტურულ სტილს, რომელიც საუკუნეების მანძილზე გავლენას ახდენდა მშენებლობაზე ევროპის ყველა დიდ ქალაქში, ბარსელონადან სანქტ-პეტერბურგამდე. მას შემდეგ ქალაქი მთელი თავისი რენესანსის დიდებულებით, როგორც იტყვიან, მშვენივრად არის შემონახული და დღეს ფლორენციას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“.

როგორ ჩავიდეთ ფლორენციაში

ფლორენციაში საქართველოდან პირდაპირი ავიარეისები არ სრულდება. პირდაპირი რეისები მხოლოდ ახლომდებარე ქალაქებშია: თბილისიდან ბოლონია და ქუთაისიდან მილანი. თბილისიდან პირდაპირი რეისით საქართველოს ავიახაზები დაფრინავს ბოლონიაში. ფლორენციაში კი გადაჯდომით შეგიძლიათ ჩაფრინდეთ სტამბულის, კიევის, რიგის, ვარშავის, მინსკის ან მიუნხენის გავლით. ყველაზე პოპულარული მათ შორის სტამბულის გავლით თურქეთის ავიახაზებია.

The Cheapest Flights for this Month from თბილისი to ფლორენცია

უფრო ბიუჯეტურად ფრენა შეგიძლიათ ქუთაისიდან მილანში და შემდეგ შიდა ტრანსპორტით გადაადგილება ფლორენციამდე

პირდაპირი ფრენა ქუთაისი-დან მილანი-ში

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
1 ივლ 20219 ივლ 2021ფასი 146

გირჩევთ გამოიყენოთ ჩვენი იაფი ავიაბილეთების კალენდარი

ფლორენციის რაიონები

ტოსკანას დედაქალაქს ორად ჰყოფს დიადი არნო – მდინარე, რომელსაც თვალწარმტაცს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული მასში მაინც არის. არნოს ჩრდილოეთ ნაპირზე ქალაქის გული – ისტორიული ცენტრის რაიონი მდებარეობს. იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი. რასაკვირველია, ფლორენციის რესპუბლიკის ულამაზესი დედაქალაქის შესახებ მინიმალური წარმოდგენა რომ გქონდეთ, მის მყუდრო და რომანტიკულ პატარა ქუჩებში უნდა გაისეირნოთ. რაიონის ცენტრია დუომოს მოედანი, გვერდითაა დიდი ჯოტოს ქმნილება – სანტა-მარია-დელ-ფიორეს ტაძრის სამრეკლო. აქვე მდებარეობს ქალაქის მფარველის წმინდა იოანეს ბაპტისტერია. ისტორიულ ცენტრში მრავლადაა სხვა არქტიქტურული შედევრებიც, რომელთა შექმნაში მონაწილეობა მიიღეს დონატელომ, მიქელანჯელომ და ბრუნელესკიმ. აქვეა ფლორენციის ცნობილი სამუზეუმო კოლექციები – სან მარკო, აკადემიის გალერეა, ასევე ძვირადღირებული სასტუმროები და რესტორნები.

სან ლორენცო – ქალაქის კიდევ ერთი ცენტრალური რაიონია, რომელიც საუკუნეების მანძილზე განთქმული იყო ორი, ერთი შეხედვით, შეუთავსებელი კომპონენტით – ვაჭრობითა და ხელოვნებით. რაიონს სახელი ქრისტეშობიდან მე-4 საუკუნეში აგებული ტაძრის საპატივცემულოდ ეწოდა. ამ ადგილის მეორე სახელია „მედიჩის კვარტალი“, სწორედ იმიტომ, რომ სან-ლორენცოს ტაძარში დაკრძალულია ამ დიდგვაროვანი ოჯახის პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელი. დაბოლოს, აქ მდებარეობს სან-მარკოს დიდებული მონასტერი და, რა თქმა უნდა, სახელგანთქმული ცენტრალური ბაზარი.

სანტა კროჩეს რაიონი (იტალიურიდან „წმინდა ჯვარი“), რომელიც ცენტრიდან აღმოსავლეთით მდებარეობს, სახელი ამავე სახელწოდების ეკლესიისგან ეწოდა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი არქიტექტურული მარგალიტია. აქ აუცილებლად სანახავია კოკი-სერისტორის, სპინელის, ანტელას სასახლეები და განთქმული მხატვრისა და არქიტექტორის – ჯორჯო ვაზარის სახლი. სავარაუდოდ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი რაიონი ტურისტების განთავსებისთვის – იგი ცენტრთან შედარებით ახლოს მდებარეობს, სასტუმროების ფასები კი საკმაოდ მისაღებია.

პონტე ვეკიოს ხიდზე (სხვათა შორის, მეორე მსოფლიოს შემდეგ ერთადერთი გადარჩენილი გადასასვლელი ფლორენციაში) გადასვლის შემდეგ ოლტრარნოს რაიონში აღმოჩნდებით. ეს არის ძალიან დახვეწილი და გარკვეულწილად ბოჰემური ადგილი, სადაც უამრავი ღირსშესანიშნაობაა. აქ ნახავთ შესანიშნავ მუზეუმებს, მაგალითად: თანამედროვე ხელოვნების გალერეას, ვერცხლის ნაკეთობების მუზეუმს, პალატინის გალერეას, აჟურულ ტაძრებს, მათ შორის სანტა-მარია-დელ-კარმინე მაზაჩოს, ფილიპო ლიპისა და მაზოლინოს საოცარი ფრესკებით, ასევე მომხიბვლელ პატარა რესტორნებს, სადაც კერძებს მხოლოდ ფლორენციული რეცეპტების მიხედვით ამზადებენ.

კოვერჩანოს რაიონი გამოირჩევა უამრავი ეკლესია-მონასტრით,
რომელთაგან თითოეული, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან მხატვრულ ღირებულებას
წარმოადგენს. მიუხედავად ცენტრიდან მოშორებით მდებარეობისა (ჩრდილო-აღმოსავლეთით,
სარკინიგზო ხაზის მიღმა), გირჩევთ აქ ნახევარი დღით მაინც მოხვიდეთ იმისათვის, რომ
სიენის წმინდა კატარინას ტაძარს ან სან-ბართოლომეო-ჯინიოროს უძველეს რომანულ
ეკლესიას ეწვიოთ. აქვე მდებარეობს ორი წმიდა მონასტერი – სან-ბალდასარე და
სან-ჯიროლამო.

ფიორენტინას“ საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრები, რომელსაც ხალხში „იებს“ უწოდებენ, კოვერჩანოს რაიონს უნდა ეწვიონ, რადგან სწორედ აქ მდებარეობს იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზი და ეროვნული ფედერაციის შტაბ-ბინა.

ტრანსპორტი

ფლორენცია ფართობით რომს 10-ჯერ ჩამოუვარდება, აქ
მეტროსა და ელექტრომატარებლის საჭიროება არ არის. მით უმეტეს, რომ ყველა
მნიშვნელოვანი ადგილი არცთუ ისე დიდ ტერიტორიაზეა თავმოყრილი, რომელზეც, სხვათა
შორის, მოძრაობა შეზღუდულია. გაითვალისწინეთ ეს, თუ მოგზაურობისას ავტომობილს
ქირაობთ ხოლმე. ფლორენციაში ავტომობილი ქალაქგარეთ მოგზაურობისას გამოგადგებათ.
ქალაქის ქუჩებში უმჯობესია ისეირნოთ ავტობუსით, ტრამვაით, ტაქსით, ველორიკშათი ან დაქირავებული
ტრანსპორტით.

მუნიციპალური ტრანსპორტი

ფლორენციის ავტობუსები ასობით მარშრუტითაა წარმოდგენილი, რაც ქალაქის მოკრძალებული ზომების გათვალისწინებით, საკმაოდ შთამბეჭდავია.

ძველი ფლორენციის პირობითადად დაკეტილ ცენტრში 4
ეკოლოგიური ელექტროავტობუსის მარშრუტია. მათ უჩვეულო იერი და ნომერში ასოები
გამოარჩევს: С1, С2, С3 და D.

მთავარ სატრანსპორტო კომპანიას – ATAF – ავტობუსებისა
და ტრამვაის ბილეთებისა და აბონემენტების ერთიანი სისტემა აქვს. 90-წუთიანი ბილეთი
1,20 ევრო ღირს. ტურისტებს სთავაზობენ 24-საათიან აბონემენტს 5 ევროდ; 3-დღიანს –
12 ევროდ და ერთ კვირიანს – 18 ევროდ. ღამის ავტობუსით (20:00 საათიდან 3:00
საათამდე) მგზავრობა 5 ევრო დაგიჯდებათ. ფასები ვებ-გვერდზე მითითებულია 2018 წლის
ნოემბრის მდგომარეობით.

ბილეთები და აბონემენტები ეძებეთ ATAF-ის სპეციალურ
დარბაზში სანტა-მარია-ნოველას რკინიგზის სადგურში, ასევე ბარებში, თამბაქოსა და
გაზეთების კიოსკებში. ბილეთები მძღოლთანაც იყიდება, მაგრამ 2 ევროდ. ასევე
შეგიძლიათ SMS-ბილეთი შეუკვეთოთ, მაგრამ იტალიური სიმ-ბარათი დაგჭირდებათ.

მუზეუმებში ავტობუსით

Firenze Card 72 საათით ფლორენციის 67 მუზეუმის
კარს გაგიღებთ. ბონუსი – უფასო მგზავრობა ავტობუსებსა და ტრამვაიში ბარათის ვადის მოქმედების
განმავლობაში. ამ სიამოვნების საფასური – ერთ ადამიანზე 85 ევროა.

ტრამვაი

ახლახან ფლორენციაში პირველი და ჯერჯერობით
ერთადერთი ტრამვაის ხაზი აღადგინეს, რომელიც 1958 წელს „არათანამედროვეობისთვის“
დახურეს. იგი სანტა-მარია-ნოველას სადგურს გარეუბანში სკანდიჩის კომუნასთან
აკავშირებს. ბოლო გაჩერებამდე მგზავრობის ხანგრძლივობა 20 წუთია. ეს არის
საინტერესო შესაძლებლობა შემოგარენი სწრაფად და იაფად გაიცნოთ. პირველი ტრამვაი
ხაზზე გადის 4:30 საათზე, ბოლოს კი დეპოში 0:30 საათზე მიდის. მოძრაობს ყოველ 4-6
წუთში. 2018 წელს მეორე ხაზი გაიხსნა, რომელმაც სანტა-მარია-ნოველას სადგური
აეროპორტთან დააკავშირა.

ტაქსი

ტაქსის ფირმებს ტარიფები თითქმის ერთნაირი აქვთ.
დღისით ჩასხდომა 3,30 ევრო ღირს, მინიმალური განაკვეთი 5 ევროა. ღამით 22:00
საათიდან 6:00 საათამდე ჩასხდომა – 6,60 ევრო, მინიმალური – 8,30 ევრო.
სადღესასწაულო დღეებში შესაბამისად 5,30 და 7 ევრო. მეოთხე და შემდეგი
მგზავრისთვის 1 ევრო ემატება, ბარგის ადგილისთვისაც იმდენივეს გადაიხდით. ტაქსის
ტელეფონით გამოძახება დამატებით მომსახურებად ითვლება, ფასი – დამატებით 2
ევრომდე. მზა ტარიფებია – 20 ევრო აეროპორტიდან ცენტრამდე და 10 ევრო ქალაქის
სადგურებს შორის. მგზავრობის ერთი კილომეტრის საფასურია 0,10 ევროდან. ტაქსი უნდა
გამოიძახოთ ან ავტოსადგომებზე ეძებოთ: ქუჩაში გაჩერება რთულია.

აეროპორტში და
აეროპორტიდან

ტაქსის ალტერნატივას წარმოადგენს შატლი VolaInBus.
ეს ავტობუსები მოძებნეთ სადგურზე „გალერეა“, ავტოსადგურზე BusItalia და აეროპორტის
გაჩერებაზე. ერთი გზის ბილეთის საფასურია: 5 ევრო, ორი გზის: 8 ევრო. სამუშაო
საათებია: 5:00 – 0:30.

ერთი დღით გარშემო

ფლორენციიდან შესაძლებელია ერთდღიანი მოგზაურობის მოწყობა ტოსკანაში, სიენას, პიზის ან ტირენიის ზღვის სანაპიროს მონახულებით. ავტოსადგური სანტა-მარია-ნოველას სადგურიდან ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს. სიენაში ავტობუსით მგზავრობის ხანგრძლივობა 1 საათია, ბილეთი 7,60 ევროდან ღირს. პიზასა და სანაპიროზე უმჯობესია მატარებლით წახვიდეთ, მგზავრობის ხანგრძლივობა – 1-1,5 საათი, ბილეთი 8 ევროდან ღირს.

ქალაქის #7 ავტობუსი სან-მარკოს მოედნიდან პატარა
ქალაქ ფიეზოლემდე მიგიყვანთ, რომელსაც მდიდარი არქეოლოგიური ზონა და ფლორენციის
შესანიშნავი ხედები აქვს.

ველორიკშა

გარკვეული დროიდან ფლორენციაში ველორიკშის მოძრაობა
ვითარდება. მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობაა – ორი მოზრდილი ან ერთი მოზრდილი და
ორი ბავშვი. 15 წუთიანი მგზავრობა 15 ევრო დაგიჯდებათ. ერთსაათიანი გასეირნება: 45
ევრო. თუმცა შეიძლება უფასოდაც გაისეირნოთ, რადგან ეს მოძრაობა აქტიურად იზიდავს
მოხალისეებს თავის რიგებში. რიკშებს ბაზრის მახლობლად სან-ლორენცოს რაიონში
იპოვით.

საექსკურსიო ტურები

ქალაქის სტუმრების განკარგულებაშია ტურისტებისთვის
ჩვეული ორსართულიანი წითელი ავტობუსები City
Sightseeing Open Bus. ხელმისაწვდომია სამი მარშრუტი: მთელი წლის განმავლობაში A
და B მარშრუტი და C ხაზი აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით. დღის ბილეთი A+B+C
მარშრუტზე: 20 ევრო მოზრდილთათვის, 2 დღე: 25 ევრო, 3 დღე: 30 ევრო. საბავშვო
ბილეთები ორჯერ უფრო იაფია, არის საოჯახო პაკეტებიც. ხელმისაწვდომია აუდიო
კომენტარები რუსულ ენაზე. ბილეთები მიიღება ქალაქის ავტობუსებსა და ტრამვაიზე.

ქალაქის ტურები სეგვეებზე 65 ევროდან ღირს, არნოზე ჯომარდობის ტურები 25 ევროდან. მაისიდან სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ დაჯავშნოთ ყველაზე რომანტიკული ტური – ფლორენციული გონდოლებით გასეირნება. 75 წუთი, 39 ევროდან ერთ მგზავრზე.

მდინარის ტრამვაი

ფლორენციის უჩვეული რაკურსიდან ნახვა მდინარის
ტრამვაიდან შეგიძლიათ. ეს არის პატარა, 40 მგზავრზე გათვლილი
სასეირნო თბომავალი, რომელიც ცნობილი ღირსშესანიშნაობების გასწვრივ მოძრაობს, ასე რომ, ფოტოაპარატი არ დაგრჩეთ –
ნამდვილად არაჩვეულებრივ ფოტოებს გადაიღებთ. ეს ტრანსპორტი ხელმისაწვდომია
გაზაფხულიდან შემოდგომის შუა რიცხვებამდე, როდესაც მდინარის დინება
ქალაქის ფარგლებში უფრო მშვიდია და
რწევის არ შეგეშინდებათ.

მოტოროლერი, სეგვეი, ველოსიპედი

ფლორენციის კომპაქტურობა და ქალაქის ცენტრალურ
ნაწილში ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა მომცრო ზომის ტრანსპორტის ქირაობას უწყობს
ხელს. დღეში მოპედის ან მოტოციკლის ქირაობის საფასურია 50-დან 75 ევრომდე. არის
კომპანიები, რომლებიც სეგვეის ქირაობას შემოგთავაზებენ: 1 საათი: 18 ევრო, 3
საათი: 45 ევრო.

ფლორენციის 80 კმ სიგრძის ველობილიკები – ველოსიპედის
ქირაობის შესანიშნავი მიზეზია! ფასი საათში: 2-დან 5 ევრომდე, დღეში: 10-14 ევრო.
ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები მუნიციპალურ პროგრამას აქვს: გაცემის პუნქტები
განთავსებულია სანტა-მარია-ნოველას სადგურსა და Via Ghiberti-ზე. სანტა-მარია-ნოველას
სადგურთან მდებარე პუნქტის სამუშაო განრიგია: მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით: ორშაბათი
– შაბათი: 8:00 – 19:00, ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით: 10:00 – 17:00. Via Ghiberti-ზე
მდებარე პუნქტის კი: მარტიდან ოქტომბრის ჩათლვით: ორშაბათი- შაბათი: 9:00 – 18:00,
ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით: 10:00 – 17:00 საათამდე. კვირა: დასვენების დღეა.
ასევე გაქირავების პუნტები შესაძლოა დაკეტილი დაგხვდეთ ეროვნულ დღესასწაულებზე.

კავშირი და Wi-Fi

იტალიელები არ არიან „მსოფლიო ქსელზე“ ისე
დამოკიდებულნი, როგორც სტუმრები რუსეთიდან, აშშ-დან ან ჩინეთიდან, რადგან მათთვის
უფასო Wi-Fi უფრო ახირებაა, ვიდრე აუცილებლობა. ამიტომაც ადგილობრივი სასტუმროების
უმრავლესობას სტუმრების ასეთი ჟინისთვის მცირე გადასახადი აქვს დაწესებული – დღეში
5-7 ევრო. რა თქმა უნდა, უფასო წვდომის მქონე სასტუმროებიც არსებობს, მაგრამ
უმჯობესია წინასწარ დააზუსტოთ.

კაფეები და რესტორნები ასევე არ ანებივრებენ
სტუმრებს ქსელის ხელმისაწვდომობით, ალბათ, მათი სამზარეულოს Facebook-თან კონკურენციის
ეშინიათ. უნდა ითქვას, რომ სულ ტყუილუბრალოდ ეშინიათ.

Firenzecard

 „72 საათი, 85 ევრო და 72 მუზეუმი“ – ტოსკანას
დედაქალაქის სტუმრის ოფიციალური ბარათის დევიზია, რომლის შეძენას შეძლებთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ერთ-ერთი მუზეუმის სალაროში ან საინფორმაციო
ოფისში. ღირს თუ არა მისი შეძენა – განსაკუთრებული შეკითხვაა. დღის განმავლობაში
სულ რამდენიმე მუზეუმის მონახულების სურვილის შემთხვევაში (ფლორენციაში სხვაგვარად
უბრალოდ შეუძლებელია), თუ ბარათი თავის დანახარჯს არ „ამოიგებს“, დაახლოებით იგივე
თანხა დაგიჯდებათ, რადგან ბილეთის საშუალო საფასური ფლორენციის მუზეუმებში –
დაახლოებით 7 ევროა. მაგრამ გარდა ამისა, Firenzecard-ის მფლობელებს არ უწევთ
სალაროსთან რიგში დგომა (მათ შორის განთქმულ უფიციში, პალაცო-ვეკიოში და
პალაცო-პიტიში), ხოლო ერთ-ერთ შერჩეულ ადგილზე ისინი რიგგარეშე მოხვდებიან –
ამოქმედდება ე.წ. priority pass.

ფლორენციის სასტუმროები

ძველი ფლორენცია ძალიან პოპულარული ქალაქია ტურისტებს შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ სასტუმროებში ნომრების დიდი რაოდენობაა, მაგრამ დაჯავშნას წინასწარ გირჩევთ. ასევე მოემზადეთ შედარებით მაღალი ფასებისთვის. სეზონთაშუა პერიოდში ორადგილიან ნომერს ცენტრში 45 ევროდაც იპოვით, მაგრამ აპრილიდან სექტემბრის ბოლომდე ფასები დაახლოებით 30%-ით იზრდება. ყველაზე დაბალფასიანი ვარიანტები ტრადიციულად ჰოსტელებია, ფასი დღე-ღამეში 15-20 ევროდან იწყება. თუ დიდი კომპანიით მოგზაურობთ ყურადღება მიაქციეთ 2-3-ოთახიან აპარტამენტებს – გარდა იმისა, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლად იგრძნობთ თავს და ყოველ დილით საუზმისთვის ახალგამომცხვარი ფუნთუშების შესაძენად გაისეირნებთ, ძალიან მოხერხებულია თუ 100-120 ევროს ხარჯს რამდენიმე ოჯახი გაინაწილებს.

Hotels ფლორენცია: 3 stars

თითქმის გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ღამის თევის ფასი იმ სასტუმროებში, რომლებიც ცნობილი პიაცა-დელა-სინიორიას მახლობლად მდებარეობს. მაგრამ ზოგჯერ ასეთი ფასები თითქმის „გამართლებულია“: მედიჩების ცხოვრებიდან რომანტიკული ისტორიის მქონე შუასაუკუნეების პალაცოში განთავსებიდან მიღებული სიამოვნება ნამდვილად ღირს ამად.

შოპინგი

ფლორენციიდან ჩვეულებრივ ჩამოაქვთ სუვენირები მსოფლიოში
სახელგანთქმული უფიცის ნახატების
ფრაგმენტებით, ღვინო და ყველი, ტყავის ნაწარმი და საიუველირო სამკაულები. ამ უკანასკნელს საკმაოდ დიდი რაოდენობით იპოვით პონტე
ვეკიოზე, სადაც პრაქტიკულად ყველა მაღაზია – საიუველიროა. ასევე ფლორენციაში
ბეწვეულისთვისაც მიემგზავრებიან (მათ შორის, ცნობილი Rindi-ის მარკისთვის) და
დიზაინერული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისთვის, რომლებიც იყიდება როგორც საფირმო
მაღაზიებში, ისე ქალაქგარეთ მდებარე აუთლეტებში.

ფლორენციის ცენტრში მდებარეობს როგორც ბუტიკები, ისე
მონობრენდული აუთლეტები, მაგალითად, Max Mara, Prada, Dolce & Gabbana, Robero
Cavalli, Fendi. ქალაქგარეთ მდებარე აუთლეტების უმრავლესობა მულტიბრენდულია: ეს
არის Sotto Sotto, სადაც უამრავი საღამოს ტანისამოსი და კლასიკური
კოსტიუმია, არცთუ ისე დიდი The Mall, სადაც ლუქსის კლასის მარკების დიდი არჩევანია;
Barberino Outlet (D&G, Roberto
Cavalli, Levi’s, Motivi, Guess) და Valdichiana Outlet,
სადაც სპორტული მარკებია წარმოდგენილი, როგორიცაა მაგალითად Adidas და Puma ან Cerruti
და Tosca Blu. ამ უკანასნკელში იტალიელები დადიან, რომელთათვის ბრენდებსა და მოდურ
ტენდეციებს არ აქვს მნიშვნელობა.

მაგრამ
ფლორენციაში სრულფასოვანი შოპინგი წარმოუდგენელია თუ ბაზრებს არ ეწვევით.
ტურისტებისთვის ორი ბაზარია საინტერესო, პირველი – სან ლორენცო, რომელიც უშუალოდ ქალაქის
ცენტრში მდებარეობს, იმავე სახელწოდების ბაზილიკის გარშემო. სამშაბათიდან შაბათის
ჩათვლით აქ შეიძენთ ტყავის ნაწარმს, სუვენირებს. მეორე ბაზარი – დელე-პულჩი (Delle Pulci dei Ciompi-ის მოედანზე). ღიაა ყოველდღე 9:00
საათიდან 19:30 საათამდე, მაგრამ მხოლოდ კვირაობით აქ ანტიკვარებიც მოდიან და
ისტორიის მქონე იშვიათ საქონელს გამოფენენ ხოლმე გასაყიდად: მონეტებს, ბარათებს,
სამკაულს, ნახატებს და ა.შ.

რა დავაგემოვნოთ

ფლორენციული სამზარეულოს შესახებ ლეგენდები დადის
და გადაჭარბების გარეშე აქ ნამდვილად ძალიან გემრიელი კერძებია. ადგილობრივი
კულინარების შემოქმედების გვირგვინია შეუდარებელი კილოგრამიანი ფლორენციული სტეიკი
(bistecca fiorentina). როგორც წესი, სტეიკი სისხლიანი მოაქვთ, თუმცა შეგიძლიათ „მიდიუმ“
შემწვარი მოითხოვოთ. პორცია 2-3 ადამიანს ჰყოფნის.

სხვა ადგილობრივი კერძები რაღაც „საშუალო
იტალიურია“ ოღონდ ტოსკანური სანელებლებითა და არომატით. პირველ კერძად სპაგეტის ირჩევენ,
საუზმეულად – არტიშოკს ან ბრუსკეტას, დესერტად – ყველს. და რა თქმა უნდა, პირველი
კლასის ნაყინს. ფლორენცია სრული სერიოზულობით მთელი მსოფლიოს წინაშე პრეტენზიას გამოთქვამს,
რომ გახდეს ამ ცივი ტკბილეულის სამშობლო. „ჟელატერიებში“ (კაფე-სანაყინეები,
მახვილი „ი“ ასოზე) ნაყინის საკმაოდ დიდი ბურთულა ვაფლის ჭიქაში 1,5 ევროდან
იწყება.

ფლორენციულ მენიუშია კიდევ ერთი კერძი, რომელიც
ცალკე ყურადღებას იმსახურებს. ეს გახლავთ მივიწყებული და ქუჩებში ტრიუმფით
დაბრუნებული lampredotto – მოშუშული საქონლის კუჭის ნაჭერი პომიდვრით. მას როგორც დახვეწილ
რესტორნებში, ისე ქუჩის ჯიხურებში ან სავაჭრო ფურგონებზე მოგართმევენ სენდვიჩის
სახით (4 ევროდან).

ტოსკანურ კიანტის კი დიდი წარდგენა არ სჭირდება. მას ყველგან დიდი სიამოვნებით მიირთმევენ და ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ფლორენციის მაცხოვრებლებს მივბაძოთ. დიჯესტივის სახით გრაპას ან ლიმონჩელოსაც მიირთმევენ, ხოლო სადილამდე შეუძლიათ კამპარი ან ჩინზანო გადაკრან.

ასევე იხილეთ:

Facebook კომენტარები