საქართველოს
ავიაბაზარზე
12%-იანი
წილის
მფლობელია
უკრაინული
დაბალბიუჯეტიანი
ავიაკომპანია
SkyUp Airlines-ი,
რომელიც
2021 წლის
იანვარ-ივნისიში 64125
მგზავრს
მოემსახურა.

ავიაკომპანიამ
მოახერხა
და
ერთის
წლის
განმავლობაში
საქართველოს
ავიაბაზარზე
პოზიციები
7%-ით
გაიუმჯობესა,
ხოლო
2019 წლის
იანვარ-ივნისთან
შედარებით
კი
10%-ით.

სამოქალაქო
ავიაციის
სააგენტოს
ინფორმაციით,
SkyUp Airlines-ი 2020
წლის
იანვარ-ივნისში
გადაყვანილი
მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 5%-ს აკონტროლებდა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისში
კი
მხოლოდ
2%-ს. 

2021 წლის
6 თვეში SkyUp
Airlines-ი
64125 მგზავრს
მოემსახურა,
2020 წლის
6 თვეში
– 34764 მგზავრს,
ხოლო
2019 წლის
ანალოგიურ
პერიოდში
კი 41606
მგზავრს.
შესაბამისად SkyUp
Airlines-მა საქართველოს
აეროპორტებში
მიმდინარე
წელს
85%-ით
მეტი
მგზავრი
გადაიყვანა
ვიდრე
2020 წლის
ანალოგიურ
პერიოდში
და
54%-ით
მეტ
მგზავრს
ვიდრე
2019 წლის
ანალოგიურ პერიოდში.
უნდა
ითქვას,
რომ SkyUp
Airlines-მა მოახერხა
და
საქართველოსა
და
უკრაინას
შორის
პანდემიამდე არსებული მგზავრთნაკადის ზრდა მოახერხა.

SkyUp Airlines-მა
ოპერირება
2018 წლის
მეორე
ნახევრიდან
დაიწყო
და
ერთ-ერთ პირველ მიმართულებად
სწორედ,
რომ
საქართველო
აირჩია. 

წყარო: https://avianews.ge/skyup-airlines-i-saqarthvelos-aviabazarze-pozitsiebs-imqharebs/

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze