საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ია, რომელმაც პირველობა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა. თურქულმა ავიაგადამზიდავმა 2021 წლის 6 თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პოზიციები 2%-ით (12%) გაიმყარა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი 4%-ით (10%). 

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
სამინისტროს
სსიპ
სამოქალაქო
ავიაციის
სააგენტოდან
გამოთხოვილი
ინფორმაციის
მიხედვით,
2021 წლის
6 თვეში Turkish Airlines-ი 76216 
მგზავრს
მოემსახურა,
რითაც
საქართველოს
ავიაბაზრის
14%-იანი
წილის
მფლობელი
გახდა. 

საქართველოს ავიაბაზარზე 12%-იანი წილის მფლობელია უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი, რომელიც 2021 წლის იანვარ-ივნისიში 64125 მგზავრს მოემსახურა. ავიაკომპანიამ მოახერხა და ერთის წლის განმავლობაში საქართველოს ავიაბაზარზე პოზიციები 7%-ით გაიუმჯობესა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით კი 10%-ით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, SkyUp Airlines-ი 2020 წლის იანვარ-ივნისში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 5%-ს აკონტროლებდა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისში კი მხოლოდ 2%-ს. SkyUp Airlines-მა ოპერირება 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო და ერთ-ერთ პირველ მიმართულებად სწორედ რომ საქართველო აირჩია. 

საქართველოს ავიაბაზრის ლიდერთა რეიტინგში რიგით მესამე მოთამაშეა თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი, რომელიც 2021 წლის 6 თვეში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 43951 მგზავრს მოემსახურა, რითაც ბაზრის 8%-იანი წილის მფლობელი გახდა. Pegasus Airlines-მა  მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 2020 წლის 6 თვესთან შედარებით საქართველოს ავიაბაზარზე პოზიციები 3%-ით გაიუმჯობესა, ხოლო 2019 წლის 6 თვესთან შედარებით კი 5%-ით. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ავიაკომპანია 2020 წლის 6 თვის მაჩვენებლებით საქართველოს ავიაბაზრის 5%-იანი წილის მფლობელი იყო, 2019 წლის 6 თვის მაჩვენებლებით კი 3%-ის.

საქართველოს ავიაბაზრის 7-7%-იანი წილის მფლობელები არიან ბელორუსული ავიაკომპანია Belavia და ისრაელური ავიაკომპანია Israir Airlines-ი.

2021 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტებში გადაყვანილი 28094 მგზავრით ბაზრის 5%-ის მფლობელია არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai, რომელიც 2020 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებლებით ბაზრის ასევე 5%-ს ფლობდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ბაზრის 4%-ს.

2021 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, საქართველოს ავიაბაზრის 4-4%-იანი წილის მფლობელები არიან ავიაკომპანიები: El Al Israel Airlines-ი, LOT Polish Airlines-ი და Ukraine International Airlines-ი (FlyUIA). ბაზრის 3-3%-ს კი აკონტროლებენ: Aircompany Armenia, Air Astana, Wizz Air-ი, Qatar Airways-ი, Flynas-ი და Georgian Airways-ი.

სამოქალაქო
ავიაციის
სააგენტოს
ინფორმაციით,
2021 წლის
იანვარ-ივნისში
საქართველოს
ავიაბაზრის
ლიდერი
ავიაკომპანიების
მიერ
გადაყვანილი
მგზავრთნაკადის სტატისტიკა ასეთია: 

  • ავიაკომპანია Turkish Airlines – 76 216 მგზავრი 14%;
  • ავიაკომპანია SkyUp Airlines – 64 125 მგზავრი 12%;
  • ავიაკომპანია Pegasus Airlines – 43 951 მგზავრი 8%;
  • ავიაკომპანია Belavia – 37 799 მგზავრი 7%;
  • ავიაკომპანია Israir Airlines – 36 927 მგზავრი 7%;
  • ავიაკომპანია FlyDubai – 28 094 მგზავრი 5%
  • ავიაკომპანია LOT Polish Airlines – 23 800 მგზავრი 4%
  • ავიაკომპანია Ukraine International Airlines – 21 989 მგზავრი 4%
  • ავიაკომპანია EL AL Israel Airlines – 21 956 მგზავრი 4%

PS აღსანიშნავია,
რომ
ამა
თუ
იმ
ავიაკომპანიისთვის
პროცენტული
მაჩვენებლის
კლება
ან
მატება
დამოკიდებულია
კონკრეტულ
წელს
არსებულ
საერთო
მგზავრთნაკადზე და საანგარიშო პერიოდში კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი
მგზავრების
რაოდენობაზე.
მგზავრთნაკადის რაოდენობის ცვლილების ფონზე წლიდან წლამდე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება. საგულისხმოა ისიც, რომ 2020 წელს COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული
რეგულაციების
ფონზე
ავიაკომპანიების
უმეტესობას
საქართველოს
ავიაბაზარზე
რეგულარული
რეისების
შესრულება
შეზღუდული
ჰქონდათ
და
ბაზარზე
დაბრუნება
ეტაპობრივად
და
მინიმალური
სიხშირეებით დაიწყეს.

წყარო: https://avianews.ge/turkish-airlines-ma-pirveloba-daibruna-vin-ra-tsils-phlobs-saqarthvelos-aviabazarze/

Facebook კომენტარები