აჭარის
ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით მუშაობას
აგრძელებს. ამჯერად, კვებისა და ტურისტული ობიექტებში მომსახურების ხარისხის
ასამაღლებლად სასწავლო ვიდეოგაკვეთილების შექმნა იგეგმება. სარესტორნო თემატიკაზე
მომზადებულ ვიდეოგაკვეთილებში აქცენტი სერვირებასა და მომსახურების საერთაშორისო
სტანდარტებზე გაკეთდება.

სტუმრის
მიღება, გარდერობის მომსახურება, მაგიდასთან განთავსება, სტუმართან სწორი
კომუნიკაცია, მაგიდის ეტიკეტი და მომსახურების ენა, ასევე სუფრის სწორი გაშლა (Set-up), სტანდარტები და
მათი თავისებურებები (საუზმის, სადილის და ვახშმის სერვირება), ღვინისა და სხვა
ალკოჰოლური სასმელების სერვირება, კერძის შეხამება ღვინოსთან, წარდგენა და
სერვირება – ის ძირითადი თემებია, რომელზეც ჯამში 10 ვიდეო მომზადდება.

სასწავლო
ვიდეოგაკვეთილები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების ონლაინ ვებ-პორტალზე
visitajara.com
აიტვირთება, სადაც უწყების მიერ ჩატარებული ტრენინგები,
მასტერკლასები, ვიდეოგაკვეთილები, სასწავლო მასალები და დაგეგმილი ტრენინგების
განრიგია განთავსებული.

წყარო: https://avianews.ge/atcharashi-sarestorno-thematikaze-videogakvethilebi-mzaddeba/

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze