ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შემდეგ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის დაგრძელებაც იგეგმება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ მთავრობის სურვილია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ყველა ტიპის საჰაერო ხომალდის მიღება შეძლოს. 

“ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ასაფრენ/დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის შედეგად ყველა ტიპის საჰაერო ხომალდის მიღება შეძლოს. ვფიქრობთ, რომ არსებული ბილიკის 3,5 კილომეტრამდე დაგრძელება მოვახდინოთ”, აცხადებს ქვრივიშვილი. 

მისივე განმარტებით, შემოდგომაზე კოპიტნარის რკინიგზის სადგურის რეაბილიტაციის დასრულებაც მოხდება.

„ასევე ძალიან მიხარია, რომ რკინიგზის სადგურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ძალიან კარგი, ფორსირებული ტემპებით, ჩვენ დაახლოებით 2 კვირის წინ ვიყავით იმერეთში, პირადად მოვინახულეთ რეაბილიტაციის პროცესი და იმ შემოდგომაზე უკვე გვექნება სრულად დასრულებული კოპიტნარის რკინიგზის სადგური. დაახლოებით 2 კმ-ია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რკინიგზის სადგურამდე მანძილი. მატარებელი გაჩერება აღნიშნულ სადგურზე” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

წყარო: https://avianews.ge/quthaisis-saerthashoriso-aeroportshi-asaphren-dasaphreni-bilikis-3-5-km-mde-dagrdzeleba-igegmeba/

Facebook კომენტარები