2021 წლის ივნისში 2020 წლის ივნისთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 18%-ით შემცირდა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ივნისში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 281,823 ტონა შეადგინა, 2020 წლის ივნისში კი 1 566, 753   ტონა.

შესაბამისად ტვირთბრუნვა 18,19%-ითაა შემცირებული.

2021 წლის ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის ივნისში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 42,25%-ა. 2019 წლის ივნისში აეროპორტმა 2 219,434 ტონა ტვირთი გაატარა.

საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.

წყარო: https://avianews.ge/ivnisshi-2019-tslis-ivnisthan-shedarebith-saqarthveloshi-sahaero-satvirtho-gadazidvebis-motsuloba-42-ithaa-shemtsirebuli/

Facebook კომენტარები