ავიარეისების განრიგი და ფასები გუანჯოუს მიმართულებით

ცისქვეშეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქს გუანჯოუს მრავალი იერსახე აქვს, ამიტომაც
მას რამდენიმე სახელსაც
კი უწოდებენ: სუიჩენი, რაც ითარგმნება როგორც „ბრინჯის თავთავების
ქალაქი“, ან იანჩენი – „თხების ქალაქი“.

ძველი
თქმულების თანახმად ამ ადგილზე ოდესღაც პატარა სოფელი იყო, რომლის მოსახლეობაც შიმშილით იხოცებოდა. მათ გადასარჩენად ციდან ხუთ თხაზე ამხედრებული ხუთი ღმერთი დაეშვა, თითოეულ ცხოველს პირში ბრინჯის ხუთი თავთავი ჰქონდა. სწორედ ამ თავთავებით მოსახლეობამ არა მარტო შიმშილი დაიოკა, არამედ ველები დათესა, რამაც ისინი სიკვდილისგან იხსნა და დასახლების კეთილდღეობას შეუწყო ხელი.

გუანჯოუ ჩინეთის სიდიდით მესამე ქალაქია, პეკინისა და შანხაის შემდეგ. ჩვ.წ.აღ.-მდე 862 წელს დაარსებული იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელმაც თავისი მდიდარი ისტორია და უნიკალური კოლორიტი დღემდე
შეინარჩუნა. ამავდროულად,
ეს არის გლობალური მნიშვნელობის ვაჭრობისა და მრეწველობის ულტრათანამედროვე ცენტრი. გარდა ამისა, ლეგენდარული აბრეშუმის გზა სწორედ გუანჯოუს პორტიდან
იღებდა სათავეს.

როგორ ჩახვიდეთ გუანჯოუში

The Cheapest Flights for this Month from თბილისი to გუანჟოუ

ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან გუანჟოუ, წლის განმავლობაში

თუ თქვენ უკვე ჩინეთში იმყოფებით, გუანჯოუში შეგიძლიათ მატარებლით ან
ავტობუსით ჩახვიდეთ. გუანჯოუსთან ყველაზე ახლოს ჰონგ-კონგი მდებარეობს –
ჩქაროსნული მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 2 საათია და 230 HKD დაგიჯდებათ.
ცოტა მეტი დრო დაგჭირდებათ ავტობუსით ან საბორნე მიმოსვლით მგზავრობის
შემთხვევაში. ავტობუსის ბილეთის ღირებულებაა 220 HKD მოზრდილთათვის და 170 HKD –
12 წლამდე ასაკის ბაშვისა და 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანისთვის. ბორნით
მოგზაურობის ღირებულებაა 350 HKD. გუანჯოუში ასევე 3 საათში შეძლებთ ჩაფრენას
ადგილობრივი ავიახაზებით პეკინიდან ან შანხაიდან. ბილეთის საფასურია – დაახლოებით
1200 CNY. ფასები ვებ-გვერდზე მითითებულია 2019 წლის მარტის მდგომარეობით.

თუ
ჩინეთში ჰონგ-კონგის გავლით შედიხართ, ხოლო ტოვებთ პეკინიდან ან შანხაიდან (ან
პირიქით), მაშინ ჰონგ-კონგისა და ჩინეთის ვიზა უნდა მიიღოთ. გუანჯოუში და უკან
მგზავრობისთვის ჩინეთის ვიზა უნდა გააფორმოთ (თუ 72 საათზე მეტ ხანს გაჩერდებით).

აეროპორტიდან ქალაქში

ქალაქიდან 28 კმ-ში ბაიუნის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს, ერთ-ერთი
ყველაზე დიდი სამხრეთ ჩინეთში. აქ შეგიძლიათ ფრენა აზიის თითქმის ნებისმიერი მსხვილი
ქალაქიდან და ევროპისა და ამერიკის ბევრი დიდი ქალაქიდან. აეროპორტიდან ქალაქში
ყველაზე მარტივად მეტროს მე-3 ხაზით მოხვდებით. მატარებელი ყოველ 5-10 წუთში გადის,
მგზავრობის ხანგრძლივობა – დაახლოებით 50 წუთია. ბილეთის ფასი – 12 CNY. გარდა
ამისა, აეროპორტიდან ქალაქში ავტობუსი კურსირებს, მაგრამ საცობში მოხვედრის რისკი
არსებობს. თუ გაგიმართლათ და ცარიელ გზაზე მოხვდით, გზაში მხოლოდ საათზე ცოტა მეტ
დროს გაატარებთ. მგზავრობის ღირებულება დაახლოებით 20 CNY. რა თქმა უნდა,
აეროპორტში ხელმისაწვდომია ტაქსის 24-საათიანი მომსახურება, მგზავრობა 120-150 CNY
დაგიჯდებათ.

გუანჯოუს რაონები

ქალაქი 10 რაიონისა და 2 მაზრისგან შედგება. ტურისტებს შორის ყველაზე
პოპულარული რაიონებია უესიუ და ლიუანი. სწორედ უესიუში დგას ცნობილი 5 თხის ქანდაკება,
აქვეა ორქიდეების ბაღი და ქალაქის ყველა ყველაზე ცნობილი ტაძარი. ლიუანის რაიონში
ტურისტებს იზიდავს „ტბების ბაღი“ და „ჩენის საგვარეულოს აკადემია“.

შოპინგის მოყვარულები ტიანჰეს რაიონით დაინტერესდებიან, აქ ქალაქის დიდი
ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები მდებარეობს. მთავარი ღირსშესანიშნაობებია გუანდუნის
პროვინციის მუზეუმი და ოპერის თეატრი.

კიდევ ერთი ტურისტული რაიონია – ჰაიჯუ. ქალაქის ამ ნაწილში გუანჯოუს
ტელეანძა დგას, რომელზეც ასვლის შემთხვევაში ქალაქის ხედით დატკბობას შეძლებთ.

ტურისტებისთვის
საცხოვრებლად ყველაზე მოხერხებული რაიონია უესიუ – გუანჯოუს ყველაზე მწვანე და
სუფთა რაიონი. აქ მოგზაურებს ელოდებათ საუკეთესო 4 და 5* სასტუმროები. უფრო
მოკრძალებული ვარიანტები, სამ ვარსკვლავიანი სასტუმროები და სტუდენტური ჰოსტელები,
ლიუანის რაიონში უნდა ეძებოთ.

ტრანსპორტი

გუანჯოუს მოსახლეობა ქალაქში მეტროთი და
ავტობუსით გადაადგილება. მეტროპოლიტენი აქ 1999 წელს გაიხსნა, ამჟამად 8 ხაზი მოქმედებს. მეტროთი შეგიძლიათ
იმგზავროთ რკინიგზის სადგურამდე, აეროპორტამდე, ავტოსადგურამდე, გუანჯოუს ცენტრამდე და გარეუბანში მდებარე ფოშანის რაიონამდე. გაჩერებები ინგლისურ ენაზე და 2 ადგილობრივ დიალექტზე ცხადდება: მანდარინსა და კანტონეზურზე. ღირებულება დამოკიდებულია მანძილზე: 2 CNY-დან (არაუმეტეს 3 გაჩერებისა) 15 CNY.

გუანჯოუს მეტროპოლიტენი ღიაა 7:00 საათიდან 23:00 საათამდე, მატარებელი ყოველ 3 წუთში გადის 21:00 საათამდე და ყოველ 7 წუთში – 21:00 საათის შემდეგ.

ავტობუსების ქსელი მთელ ქალაქს მოიცავს, მაგრამ ძლიერი სატრანსპორტო მოძრაობის გამო მგზავრობა შესაძლოა გაჭიანურდეს. გაჩერებები, როგორც წესი, დაყოფილია „განყოფილებებად“, თითოეული კონკრეტული ავტობუსის ნომერს შეესაბამება. მეტროსგან განსხვავებით, სახმელეთო ტრანსპორტში
გაჩერებები იშვიათად ცხადდება ხოლმე ინგლისურ ენაზე. დღის ავტობუსები 6:00 საათიდან 23:00 საათამდე მოძრაობს, ღამის ავტობუსები კი – 3:00 საათამდე. მგზავრობის ღირებულება – 1 CNY-დან
იწყება, ღამით – 4 CNY-დან.

ტაქსი – ტრანსპორტის პოპულარული სახეობააა როგორც უცხოელებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მანქანა შეგიძლიათ ქუჩაში გააჩეროთ, ავტოსადგომზე იპოვოთ ან ტელეფონით გამოიძახოთ. გაითვალისწინეთ, რომ მძღოლების უმრავლესობა ინგლისურად
არ საუბრობს. ღირებულება – 12 CNY პირველი 3 კმ, თითოეულ მომდევნო კილომეტრი კი – 2,6 CNY. შორი მგზავრობისთვის (35 კმ-ზე მეტი) ტაქსის მძღოლი დამატებით საფასურად მთლიანი თანხის ნახევარს აიღებს.

მდინარე ჩჟუძიანის გადაკვეთა ბორნით
შეგიძლიათ. ტურისტებს შორის პოპულარობით სარგებლობს მარშრუტი Huangsha —
Bai-e-tan Bar. რეისები ყოველ 10-15 წუთში სრულდება 6:00 საათიდან 22:00 საათამდე. ფასი – 3 CNY.

ქალაქის ცენტრში ველოსიპედით მოძრაობა მკაცრად აკრძალულია. ველოსიპედით
სეირნობისთვის შესაფერისი ადგილია მდინარის
გასწვრივ მდებარე რაიონი ჰაიჩჟუ. ველოსიპედის ქირაობას ერთ-ერთ გაქირავების პუნქტში შეძლებთ, გადახდას კი – ნაღდი ფულით ან სატრანსპორტო ბარათით. ფასი – CNY 30 დღეში.

სამგზავრო ბარათები

Transportation
Smart Card სამგზავრო ბარათით ქალაქის ნებისმიერი ტრანსპორტით შეგიძლიათ
იმგზავროთ. არსებობს 8 სახეობის ბარათი, რომელთა შეძენას შეძლებთ მეტროპოლიტენის
სალაროებში, გაზეთების კიოსკებსა და ქუჩის ავტომატებში. ტურისტები ჩვეულებრივ 20
CNY-ის ღირებულების ბარათს ყიდულობენ. ბალანსის შესვება შესაძლებელია მეტროს
ნებისმიერ სადგურში. ბარათის მეშვეობით შეგიძლიათ გადაიხადოთ ზოგიერთ
სუპერმარკეტში, კიოსკსა და სავაჭრო ავტომატში.

გარდა სატრანსპორტო
ბარათისა გუანჯოუში იყიდება ერთჯერადი მგზავრობის ბილეთები მეტროსა და სახმელეთო
ტრანსპორტში, ასევე სადეპოზიტო ბილეთები, რომელთა მეშვეობით მეტროთი ან ავტობუსით
რამდენჯერმე მგზავრობას შეძლებთ, თანაც 5% ფასდაკლებით. თუ ბილეთი შეიძინეთ და
მგზავრობა გადაიფიქრეთ, დაბრუნებას შეძენიდან 30 წუთის განმავლობაში შეძლებთ.

კავშირი და Wi-Fi

ჩინეთში 3
მობილური ოპერატორი ფუქნციონირებს: China Mobile, China Telecom და China Unicom.
პირველს საუკეთესო დაფარვა და ყველაზე საინტერესო შეთავაზებები აქვს. თუმცა
რამდენად მომგებიანიც არ უნდა იყოს ტარიფები, ულიმიტო ტარიფებს, როგორიც
საქართველოშია, აქ ვერ იპოვით. უფრო მეტიც, ჩინეთში შემომავალი ზარები ჩვეულებრივ ფასიანია.

სიმ-ბარათის გასაფორმებლად
პასპორტი და, სავარაუდოდ, თარჯიმანი დაგჭირდებათ – მობილური ქსელის მაღაზიის
თანამშრომლების უმრავლესობა არ საუბრობს ინგლისურად. სიმ-ბარათის საშუალო
ღირებულებაა 100 CNY, ნახევარი კი ბალანსზე დაგერიცხებათ. ბალანსის შევსება ხდება
მომენტალური გადახდის პლასტიკური ბარათების მეშვეობით 30, 500 და 100 CNY-ად. ბარათების
შეძენას შეძლებთ გაზეთების კიოსკებში, სასურსათო მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში.

სამივე ჩინური ოპერატორი
მობილური ინტერნეტის მომსახურებას გთავაზობთ; ქსელთან წვდომა ასევე შეგიძლიათ
მიიღოთ ინტერნეტ კაფეებში 5-10 CNY საათში. Wi-Fi ხელმისაწვდომია ბევრ რესტორანში,
ყავის მაღაზიაში, პარკსა და ზოგიერთ ავტობუსშიც კი. სასტუმროში ინტერნეტთან
წვდომისათვის სპეციალური კოდის მისაღებად ადმინისტრატორს
უნდა მიმართოთ.

გუანჯოუს სასტუმროები

ყოველდღე გუანჯოუ ათასობით ტურისტს, ბიზნესმენსა და მივლინებაში მყოფ
პირს იღებს. შეძლებული ბიზნესმენები ხუთვარსკვლავიან ბიზნეს-სასტუმროებში განთავსებას
ამჯობინებენ, უფრო „უბრალო“ მენეჯერები კი 3* სასტუმროებში. ტურისტებს 4*
სასტუმროები რჩებათ, თავისუფალ ტურისტებს კი – სტუდენტური ჰოსტელები. 4*
სასტუმროში დღე-ღამის ღირებულებაა – 180-250 CNY, 5* სასტუმროში – ფასი 300 CNY-დან
იწყება. ბიუჯეტურ ჰოსტელში/საერთო საცხოვრებელში საწოლის ღირებულებაა – 30-80 CNY.
ყველა მსხვილი სასტუმრო ოთახის ღირებულებას ქალაქის გადასახადს უმატებს 5%-ის ოდენობით.
პატარა სასტუმროებს კი ეს ხშირად ავიწყდებათ ხოლმე.

ქალაქში არ არის ცენტრალური გათბობა, ზამთრობით კი ჰაერის ტემპერატურა +10 С -მდე შეიძლება დაეცეს, მაგრამ ყველა სასტუმროში არის გამათბობელი – სავალდებულო ატრიბუტი.

Hotels გუანჯოუ: 3 stars

დიდი საერთაშორისო
ბაზრობების დროს (აპრილი და ოქტომბერი) თითქმის ყველა სასტუმროში განთავსების ღირებულება
ორჯერ იზრდება. ასევე თანხის დაზოგვის თვალსაზრისით არ არის საუკეთესო დრო –
ჩინური ახალი წლის დღესასწაულის პერიოდი, მაგრამ მისი დასრულებისთანავე
ფასდაკლებების პერიოდი იწყება.

რა დავაგემოვნოთ

გუანჯოუ – კანტონეზური სამზარეულოს სამშობლოა, რომელიც მთელ მსოფლიოში
ჩვეულებრივ ტრადიციულ ჩინურ სამზარეულოსთან ასოცირდება. ამასთან, ჩინური
სამზარეულოს ყველა უცნაურობა და ისეთი ეგზოტიკური კერძები, როგორიცაა შემწვარი
კალიები, წარმოშობით ასევე გუანჯოუდანაა. ადგილობრივი მოსახლეობა ამაყობს თავისი
„ყოვლისმჭამელობით“: ისინი მიირთმევენ მწერებსა და გველებს, ჭიებსა და ლოკოკინებს,
იხვის ენასა და ქათმის ფეხებს. თუ გამბედაობა გეყოფათ, ეს ყველაფერი ნებისმიერ
კვების ობიექტში შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

თუ ავანტიურისთვის ჯერ არ ხართ მზად, ჩვეული
კანტონეზურ სტილში მომზადებული წიწილა დააგემოვნეთ White Cut Chicken. აქაც გაოცებული
დარჩებით: ფრინველს მთლიანად მოგართმევენ ფეხებთან და
თავთან ერთად (ბიბილოც კი ადგილზეა) – ასეთია ტრადიცია.

„სიუ მეი“ – კანტონეზური ბარბექიუ. მზადდება ღორის ან იხვის ხორციდან
ტკბილი სანელებლებით და ტკბილ-მჟავე სოუსთან ერთად მოგართმევენ. სხვათა შორის, მოტკბო
გემო – ყველა კანტონეზური კერძის განმასხვავებელი ნიშანია, ჩილის აქ ფაქტობრივად
ვერ იპოვით.

„დიმსამი“
– ეს არის კერძი-ცერემონია და გუანჯოუს სავიზიტო ბარათი. სტუმრებს რამდენიმე
კალათა თხელ ცომში მოთავსებულ ახალმომზადებულ საუზმეულს სთავაზობენ, შემდეგ ისინი
მათთვის სასურველს ირჩევენ და მაგიდასთან სხდებიან. თითოეული საუზმეული – კულინარიული
ხელოვნების ნიმუშია. აქ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა: ბრინჯის ცომის გამჭვირვალობას,
ინგრედიენტების ბალანსსა და სამეფო კრევეტების სიტკბოს. „დიმსამს“ ჩაის დიდ
ჩაიდანთან ერთად მოგართმევენ. ვახშამი შეიძლება რამდენიმე საათიც კი გაგრძელდეს.
თუ ჩაი დამთავრდა, საკმარისია ჩაიდანის სახელურზე ჭიქა მოათავსოთ – მიმტანი
დაუყოვნებლივ შეავსებს სასმელს.

გუანჯოუს სამზარეულო და რესტორნები

გუანჯოუში ყველაზე მეტი რესტორანი მდებარეობს მთელი ჩინეთის
მასშტაბით. გარდა კანტონეზური სამზარეულოს ტრადიციული დაწესებულებებისა, აქ იპოვით
ევროპულ, იაპონურ, უზბეკურ, რუსულ და უკრაინულ დაწესებულებებსაც კი. ყველაზე მდიდრულ
რესტორნებს სასტუმროებში იპოვით, სადაც ვახშამი დაახლოებით 100-150 CNY დაგიჯდებათ
ალკოჰოლის გარეშე. უფრო უბრალო რესტორნებში 50 CNY-ად ივახშმებთ. გუანჯოუში ასობით
ქუჩის სასაუზმეა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და ჩვეულებრივ
კანტონეზურ სამზაურელოს შემოგთავაზებენ. ყველაზე პოპულარული ქუჩის კერძებია:
ბრინჯის ბლინები შიგთავსით, მსუყე წვნიანი, ატრია და ჩინური პელმენი. ერთ-ერთ ასეთ
პავილიონში წახემსება 10 CNY-ზე ნაკლები დაგიჯდებათ, ამასთან ულუფა ორი
ადამიანისთვისაც კი საკმარისია.

კულინარული ავანტიურისტების ატრაქციონია – ვახშამი „გველის რესტორანში“.
აქ მზად არიან სტუმრებს შესთავაზონ 50-ზე მეტი კერძი სხვადასხვა სახეობის
გველისგან, მათ შორის შხამიანი გველისგან.

განუმეორებელი
კოლორიტისთვის ეწვიეთ ერთ-ერთ რესტორანს, რომელიც მდინარე ჩჟუძიანის სანაპიროზე
მდებარეობს, სადაც ჭურჭელს სტუმრების თვალწინ მწვანე ჩაით რეცხავენ. ტურისტებს
შორის პოპულარობით სარგებლობს შამიანის ქუჩაზე მდებარე „რესტორანი ხით“. მისი
პოვნა ადვილია, რადგან არცთუ ისე ბევრი დაწესებულების სახურავიდან შეძლებთ მწვანე ვარჯის
ხილვას.

გასართობი საშუალებები და
ღირსშესანიშნაობები

გუანჯოუ – ეს არის უძველესი პაგოდები და თანამედროვე ცათამბრჯენები,
მწვანე პარკები და კოხტა საცალფეხო ზონები, უნიკალური არქიტექტურული, ისტორიული და
ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები.

კეთილდღეობით აღსავსე გუანჯოუს ცხოვრება ასახულია ლინანის უნიკალურ
კულტურაში, რომელიც დღეს ჩინეთის ფარგლებს გარეთაც განთქმულია. სწორედ აქ ქმნიან
უჩვეულო „შუშის“ მუსიკას.

ღირსშესანიშნაობებიდან პირველ რიგში უნდა მოინახულოთ ცნობილი ხუთი თხის
ქანდაკება – ქალაქის სიმბოლო. იგი გუანჯოუს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და თვალწარმტაც
პარკში – „უესიუში“ მდებარეობს. აქვე მდებარეობს ერთ-ერთი დღემდე შემონახული
ხუთსართულიანი კოშკი ჩჟენჰაი, საიდანაც პარკის საოცარი ხედი იშლება. პარკი „უესიუ“
– გუანჯოუს უდიდესი პარკია, სადაც ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ქრიზანთემების
ბაზრობა და გამოფენა ეწყობა. ზაფხულში გირჩევთ ორქიდეების მდიდრულ და დახვეწილ პარკს
და სამხრეთ ჩინეთის ბოტანიკურ ბაღს ეწვიოთ.

 „ჰაიჩუანის“ პარკში უძველესი და ოდესღაც ყველაზე
დიდი ოკეანის ბაირაღის მონასტერი დგას. ზოგადად ქალაქში მრავალი ტაძარია, რომლებიც
გაგაოცებთ არქიტექტურის დიდებულებითა და სილამაზით – მოკრძალების ვაჟების უძველესი
ტაძარი, ხუთი სულის ტაძარი, მეჩეთი ჰუაიშენი, წმინდა გულის კათოლიკური ტაძარი.

ქალაქში უამრავი მემორიალი და მავზოლეუმია, აქ საიმპერატორო აკლდამაც
მდებარეობს, სადაც დაცულია მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე უნიკალური ძეგლები. გირჩევთ
მსოფლიო ხუროთმოძღვრების რაიონს ეწვიოთ, სადაც მსოფლიო არქიტექტურის საუკეთესო
ნიმუშებია თავმოყრილი, რომელთა ფონს უბადლო ბუნება წარმოადგენს.

არ დაგავიწყდეთ ქალაქს ზემოდან გადმოხედოთ – მსოფლიოში ერთ-ერთი
ყველაზე მაღალი გუანჯოუს ტელეანძის წვეროდან. ეს არის ქალაქის ყველაზე ახალგაზრდა ღირსშესანიშნაობა
– ტელეანძა 2010 წელს გაიხსნა, ხოლო სათვალთვალო მოედანი – კიდევ უფრო გვიან.

დღეს უძველესი ქალაქი გუანჯოუ ფენომენალური სიჩქარით იცვლება: მდინარე
ჰუანპუს გასწვრივ ყოველ წელს ძვირადღირებული მრავალსართულიანი სახლების ახალი
კვარტლები ჩნდება. თუმცა გუანჯოუს სტუმრებისთვის ყველაზე მეტად საინტერესო შამიანის
კუნძულზე მდებარე ძველი კვარტლებია. ვიწრო ქუჩებით „ცინპინის“ ბაზრამდე
გაისეირნეთ, სადაც ცოცხალ მორიელებსა და კუებს იხილავთ, შემდეგ 537 წელს აგებულ
ლიუჟუნის ტაძარს ეწვიეთ, რომელიც დღემდე ძველი ქალაქის ყველაზე მაღალ შენობად
რჩება.

მუზეუმების
მოყვარულებს გუანჯოუ გუანდუნის პროვინციაში მდებარე საგამოფენო კომპლექსს სთავაზობს, შთამბეჭდავი „მხარეთმცოდნეობის“ კოლექციით. მუზეუმის ცალკეული სიამაყეა – ექსპოზიცია, რომელიც ჩაისა და ჩაის კულტურას ეძღვნება (ინლისურენოვანი
ვებ-გვერდი
). ჩინეთის
სახვითი ხელოვნების უკეთ გაცნობას შეძლებთ მუზეუმებში Guandong Museum of Art და Guangzhou Museum of Art.

ასევე იხილეთი:

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze