Wizz Air ქართულ ბაზარზე არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა და თავისი დაბალი ფასებითა და კარგი მომსახურებით მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ავიაკომპანიად.

მიუხედავად ხელმისაწვდომი ფასებისა, ბილეთებზე, ბარგზე, საკვებსა თუ სხვა წვრილმანებზე ფულის დაზოგვით, იმაზე იაფად ფრენაც არის შესაძლებელი, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

10 ხრიკი ჩამოვწერეთ, რომელიც უნდა იცოდეთ, რომ Wizz Air-ით უფრო იაფად იფრინოთ:

1. გამოიწერე სიახლეები Wizz Air-ის საიტზე

აუცილებლად გამოიწერე სიახლეები კომპანიის ოფიციალურ საიტზე. ეს ერთ-ერთი საშუალებაა, რომ ყველა ხელსაყრელი შეთავაზებისა და სიახლის შესახებ მუდმივად საქმის კურსში იყო.

2. მოიწონე Wizz Air-ის ფეისბუქის ოფიციალური გვერდიც

ზოგჯერ Wizz Air ინფორმაციას განსაკუთრებული შემოთავაზებების შესახებ სწორედ თავის ფეისბუქის გვერდზე დებს. ამ შანსის გამოყენებას კი სწორედ მომხმარებლები ახერხებენ, ვისაც ეს გვერდი გამოწერილი აქვს.

3. დარეგისტრირდი საიტზე და შეიძინე Wizz Discount Club

საიტზე დარეგისტრირების შემდეგ Wizz Discount Club-ში გაწევრიანება ყოველ მომდევნო რეისზე ერთი წლის განმავლობაში ბლომად ფულის დაზოგვის საშუალებას მოგცემს.

თანაც გაითვალისწინე, რომ ამ სერვისის გააქტიურების შემდეგ შენი ექაუნთიდან არა ერთი, არამედ ორი ბილეთის შეძენა შეგიძლია შეღავათიან ფასად.

4. ბილეთი 3-4 თვით ადრე იყიდე

ფოტო: wizzair

თუ არსად გეჩქარება და მაგალითად, რამდენიმე თვეში შვებულება გინდა დაგეგმო, კიდევ ერთ ხრიკს გასწავლით. ბილეთი არა გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, არამედ 3-4 თვით ადრე იყიდე და მისი ღირებულება თითქმის განახევრდება.

5. შეიძინე WIZZ Priority

ხელბარგის ჩანთა თუ არ გყოფნის, კიდევ ერთი სასარგებლო სერვისი არსებობს – WIZZ Priority.

ეს საკმაოდ ხელმისაწვდომი სერვისია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რეისზე რეგისტრაცია სხვებზე ადრე გაიარო და ხელბარგთან ერთად თვითმფრინავში საგორებელ ჩანთასაც აიტან.

წაიკითხე ჩვენი სტატია WIZZ Priority-ის შესახებ, სადაც დაწვრილებით ინფორმაციას გაიგებ ან სერვისის შესახებ.

6. აუცილებელი არ არის, რომ თვითმფრინავში ადგილი იყიდო

თუ შორს არ მიფრინავ და დიდი ხნით მგზავრობა არ გიწევს, ან ეს შენი პირველი ფრენა არ არის, როცა აუცილებლად უნდა ხედავდე ულამაზეს ხედებს ფანჯრიდან, გარკვეული თანხა შეგიძლია იმაზეც დაზოგო, რომ თვითმფრინავში ადგილის ყიდვისგან თავი შეიკავო.

7. საკვებზე წინასწარ იზრუნე

რა თქმა უნდა, არაფერი ჯობია კომფორტულად მგზავრობასა და ახალი საჭმელით დანაყრებას, თუმცა, თუ იმის საშუალება არ გაქვს, რომ საჭმელი თვითმფრინავში იყიდო, ეგ არაფერი, რამდენიმე სენდვიჩი სახლიდანაც შეგიძლია გააყოლო ხელს.

8. წყალზე დიუთი ფრიში შეიარე

ფოტო: aelia

მათ, ვისაც საზღვრის კვეთის გამოცდილება უკვე აქვთ, იციან, რომ კონტროლის გავლისას თან არ უნდა გქონდეთ წყლის ბოთლი. თუმცა, ეს არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, რადგან მისი ყიდვა დიუთი ფრიში შეგიძლია, თან საკმაოდ იაფად.

9. ნუ დაამთხვევ ფრენას რომელიმე დღესასწაულს

ფოტო: Vlad Teodor / Shutterstock

გადაუდებელი საქმე თუ არ გაქვს, სასურველია, რომ ფრენა არ დაამთხვიო რომელიმე დღესასწაულს.

ლოგიკურია, რომ ახალ წელს, აღდგომასა და შობაზე ბევრი ადამიანი მოგზაურობს და შესაბამისად ბილეთის ფასიც, გაცილებით მაღალია.

10. დილის რეისებთან შედარებით, საღამოს რეისები გაცილებით იაფია

კიდევ ერთი ხრიკი ის არის, რომ ბილეთის ყიდვისას უმჯობესია საღამოს რეისი შეარჩიო, როცა ფასები შედარებით დაბალია. დილის რეისებზე ფრენა როგორც წესი, გაცილებით ძვირია ხოლმე.

Facebook კომენტარები