ევროპაში საჰაერო მიმოსვლის აღდგენა გრძელდება. გასულ კვირას, ევროპის საჰაერო სივრცეში 155 000-ზე მეტი ფრენა შესრულდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის შესრულებული ფრენების 62,7%-ია, აცხადებენ Eurocontrol-ში.

სტატისტიკური მაჩვენებლებით ევროპის საჰაერო სივრცის ყველაზე აქტიური მომხმარებელი, ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდავი Ryanair-ია, რომელიც დღეში დაახლოებით 1,8 ათას ფრენას ასრულებს. Ryanair-ის შემდეგ რეიტინგში Turkish Airlines-ია, დღეში საშუალოდ 1,2 ათასი ფრენით. TOP-3-ში მოხვდა ასევე ფრანგული Air France, რომელიც დღეში საშუალოდ 884 ფრენას ანხორციელებს.

პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მეტი ფრენები დაფიქსირდა 10 ივლისს. ამ დრეს ფრენების ინტენსივობამ 24,39 ათასს მიაღწია, რაც 2019 წლის მაჩვენებლების 66,6%-ია.

წყარო: https://avianews.ge/evropis-sahaero-mimosvla-63-ith-aghdga/

Facebook კომენტარები