დუბლინი მართლაც
შთამბეჭდავია: ისტორიით, რომელიც აქ ვითარდებოდა, სიძველით, რომელიც აქ შენარჩუნდა
და იმ შეზარხოშებული ადამიანებით, რომელთა რიცხვიც აქ იზრდება. სწორედ ეს
წითურთმიანი მხიარული ადამიანები სძენენ დუბლინს „პროვინციული დედაქალაქის“ ცოტათი
ზედმეტად თამამ, მაგრამ კეთილგანწყობილ ატმოსფეროსა და ხიბლს. ამ შეგრძნებას
ამძაფრებს ქალაქის იერსახე, სხვა ევროპული დედაქალაქებისგან განსხვავებით, დუბლინი
არცთუ ისე დიდია – მოსკოვთან შედარებით იგი 20-ჯერ ნაკლები ზომისაა. აქ
თანამდეროვე „შუშის“ შენობების რაოდენობა ძალიან მცირეა, რომლებიც ბოლო წლების
მანძილზე შემაშფოთებელი სიჩქარით იპყრობენ დიდ ქალაქებს, მაგრამ უხვადაა
კეთილმოწყობილი პარკები და ბაღები. თუმცა ღირსშესანიშნაობების რაოდენობა
სტანდარტული შვებულებისთვის საკმარისზე მეტი იქნება – სწორედ ამიტომ დუბლინი
მსოფლიოს მოგზაურებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.

როგორ ჩავიდეთ დუბლინში

პირდაპირი რეისები თბილისიდან დუბლინში არ დაფრინავს, ფრენა მოგიწევთ გადაჯდომებით. ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი ვარიანტია «ლუფთანზა – lufthansa»: 7 საათი 40 წუთი გაფრენა, 7 საათი 15 წუთი — უკან, გადაჯდომა მიუნხენში. ასევე ირლანდიის დედაქლააქში რეისებს ასრულებს «თურქეთის ავიახაზები – Turkish Airlines» სტამბულის გავლით, «აეროფლოტი – Aeroflot» და «საქართველოს ავიახაზები – Georgian Airways» პარიზის გავლით.

The Cheapest Flights for this Month from თბილისი to დუბლინი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 მაი 20212 ივნ 20212 გადაჯდომაბილეთები 985 – დან

ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან დუბლინი, წლის განმავლობაში

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 მაი 20212 ივნ 20212 გადაჯდომაშეძენა: 985 -დან
1 სექ 20215 სექ 20211 გადაჯდომაშეძენა: 1 364 -დან

აეროპორტიდან ქალაქში

აეროპორტს, დუბლინის
ცენტრალურ ავტოსადგურს,
„კონოლის“ რკინიგზის სადგურს (Connolly) და
ჰიუსტონის (Heuston) რკინიგზის
სადგურს შორის ყოველ 20 წუთში ჩქაროსნული ავტობუსი Airlink მოძრაობს (გადამზიდავის ოფიციალური ვებ-გვერდი). იგივე
კომპანია უზუნველყოფს კავშირს ქალაქ კორკსა და ადგილობრივ აეროპორტს შორის,
აგრეთვე შენონის აეროპორტსა და ლიმერიკს შორის (აეროპორტიდან უახლოესი ქალაქი – 25
კილომეტრი). გარდა ამისა, დუბლინის ცენტრიდან (კონოლის ქ.) აეროპორტამდე
ჩვეულებრივი ქალაქის ავტობუსი დადის, განრიგი და გაჩერებების ადგილმდებარეობა
საინფორმაციო ბიუროში დააზუსტეთ.

აეროპორტიდან ტაქსით მგზავრობა 25-35 ევრო დაგიჯდებათ. სადგომი ტერმინალის გასასვლელთან მდებარეობს, ცენტრამდე მგზავრობის ხანგრძლივობა – დაახლოებით 20 წუთია. ფასები ვებ-გვერდზე მითითებულია 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით.

ტრანსპორტი

დუბლინის
მაცხოვრებლები და სტუმრები ძირითადად ავტობუსით, ტრამვაითა და მატარებლით
მოძრაობენ, ხოლო ტაქსით მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში სარგებლობენ მათი
სიძვირის გამო.

ლამაზი
ორსართულიანი ავტობუსები Dublin Bus ყველა მარშრუტს ემსახურება
და ძირითადად მუშაობს 6:00 საათიდან 23:30 საათამდე (ოფიციალური ვებ-გვერდი ინგლისურ ენაზე).
ბილეთები (ერთდღიანი ან ერთკვირიანი სამგზავრო ბილეთი) შეგიძლიათ მძღოლთან
შეიძინოთ, თუ წინასწარ, შეიძენთ ფასდაკლებას მიიღებთ. დუბლინის მომხიბლავ ტრამვაის
Luas სწრაფად გადაჰყავს მგზავრები გარეუბნიდან ქალაქის ცენტრში და პირიქით ორი ხაზის
მეშვეობით (რკინიგზის სადგური – გარეუბანი და სანტ-სტივენს-გრინი – ჩერივუდი). ბილეთები
ავტობუსის გაჩერებაზე განთავსებულ ავტომატებში შეგიძლიათ შეიძინოთ.

დუბლინში მაღალსიჩქარიანი
სარკინიგზო მიმოსვლა ქალაქის 25 სადგურს შორის ხორციელდება. ამ ტიპის ტრანსპორტი დედაქალაქისა
და გარეუბნების უმრავლესობას მოიცავს. მატარებლები ყოველ 15-20 წუთში 6 საათიდან
23:45 საათამდე მოძრაობს. განრიგი ირლანდიის რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ
(ინგლისურ ენაზე). ბილეთები სადგურებში განთავსებულ ავტომატებში იყიდება.

Leap Card

მათთვის,
ვინც დუბლინში საზოგადოებრივი ტრანსპორტით აქტიურად გადაადგილებას გეგმავს, უმჯობესია
Leap Card პლასტიკური ბარათი შეიძინონ. ეს არის ერთგვარი
ელექტრონული სამგზავრო ბარათი, რომლის არსებობის შემთხვევაში არ დაგჭირდებათ ცალკე
ბილეთების შეძენა თითოეული სახეობის ტრანსპორტზე – ამ ბილეთით იმგზავრებთ დუბლინის
ავტობუსში, ტრამვაისა და მატარებელში (ელექტრომატარებელში) – საკმარისია ბარათი სპეციალურ
მოწყობილობაში გაატაროთ. ამ მეთოდით გადახდის შემთხვევაში, ტურისტი ბილეთებზე
20-დან 40%-მდე დაზოგავს. ეს უკანასკნელი შესაძლებელია, თუ ბარათს სხვადასხვა
სახეობის ტრანსპორტით ორი მგზავრობის საფასურის გადასახდელად გამოიყენებთ (მაგალითად,
ტრამვაი-ავტობუსი) 90 წუთის განმავლობაში (მომსახურება Leap 90). Capping მომსახურებით კი შეგიძლიათ დღის ან
კვირის ბოლოს უფასო მგზავრობით ისარგებლოთ.

Leap Card-ზე შეგიძლიათ ჩატვირთოთ 10
მგზავრობის, ერთი კვირის, თვის ან წლის ბილეთები, აირჩიოთ ზონა. დეტალური
ინფორმაციის მიღება და ბარათის ონლაინ შეძენა ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ (ინგლისურ
ენაზე). დუბლინში იგი 650 სავაჭრო ობიექტში იყიდება. ღირებულება – 10 ევროდან
იწყება, 5 ევრო ანგარიშზე დაგერიცხებათ. ბარათის შევსება რკინიგზის სადგურებში ან
მაღაზიებში მდებარე ავტომატებში შეგიძლიათ.

ტაქსი და ველოსიპედის
ქირაობა

დუბლინში ტაქსის სიძვირის გამო ტურისტებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით
სარგებლობას და ფეხით სიარულს აჩვევენ. თანხის გადახდა ჩასხდომისთვის და ყოველი
დამატებითი მგზავრისთვის მოგიწევთ, ხოლო საღამოს, შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში
ტარიფი 10-20%-ით იზრდება. არცთუ ისე შორი მგზავრობა 15-20 ევრო დაგიჯდებათ.

ქალაქში თამამად შეგიძლიათ ისარგებლოთ ველოსიპედების გაქირავების პუნქტებით – აქ მათი დიდი არჩევანია, ასევე უხვადაა ველოსიპედები და სპეციალური ავტოსადგომებით აღჭურვილი ველობილიკები.

Dublin Pass

დუბლინში
მომგებიანია ისარგებლოთ დისკონტური ბარათით Dublin Pass (1, 2, 3 ან
5-დღიანი), რაც ტურისტებს რიგ მნიშვნელოვან ფასდაკლებას აძლევს. მოზრდილთათვის
ერთდღიანი ბარათის ღირებულება 59 ევროა, ბავშვებისთვის – 29 ევრო, 5-დღიანი – შესაბამისად
114 და 54 ევრო. Dublin Pass-ის მეშვეობით
შესაძლებელია ფასდაკლების მიღება მაღაზიებში, თეატრებსა და რესტორნებში. ამ
ბარათით ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ტრანსფერით აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში კომფორტული
Aircoach ავტობუსით. გარდა ამისა, Dublin Pass გაძლევთ შესაძლებლობას
ეწვიოთ დუბლინის ყველაზე მნიშვნელოვან 33 ღირშესანიშნაობას, მათ შორისაა ქრისტეს
ტაძარი და წმინდა პატრიკის ტაძარი, გლენსვილის მუზეუმი, გინესის ლუდის მუზეუმი,
ირლანდიური ვისკის მწარმოებელი ქარხანა, დუბლინის ზოოპარკი, ასევე შეგიძლიათ ქალაქი
საექსკურსიო ავტობუსით დაათვალიეროთ.

ბარათი ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ინგლისურად)
შეგიძლიათ შეუკვეთოთ და აეროპორტის ტერმინალებსა და ტურისტულ ცენტრში აიღოთ,
რომელიც შემდეგ მისამართზე მდებარეობს: 25 Suffolk St, Dublin 2.

დუბლინის სასტუმროები

ირლანდიაში, და დუბლინი არ არის გამონაკლისი, ყველაზე მეტად ფასობს
მყუდრო და კომფორტული „საწოლი და საუზმე“ ტიპის პანსიონები, სადაც 60-80 ევროდ
დღეში ტურისტებს პატარა, მაგრამ მომხიბლავ ოთახს და მადისაღმძვრელ ირლანდიურ
საუზმეს (შემწვარი ერბო-კვერცხი, ლორი, ტოსტი, სოკო, ლობიო) სთავაზობენ. ადგილების
დაჯავშნას წინასწარ გირჩევთ, რადგან ცენტრში მდებარე სასტუმროებისა და მათში
ადგილების რაოდენობა არცთუ ისე ბევრია.

ყველაზე ძვირადღირებული ნომრები განთავსებულია ტემპლ-ბარის მახლობლად,
მაგრამ თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, აქ განთავებას არ გირჩევთ, რადგან
ხმაურიანი ადგილია.

ჰოსტელში განთავსება (ბევრი მათგანი ცენტრში მდებარეობს) 26 ევრო დაგიჯდებათ. ასევე დუბლინის სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია განთავსება „ოჯახში“ და „ქალაქგარეთ სახლში“ (მათ უმრავლესობას უფასო სადგომი აქვს, ფასში საუზმეც შედის). შეგიძლიათ ბინა ცენტრში იქირაოთ 80-1125 ევროდ.

Hotels დუბლინი: 3 stars

Facebook კომენტარები