ქანდაკება “მე, შენ და ბათუმი” განახლებული სახით დაუბრუნდა ბათუმის ბულვარს.
ბრინჯაოს ორფიგურიან კომპოზიციას რესტავრაცია ავტორის მიერ ჩაუტარდა.
საავტორო გადაწყვეტილებით, ერეკლე წულაძემ კომპოზიციას ძაღლის და ჩიტების მცირე ზომის ქანდაკებები დაამატა, შეიცვალა ასევე ქანდაკების პოსტამენტი.
“მე, შენ და ბათუმი” ბათუმის ბულვარში სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად ტურისტებისათვის კვლავ ერთ-ერთ საყვარელ ადგილს წარმოადგენს.
წყარო: https://avianews.ge/qandakeba-me-shen-da-bathumi-bathumis-bulvars-ganakhlebuli-sakhith-daubrunda/
Facebook კომენტარები