ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი საუდის არაბეთის მიმართულებით იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანიის ინფორმაციით, Myway Airlines-ი 13 ივლისიდან თბილისი-დამამი-თბილისის საჰაერო ხაზზე განახორციელებს ოპერირებას. ფრენები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება. 

რაც შეეხება ავიაბილეთებს, დღეისათვის ფასი 300 დოლარიდანაა (ერთი გზა) (994₾), ხოლო ორმხრივი ბილეთის ფასი კი 590 დოლარიდან (1887₾).

წყარო: https://avianews.ge/13-ivlisidan-myway-airlines-i-thbilisi-damami-thbilisis-sahaero-khazze-itsqhebs-operirebas/

Facebook კომენტარები