ბორდო (Bordeaux) – ჟირონდის დეპარტამენტისა და აკვიტანიის მთელი რეგიონის დედაქალაქია და თუ ფრანგების რომანტიკულ ეპითეტებს დავუჯერებთ, ერთდროულად „პატარა პარიზი“, „მძინარე მზეთუნახავი“ და „მთვარის პორტია“. მდინარე გარონას დამრეც ნაპირებზე მდებარე ბორდო ფართობის მიხედვით საფრანგეთის ყველაზე დიდი ქალაქია, რომლის მოსახლეობა თითქმის მილიონი ადამიანია. ბორდო ცნობილია ინგლისური ზეგავლენის მქონე ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიით, შედეგად კი – ღირსშესანიშნაობების მრავალფეროვნებით, ულამაზესი ბოტანიკური ბაღებით, თანასწორობის მყუდრო ატმოსფეროთი და, რა თქმა უნდა, „გამამხიარულებელი კომპონენტით“ – მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარებული განთქმული ბორდოს ღვინოთი.

როგორ ჩავიდეთ ბორდოში

ბორდო-მერინიაკი (Bordeaux-Mérignac) ქალაქის ცენტრიდან 10 კმ-ში მდებარეობს და ძირითადად შიდა რეისებს ემსახურება. მეორე ვარიანტია – პარიზში ჩაფრინდეთ, შემდეგ კი ბორდომდე ჩქაროსნული მატარებლით იმგზავროთ (მგზავრობის ხანგრძლივობა – დაახლოებით 3 საათი). ბორდოს სადგური ქალაქის ცენტრიდან 3 კმ-ში მდებარეობს.

The Cheapest Flights for this Month from თბილისი to ბორდო

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 აგვ 202130 აგვ 20212 გადაჯდომაბილეთები 1 051 – დან

ბორდოში საფრანგეთის სხვა ქალაქებიდანაც შეგიძლიათ იმგზავროთ მატარებლით: ტულუზა, მარსელი, მონპელიე, ნიცა, ბაიონი, ნანტი და ლა-როშელი.

The Cheapest Flights for this Month from ქუთაისი to ბორდო

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 აგვ 202127 აგვ 20212 გადაჯდომაბილეთები 1 348 – დან

აეროპორტიდან ქალაქში

ბორდოს აეროპორტიდან
ქალაქის ცენტრში ჩასვლის რამდენიმე საშუალება არსებობს:

  • Jet’Bus ავტობუსით, რომელიც ბორდოს აეროპორტის B დარბაზის გასასვლელიდან ყოველ 45 წუთში გადის 7:45 საათიდან 22:45 საათამდე. ბოლო სადგურია – ბორდოს რკინიგზის სადგური (Gare St. Jean) შუალედური გაჩერებით ტურიზმის ოფისთან, გამბეტის მოედანზე და Barrière Judaique-თან. მგზავრობის ხანგრძლივობა – დაახლოებით 45 წუთი, მგზავრობის ღირებულება – 7,80 ევრო.
  • #1 ავტობუსით, რომელიც აეროპორტსა და ქალაქის ცენტრს შორის კურსირებს გაჩერებებით Mérignac Soleil, Mérignac Centre, Barrière Judaïque და გამბეტის მოედანზე. მგზავრობის ღირებულება 2 ევროს შეადგენს, გამგზავრება ყოველ 10-20 წუთში დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთიდან გამომდინარე. ხაზი მუშაობს დაახლოებით 5:30 საათიდან 0:20 საათამდე.
  • ტაქსით. ბორდოს ცენტრამდე მგზავრობა დაახლოებით 25 ევრო დაგიჯდებათ. ფასები ვებ-გვერდზე მითითებულია 2019 წლის აპრილის მდგომარეობით.

ქალაქში ორიენტირება

ბორდო მდინარე გარონას ორივე სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქის ისტორიული ცენტრი გარონას მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, ე.წ. „მთვარის პორტში“, ნახევარმთვარის ფორმის ნავსადგურში. მარჯვენა სანაპიროზე ცოტათი მოშორებით აღმართულია რამდენიმე დაბალი ბორცვი – ეს არის ბორდოს ინდუსტრიული ზონის დასაწყისი. ქალაქიდან 12 კილომეტრის დაშორებით გარონა დორდონს ერთვის და ჟირონდის დელტას ქმნის, რომელიც ყველაზე დიდია საფრანგეთში.

ტრანსპორტი ქალაქში

ბორდო საკმაოდ დიდი ქალაქია და დაუღალავად ფეხით გადაადგილებას მხოლოდ ისტორიულ ცენტრში შეძლებთ. თუ უფრო დიდი მანძილების გავლა გიწევთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტობუსი, ტრამვაი ან ველოსიპედი.

ზემოხსენებული სახელმწიფო კომპანიის #1 ავტობუსი სანაპირო ზოლის გასწვრივ გაგატარებთ ბორდოს სადგურიდან ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილამდე – Le Croiseur Colbert. შაბათ-კვირას de la Victoire მოედანსა და Quai de la Palidate-ზე მდებარე ღამის კლუბებს შორის კურსირებს S11 მარშრუტის ღამის ავტობუსი.

ტრამვაის C ხაზი იმავე სადგურიდან გადის მდინარის სანაპიროს გასწვრივ Quinconces რაიონამდე. ბილეთების შეძენა გაჩერებებზე შეგიძლიათ, ბილეთების კომპოსტირება ტრამვაის სალონში ხორციელდება.

ველოსიპედი – ქალაქში გადაადგილების კიდევ ერთი შესანიშნავი სატრანსპორტო საშუალებაა, განსაკუთრებით ბორდოს ვაკე გეოგრაფიული რელიეფისა და ველობილიკების სიუხვის გათვალისწინებით, რომელთა სიგრძე თითქმის 580 კმ-ს აღწევს!

ველოსიპედის ქირაობა შესაბამის ოფისებში შეგიძლიათ. გარდა ამისა, 2010 წლის თებერვლიდან ბორდოში V3 პროგრამა მოქმედებს („ველოსიპედები თავისუფალი წვდომით“), სადაც ველოსიპედის ქირაობა შეგიძლიათ გაქირავების ნებისმიერ პუნქტში ფიქსირებული გადასახადის სანაცვლოდ – დღეში 2 ევრო ან კვირაში 7,70 ევრო, ამასთან არ იხდით დამატებით საფასურს პირველი 30 წუთის განმავლობაში სარგებლობისათვის. ნახევარი საათის სეირნობის შემდეგ მზად იყავით საათში 2 ევრო გადაიხადოთ, ხოლო თუ თანხის დაზოგვა გსურთ, უბრალოდ დააბრუნეთ ველოსიპედი უახლოეს სადგურზე და ახალი აიღეთ.

ბორანი – მდინარე გარონათი გაყოფილი ბორდოს ორ ნაწილს შორის გადაადგილების კიდევ ერთი არსებული და რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებაა. იგი Quai Richelieu სამხრეთ ნაწილსა და Aristide Briand მოედანს შორის კურსირებს და უშუალოდ აკვიტანიის ხიდთან მდებარე ნაპირს ადგება, რომელიც ბორდოს ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

ბორდოში ფხიზლად იყავით ბორდო ზოგადად მშვიდი ქალაქია, აქ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვაც საკმარისია. გახსოვდეთ ჯიბის ქურდების შესახებ, რომლებიც ტურისტებით სავსე ისტორიული ცენტრის საფეხმავლო ქუჩებში მოძრაობენ. ავტობუსში ასვლისას, რეკომენდებულია ზურგჩანთა მოიხსნათ და ასევე ხელბარგსაც მიაქციოთ ყურადღება. დაბოლოს, გირჩევთ ბორდოს ღამის კლუბებში მარტო არ წახვიდეთ და არ მიიღოთ თუ უცხო პირი გაგიმასპინძლდებათ (მაგალითად, სასმელი ბარში): სავსებით შესაძლებელია, რომ ჭიქაში ნარკოტიკი გაურიონ. გარდა ამისა, გირჩევთ არ დარჩ

Facebook კომენტარები