საქართველოს მთავრობა გერმანულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Eurowings -ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებასაც სთავაზობს.

„ავიაკომპანია Eurowings-ის პირველ რეისს თბილისს ეწვია ავიაკომპანიის მმართველი გუნდი. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვქონოდა მათთან შეხვედრა, რომელიც იყო საკმაოდ ნაყოფიერი. შეხვედრისას ვისაუბრეთ, რომ გაფართოვდეს Eurowings-ის დაფარვის ზონა საქართველოში და თბილისის გარდა, მათ ასევე იფრინონ ქუთაისის განახლებულ აეროპორტში. ჩვენ ვხედავთ, რომ მზარდია მოთხოვნა Eurowings-ის რეისზე თბილისის მიმართულებით. სწორედ ამიტომაც მოლაპარაკება შეეხო ახალი ევროპული მიმართულებით შესაძლო ოპერირებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანია Eurowings-თან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ Eurowings-ის საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ივან ორეკი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.

დღეიდან ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Eurowings-მა დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ავიაკომპანია აღნიშნულ რეისზე ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

წყარო: https://avianews.ge/eurowings-is-khelmdzghvanelobasthan-visaubreth-quthaisshi-phrenebis-datsqhebis-shesadzleblobaze-mariam-qvrivishvili/

Facebook კომენტარები