COVID-19 ვაქცინის 1 000 000 დოზა საქართველოშია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Metro-logistics ავრცელებს.

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაკვეთით, Metro Logistics-მა კიდევ ერთხელ უზრუნველყო ტვირთის საქართველომდე ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა საბაჟო პროცედურა და სრული ლოგისტიკური პროცესი”, აცხადებენ Metro-logistics-ში.

საქართველოში COVID-ვაქცინების ტრანსპორტირება კი ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-მ უზრუნველყო.

წყარო: https://avianews.ge/geo-sky-m-saqarthveloshi-1-000-000-doza-covid-vaqtsinis-shemotana-uzrunvelqho/

Facebook კომენტარები