“1-ლი ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება ავიაკომპანია Wizz Air-ის პირველი ბაზა, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში, ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ზრდას მეტი სიხშირითა და მიმართულებით. დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ი 8 მიმართულებით ოპერირებს. მას შემდეგ, რაც ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზა განთავსდება, Wizz Air-ი ფრენებს 14 მიმართულებით განახორციელებს,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში უნგრული ავიაკომპანიის ბაზის განთავსება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ავიაციის, არამედ ტურისტული ნაკადების მოზიდვის კუთხით.

“ყველაზე მნიშვნელოვანია, აეროპორტში ბაზის არსებობა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. იმერეთის რეგიონში აეროპორტი დასაქმებისთვის საინტერესო ადგილია, ხოლო Wizz Air-ი კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.   

წყარო: https://avianews.ge/quthaisis-aeroportshi-bazis-arseboba-khels-sheutsqhobs-evrokavshiris-qveqhnebthan-pirdapiri-sahaero-mimosvlis-zrdas-mariam-qvrivishvili/

Facebook კომენტარები