Wizz Air ქუთაისში ბაზას აბრუნებს. კომპანიის ინფორმაციით, ბაზირებული ხომალდით ფრენები პირველი ივლისიდან 6 ახალი მიმართულებით განახლდება: ათენი, თესალონიკი, მემინგემი, მილანი, პრაღა, ვროცლავი.
ივნისში ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდებოდა: ბუდაპეშტი, გდანსკი, კატოვიცე, რიგა, ვილნიუსი, ვარშავა, დორტმუდი, ლარნაკა. არსებული მიმართულებები გაგრძელდება და ჯამში Wizz Air ფრენებს 9 ქვეყნის 14 მიმართულებით, კვირაში 24-ჯერ განახორციელებს.
"საქართველო Wizz Air-სთვის ძალიან საინტერესო მიმართულებაა. ავიაკომპანია, პანდემიის მიუხედავად, ანახლებს ბაზას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და საქართველოს მოსახლეობას ევროპის მიმართულებით ყველაზე დაბალ ბიუჯეტიან ფრენებს სთავაზობს. ქუთაისში Airbus A320 ტიპის ავიახომალდი იქნება ბაზირებული. Wizz Air-ის ბაზის დაბრუნება ქართული ტურიზმის სექტორისთვის ნამდვილად დიდი სტიმული იქნება, ასევე ხელს შეუწყობს საავიაციო სექტორის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, შეიქმნება დამატებით 250-ზე მეტი სამუშაო ადგილი და ისევ შევძლებთ, ადამიანებს ხელმისაწვდომი მოგზაურობის შანსი დავუბრუნოთ", — აცხადებს ანდრაშ რადო, Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.