2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი თურქული კომპანია Turkish Cargo-ა
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, 2021 წლის იანვარ-მაისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo 2 061,925 ტონა ტვირთს მოემსახურა.
საჰაერო ტვირთების გადაზიდვით საქართველოს ბაზარზე მეორე პოზიციაზე ქართული ავიაკომპანია Easy Charter-ია, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით იანვარ-მაისში 2 046,098 ტონა ტვირთი გაატარა.
საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა ასევე ლუქსემბურის საჰაერო სატვირთო გადამზიდავი Cargolux Airlines-ი, რომელიც იანვარ-მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1 013,751 ტონა ტვირთს მოემსახურა.
რაც შეეხება ბელორუსის Rubystar Airways-ს, ავიაკომპანიამ 2021 წლის 5 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 756,489 ტონა ტვირთი გადაზიდა.
გადაზიდული ტვირთების მიხედვით, ქართული ავიაბაზრის TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგშია ასევე აზერბაიჯანული ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ი, რომელმაც საქართველოს საჰაერო ტვირთების ბაზარზე იანვარ-მაისში 294,822 ტვირთს მოემსახურა.
აღსანიშნავია, რომ Rubystar Airways-ის საჰაერო ხომალდები Silk Way West Airlines-ს ჰყავს იჯარით აყვანილი და შესაბამისად Rubystar Airways-ის ხომალდებით დღეს Silk Way West Airlines-ი ოპერირებს. შესაბამისად გამოდის, რომ Silk Way West Airlines-ი საქართველოს საჰაერო ტვირთების ბაზარზე იანვარ-მაისიში 1 051,311 ტონა ტვირთს მოემსახურა და ჯამურად გატარებული ტვირთების მიხედვით TOP-5-ის მესამე ადგილზე უნდა იყოს.
წყარო: https://avianews.ge/romeli-aviakompaniebi-moemsakhurnen-qhvelaze-met-sahaero-tvirthebs-top-5/