ტოკიო (Tokyo) – გიგანტური ულტრათანამედროვე მეგაპოლისი, რომელშიც რამდენიმე თვე მაინც უნდა იცხოვროთ, რომ მისი ღირსშესანიშნაობების ნახევარს მაინც გაეცნოთ. ეს ქალაქი ურბანული მონაცემებით მეორეა მსოფლიოში და მისი მოსახლეობა 37 მილიონ ადამიანს შეადგენს. შეუძლებელია ტოკიოს აღწერა და აღქმა, სადაც Hi-Tech სიახლეები ძველი იაპონიის ხედების მეზობლად მდებარეობს.

ტოკიო სტუმარს უმალვე, მოუმზადებლად განაცვიფრებს – თავისი მრავალრიცხოვანი უბნებით, წარმოუდგენელად რთული ქალაქის დაგეგმარებით, რომელშიც პოლიციელების დახმარების გარეშე ვერ გაერკვევით, მეტროს დამოუკიდებელი ხაზებით, სადაც დღეში რამდენჯერმე დაიკარგებით. ქალაქის უზარმაზარი ნაწილი – ბეტონისა და სადენებისგან შემდგარი ჯუნგლებია, რომლებიც განათებულია ფერადი ნეონით და სავსეა ხმამაღლა მოლაპარაკეთა ხმაურით. პიკის საათებში ტოკიო ადამიანებით გადაჭედილ უზარმაზარ მასას ემსგავსება, ზაფხულობით კი უზარმაზარ სწრაფსახარშ ქვაბს. კეთილი რჩევა ტოკიოს ახალბედა ტურისტებისთვის: ძალიან ნუ მიეჯაჭვებით აუცილებელად სანახავი ადგილების სიას, აქ თქვენ ისეთ ადგილებში მოხვდებით, რომლებზე წარმოდგენაც კი არ გქონდათ.

როგორ ჩავიდეთ ტოკიოში

თბილისიდან პირდაპირი რეისები ტოკიოს მიმართულებით არ სრულდება. ავიაბილეთები ხელმისაწვდომია მხოლოდ გადაჯდომებით. ძირითადად გადაჯდომა ხდება დოჰაში და სტამბულში. ტოკიოს მიმართულებით დაფრინავს ყატარის ავიახაზები და თურქეთის ავიახაზები. მგზავრობის საშუალო ხანგრძლივობა 14 საათს შეადგენს.

იაფი ორმხრივი ავიაბილეთები თბილისი-დან ტოკიო-ში

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 მაი 20213 ივნ 2021პირდაპირი2 607 -დან
26 მაი 20213 ივნ 20212 გადაჯდომა2 898 -დან
17 ოქტ 202131 ოქტ 20211 გადაჯდომა4 588 -დან
26 მაი 20213 ივნ 20211 გადაჯდომა5 450 -დან

ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ტოკიო, წლის განმავლობაში

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
17 ოქტ 202130 ოქტ 20211 გადაჯდომაშეძენა: 2 668 -დან

იაპონიის სხვა ქალაქებიდან ტოკიოში ყველაზე სწრაფად თვითმფრინავით იმგზავრებთ, თუ საუბარია დიდ მანძილებზე. მაგალითად, საპოროდან ფრენა დაახლოებით 1 საათი 30 წუთია.

მეზობელი პრეფექტურებიდან და ქალაქებიდან ჩამოსვლა ავტობუსით (მიმოსვლა
კარგად არის განვითარებული, მაგრამ ხშირია საცობები) ან მატარებლით (სწრაფი და
საიმედოა, მაგრამ უფრო ძვირია) შეგიძლიათ. ჩქაროსნული ტყვია-მატარებლით მგზავრობისთვის ჩრდილოეთ აომორიდან ტოკიოში თითქმის 17 000
JPY გადახდა მოგიწევთ. ფასები ვებ-გვერდზე მითითებულია 2019 წლის მარტის
მდგომარეობით.

თუ ტოკიოს გარდა თქვენი დასვენების მარშრუტში იაპონიის სხვა ქალაქებიც შედის, დაფიქრდით Japan Railway Pass შეძენის შესახებ. ერთკვირიანი აბონემენტი 29 110 JPY ღირს, რომელიც შეუზღუდავად მგზავრობის შესაძლებლობას მოგცემთ თითქმის ყველა მატარებელზე, JR Bus ავტობუსების უმრავლესობაზე, აგრეთვე JR-WEST Miyajima საბორნე ხაზზე.

მნიშვნელოვანი მომენტი: JR Pass – მხოლოდ და მხოლოდ ტურისტული პროდუქტია, იგი წინასწარ, მოგზაურობამდე უნდა შეიძინოთ, რასაც უფრო მარტივად ტუროპერატორის მეშვეობით შეძლებთ. უკვე იაპონიაში მიღებულ ვაუჩერს ბილეთზე გადაცვლით JR სადგურებზე ან აეროპორტებში კომპანიის წარმომადგენლებთან.

ასევე იხილეთ: კიოტო

ტოკიოს რაიონები

23 სპეციალური რაიონი, 4 ათეული პატარა ქალაქი და დასახლება, უამრავი
კვარტალი – ტოკიოს ადმინისტრაციულ დაყოფაში გარკვევა რთულია და ტურისტისთვის არც არის
საჭირო. რა განსხვავებაა კიტა, კოტო, ოტა და ფუტიუს შორის ინტელექტუალური შოუს მოყვარულთათვის
იქნება საინტერესო, ხოლო მოგზაურს ის ინფორმაცია ესაჭიროება, რომელიც კონკრეტულ
მიზნებს ემსახურება.

ღამის ცხოვრების მოყვარულებს ვურჩევთ აქტიურ სიბუიასთან და მის მეზობელ ჰარაიუკთან ახლოს განთავსდნენ, სადაც ტოკიოს ახალგაზრდა მოსახლეობა დადის დროის გასატარებლად, ფრიად შესანიშნავი სანახაობაა! ეს რაიონები (ისევე, როგორც ამეიკო, კაპაბასი და აკიჰაბარა) კარგია შოპინგისთვის. როპონგის კვარტალში ბევრი კლუბია, მაგრამ მას არანაკლებ ცუდი სახელი აქვს იაკუძის, „ნიგერიული“ ბარებისა და ძარცვების ტალღის გამო, რომელიც რამდენიმე წლის წინ ქუჩებში აგორდა.

საოცარი ემოციების მისაღებად მონორელსით გაემგზავრეთ კუნძულ-რაიონამდე ოდაიბა ფუტურისტული შენობებით, მომავალი ოლიმპიური ობიექტებით, თემატური პარკებითა და თავისუფლების ქანდაკებითაც კი. მრავალეროვანი სინძუკუ ცნობილია მსოფლიოში ყველაზე დატვირთული სადგურით, საიმპერატორო პარკით, „გოლდენ გაიზე“ მდებარე ციცქნა ბოჰემური ბარებით, ქვეყნის უდიდესი წითელი ფარნების ქუჩით – კაბუკიჩო და ცათამბრჯენების უდიდესი კვარტლით.

ძველი იაპონიის ატმოსფერო, ავთენტური ბაზრები, ტაძრები, ისტორიული ძეგლები, ფესტივალები და მუზეუმები ჰარაძიუში, ასაკუსსა და უენოში ეძებეთ. გინძა დედაქალაქის ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული კვარტალია – ქალაქის ერთ-ერთი კულტურული ცენტრი კუბუკის თეატრითა და საიმპერატორო სასახლით, სადაც უსასრულო მაღაზიები, რესტორნები და კაფეებია. კულტურისა და ხელოვნების ცენტრად ასევე ითვლება ზემოხსენებული როპონგი, ტაიტო და ტოსიმა.

ტოკიოს ტრანსპორტი

მეტრო

ტოკიოს მეტროპოლიტენის რუკით განსაკუთრებით შთაბეჭდილების გავლენის ქვეშ მყოფი მგზავრები შეგიძლიათ დააფრთხოთ: 300-მდე სადგური, ორი მფლობელის 13 ძირითადი მრავალფერი ხაზი, JR ხაზები, რამდენიმე კერძო ხაზი, კერძო გადამზიდავი და სახელმწიფო კომპანიების სხვადასხვა ბილეთი, ასევე ბონუსი დღეში თითქმის 9 მილიონი მგზავრის სახით და სპეციალურად მომზადებული მუშაკები-ოსიო, რომლებიც ხალხს გადაჭედილ ვაგონებში აწვებიან ხოლმე.

მაგრამ პანიკა და მეტროზე უარის თქმა ჯერ ადრეა. პირველი, JR იამატე წრიული ხაზი აირჩიეთ, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილს აკრავს გარს და თითქმის ყველა მნიშვნელოვან ხაზს საერთო სადგურებით უკავშირდება. სრულ წრეს დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ რაიონამდე მისვლა არცთუ ისე დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. მეორეც, თანამედროვე ნავიგატორები და რუკები, იგივე Google Maps, კარგად უმკლავდება მარშრუტის გათვლას, გიკარნახებთ გზას, ნომერს, ლიტერსა და ტრანსპორტის ფერს და მატარებლების ჩამოსვლის დროს. გარდა ამისა, ტოკიოს მეტროს სადგურთა ნახევარს უფასო Wi-Fi წვდომა აქვს. მეტროს ვებ-გვერდზე წინასწარ შეგიძლიათ დაგეგმოთ მარშრუტი, მგზავრობის საფასური გამოთვალოთ და განრიგი გაიგოთ. მეტრო ჩვეულებრივ ღიაა 6:00 საათიდან 23:30-24:00 საათამდე.

ტოკიოს მეტროს ვაგონები (ისევე როგორც, ზოგადად, აზიის მრავალი მეგაპოლისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი) საკმაოდ აგრესიულად კონდიცირდება, ნამდვილ სიცივემდე. თუდაც თქვენ წელიწადის თბილ დროს მოგზაურობდეთ, გირჩევთ თან იქონიოთ თხელი ქურთუკი.

მონორელსის
კიდევ რამდენიმე ხაზი მოქმედებს, მაგრამ მეტროსთან კავშირი არა აქვს, მას სხვა
კომპანიები უწევენ ექსპლუატაციას და თითოეულ ხაზს საკუთარი ბილეთი აქვს. მგზავრობის
მინიმალური ფასი იწყება 150 JPY-დან.

„სინკანსენი“

ტოკიოს გარეუბანში მოხვედრის სწრაფი გზაა Shinkansen ტყვია-მატარებლები. ვაგონები ფერადადაა აღნიშნული, ფერი იმ მეტროს ხაზებს ემთხვევა, რომელამდეც მატარებელი მიდის.

ტაქსი

ტოკიოს ტაქსს ორი დიდი მინუსი და ერთი პლუსი აქვს. კარგით დავიწყოთ – ტაქსით ქალაქის ნებისმიერ წერტილში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მგზავრობა, განსაკუთრებით ღამით, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება და გზები უფრო თავისუფალი ხდება. მინუსები: გრძელი მანძილი და ხშირი საცობები, რაც გადაადგილების დაბალი სიჩქარითა და მგზავრობის მაღალი ღირებულებით სრულდება – ჩასხდომა და პირველი 2 კმ 650 JPY, მგზავრობის ყოველი მომდევნო კმ – დაახლოებით 300 JPY. ღამით ტარიფები 30%-ით იზრდება. მაგრამ ტაქსის მძღოლების უმრავლესობა პატიოსანია და არ შეეცდება ტოკიოთი გაოგნებული ტურისტი მოატყუოს. არ არის მიღებული.

ავტობუსი

ავტობუსის მარშრუტების ძირითადი მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს მეტროს სხვადასხვა სადგური ან კვარტლის ფარგლებში
იმოძრაოს და მგზავრები მეტრომდე მიიყვანოს, ასე რომ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში
ერთი მგზავრობით ვერ მოხვდებით. თუმცა გამონაკლისებიც
არსებობს. მგზავრობის ღირებულებაა 200 JPY, დღის სამგზავრო ბილეთი 500 JPY დაგიჯდებათ.

ტრამვაი

ტრამვაი ტოკიოში გასული საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და მთელი ქალაქი სწრაფად დაფარა ქსელით. დაახლოებით 50 წლის წინ გადაწყვიტეს ტრამვაიზე უარი ეთქვათ და უპირატესობა ავტობუსებისა და მიწისქვეშა გადაადგილებისთვის მიეცათ, მაგრამ მაცხოვრებლებმა შეძლეს ერთი ხაზის შენარჩუნება. ამჟამად არაკავას ხაზი – ნამდვილი ატრაქციონი და დროის მანქანაა, ტრამვაი 12,5 კილომეტრს გადის ძველ კვარტლებში დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში და ტოკიოს ჩვეულებრივი მაცხოვრებლების სახლებთან ხელის გაწვდენის მანძილზე ჩაივლის. ბილეთის ღირებულებაა 170 JPY.

ველოსიპედის ქირაობა

ველობილიკების ქსელი ტოკიოში კარგად არის განვითარებული, მაგრამ ამის
შედეგი ორბორბლიანი ტრანსპორტის მოყვარულთა დიდი რაოდენობაა. მანევრირების
მინიმალური გამოცდილების მქონე ახალბედებისთვის არა არის რეკომენდებული
ველოსიპედისტების სწრაფ ნაკადში მოხვედრა. გარდა ამისა, ტოკიო არა ვაკე, არამედ ბორცვიან
რელიეფზე დგას, ამიტომ ველოსიპედით სეირნობა სასიამოვნო ალბათ მხოლოდ ლამაზ პარკში
იქნება. ხშირად ჰოსტელები და მინი-სასტუმროები ველოსიპედის ქირაობას თავიანთ
სტუმრებს სთავაზობენ, ფასი 500-800 JPY დღეში. ტურისტულ გაქირავების პუნქტებში
2-3-ჯერ უფრო ძვირია.

სამგზავრო ბარათები

ჯერ კიდევ აეროპორტში უცხოელებს სთავაზობენ One-day Travel Pass for the Toei network, რომელიც 700 JPY-ად საშუალებას მოგცემთ ერთი დღე შეუზღუდავად ისარგებლოთ ტრამვაით, ავტობუსით და სახელმწიფო კომპანიის მეტროთი Toei. კერძო Tokyo Metro-ს ერთდღიანი სამგზავრო ბარათი ტურისტებისთვის თავისივე მეტროს მარშრუტზე 800 JPY ღირს, ორდღიანი – 1200 JPY, ასევე იყიდება აეროპორტში.

ზოგადად სამგზავრო ბარათები ნებისმიერი სახის ტრანსპორტზე არსებობს, პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ უამრავი ტრანსპორტია და, მაგალითად, Toei ავტობუსის აბონემენტს JR ავტობუსზე არ მიიღებენ. ნერვებისა და დროის დაზოგვის საშუალებას PASMO ელექტრონული სატრანსპორტო ბარათი მოგცემთ. ეს სისტემა ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მუშაობს არა მხოლოდ ტოკიოში, არამედ მთელ იაპონიაში, რაც თავიდან აგაცილებთ იმის გარკვევას, თუ რომელ სალაროსთან უნდა შეიძინოთ ავტობუსის, მატარებლის თუ მეტროს ბილეთი. PASMO ბარათები ბილეთების ავტომატებში იყიდება, აქვე შეგიძლიათ შეავსოთ თქვენი ანგარიში. სხვათა შორის, ზოგიერთი მაღაზია ამ ბარათებს გადახდისთვის იღებს, რაც ზოგჯერ ძალიან მოსახერხებელია.

კავშირი და WiFi

ტოკიოში ხანმოკლე ვიზიტისას კავშირის ყველა შესაძლო პრობლემა წინასწარ შეიძლება მოგვარდეს – უბრალოდ თქვენს სმარტფონში ან პლანშეტში უნდა ჩამოტვირთოთ Japan Connected-free Wi-Fi აპლიკაცია ან გამოიყენოთ NTT EAST-ის მომსახურება Free Wi-Fi Japan.

ქსელთან
მუდმივი წვდომის შესაძლებლობა თავიდან
აგაცილებთ ადგილობრივი მობილური ტელეფონების ან მობილურ ინტერნეტთან
დამაკავშირებელი აპარატების რთული, ძვირადღირებული და საკმაოდ მოუხერხებელი ქირაობის
სისტემის გამოყენების აუცილებლობას, აგრეთვე წინასწარ გადახდილი ბარათების შეძენას.
სახლში გადაუდებელი ზარებისათვის როუმინგიც საკმარისია – ნაკლებად სავარაუდოა, რომ
იგი უფრო ძვირი იყოს, ვიდრე ადგილობრივი სიმ-ბარათების მანიპულაციები, ხოლო მათ,
ვისაც საუბარი უყვარს და მობილურის გარეშე თავს უხერხულად გრძნობს, ვურჩევთ
გამგზავრებამდე ერთ-ერთი სპეციალური „ტურისტული სიმ-ბარათი“ შეიძინონ, რომლის
ფასები საკმაოდ დემოკრატიულია.

Tokyo Museum Grutto Pass

მშვენიერი
მონაპოვარია მათთვის, ვისაც მუზეუმებსა და გამოფენებზე სეირნობა უყვარს –
ტურისტული აბონემენტი Tokyo Museum Grutto Pass. ბილეთების სქელი
ჯიბის წიგნაკის მფლობელის წინაშე იხსნება შესაძლებლობა უფასოდ მოინახულოს ტოკიოს
ათეულობით მუდმივი გამოფენა, 50-ზე მეტი მუზეუმი, ზოოლოგიური, საზღვაო და
ბოტანიკური პარკები, კვლევითი ცენტრები, ასევე მნიშვნელოვანი ფასდაკლება მიიღოს
დროებითი გამოფენების ვიზიტზე.

Grutto Pass ნებისმიერი სიაში მითითებული დაწესებულების სალაროში იყიდება, აგრეთვე ტურისტულ და საინფორმაციო ცენტრებში, LIBRO და PARCO წიგნის მაღაზიებში, ფასი – 2,200 JPY. თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალოდ ტოკიოს მუზეუმებში შესვლის საფასური მოზრდილთათვის 500-800 JPY, მაშინ 3-4 ვიზიტის შემდეგ ბარათი თავის საფასურს აანაზღაურებს. Grutto Pass გააქტიურებიდან 2 თვე მოქმედებს. აბონემეტები სახელობითია, შეუძლებელია მისი გადაცემა და უქმდება თუ შემთხვევით გარეკანს მოახევთ. მუზეუმის მონახულებისას სპეციალურ გვერდზე შტამპი ისმება, ამბობენ, რომ ანაბეჭდების გარკვეული კოლექციის შეგროვების შემდეგ ლატარიაში შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა. მაგრამ ამის გარეშეც კი Grutto Pass-ის მყიდველი ნამდვილად მოგებული დარჩება.

ტოკიოს სასტუმროები

ტოკიოში განთავსების ობიექტის პოვნა – კიდევ ერთი თავგადასავალია. ვარიანტების არჩევანი დამოკიდებულია არა მხოლოდ საფულეზე, არამედ პირადი უპირატესობებისა და ახალი გამოცდილების მიღების სურვილზე. შეუზღუდავი ბიუჯეტის მქონე სტუმრებს ფეშენებელური საერთაშორისო ნომრები ელოდებათ 57 000 JPY-ად ნახევრად ლუქსისთვის და 180 000 JPY-ად წარმომადგენლობითი სიუტისთვის. დედაქალაქის ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროები მდებარეობს სინძიუკში, აკასაკსა და „ტოკიოს“ სადგურის მახლობლად.    აქ ლამაზი ხედები და დახვეწილი მომსახურებაა, თუმცა ეგზოტიკისთვის სხვა დაწესებულებებში უნდა წახვიდეთ.

Hotels ტოკიო: Expensive

მაგალითად, ტრადიციულ იაპონურ რიოკანებს ეწვიეთ, სადაც იატაკზე ტატამი იშლება, საწოლის ნაცვლად ლეიბებს აგებენ და ქაღალდის კარია, რაც დაგეხმარებათ კინოსა და წიგნის იაპონიის ატმოსფერო შეიგრძნოთ, რომელიც ჯერ არ არის რობოტიზებული და ნეონით განათებული. მაგრამ ყურადღებით იყავით, რადგან ზოგჯერ სიტყვა „რიოკანი“ სასტუმროს დასახელებაში სატყუარას როლს თამაშობს, ხოლო რეალურად ტრადიციებისა და ძველი დროის სულისკვეთება აქ ნახსენებიც კი არ არის. ტოკიოს კარგი ხარისხის რიოკანში ღამისთევის საფასურია 10 000-16 000 JPY.

Hotels ტოკიო: 3 stars

იაპონური ტურისტული ჩანაფიქრის კიდევ ერთი სასწაულია – სასტუმრო კაფსულა ნომრებით. კატეგორიულად არ არის რეკომენდებული კლაუსტროფობიისკენ ოდნავი მიდრეკილების შემთხვევაშიც კი – კაფსულა სასტუმროებში ღამისთევას საერთო ოთახში გამოყოფილ კაფსულის ფორმის ნომერში შემოგთავაზებენ, როგორიცაა მაგალითად ზედა თარო მატარებლის კუპეში. ბევრი კაფსულა-სასტუმრო მხოლოდ მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ არსებობს ქალებისა და ასევე შერეული ვარიანტებიც, სადაც „ქალებისთვის/მამაკაცებისთვის“ დაყოფა სავარაუდოდ სართულების მიხედვით ხდება. ეს შენიშვნა მოგზაურ წყვილებს ეხება. კაფსულაში ღამისთევა მხოლოდ 1700-2700 JPY დაგიჯდებათ. ასეთი სასტუმროების ბონუსია – საუნები, რომლებიც სტუმრებს შეუძლიათ გამოიყენონ. ხშირად ასეთ დაწესებულებებში უფრო მეტი პრივატული ნომრებიც არსებობს: პაწაწინა ოთახი, ლეიბი-ფუტონი, პატარა აბაზანა ან საშხაპე, მაგრამ აქ წელში გამართვას შეძლებთ და ხელის გაწვდენის მანძილზე მეზობელიც არ გეყოლებათ. დღე-ღამეში ორ ადამიანზე 6000-8000 JPY გადახდა მოგიწევთ. დაახლოებით იგივე თანხა დაგიჯდებათ ნომერი სამვარსკვლავიან სასტუმროში ყოველგვარი განსაკუთრებული პრეტენზიის გარეშე.

Hotels ტოკიო: Cheap

გირჩევთ არ აიღოთ კაფსულა მწეველებისთვის, თუნდაც ყოველდღიურ
ცხოვრებაში უზომოდ ბევრს ეწეოდეთ.

უფრო ნაკლებად
ეგზოტიკური, მაგრამ ბიუჯეტურია – ჰოსტელები და სასტუმრო სახლები. მომსახურების
დონე საკმაოდ კარგია, მაგრამ ერთი მინუსი არსებობს: ასეთი საცხოვრებელი ამერიკელი
და ევროპელი ახალგაზრდების კომპანიებს უყვართ, რომლებიც ხშირად სახლიდან შორს ძალიან
ხმაურიანად და თავშეუკავებლად ერთობიან.

რა დავაგემოვნოთ ტოკიოში

აზიისთვის
მოუმზადებელი ტურისტისთვის ტოკიოს ტრადიციული სამზარეულო შოკისმომგვრელია: უცნაური
წყალმცენარეები, უმი თევზი და ზღვის სხვადასხვა ბინადარი, რომლებიც თითქოს თეფშზე
ჯერ კიდევ მოძრაობენ – ეს ნამდვილად არ არის სუსტი ნერვებისა და კუჭის მქონე
ადამიანების ხვედრი. თუმცა არის რაღაც, რასაც უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ – სუშის,
როლებისა და საშიმის თემაზე უამრავი ვარიაცია, რომლებსაც სავარაუდოდ ყველაზე
მიყრუებულ სოფლებშიც კი ამზადებენ. ამიტომ ტოკიოში საშუალება გეძლევათ დააგემოვნოთ
ნამდვილი იაპონური კერძები, რათა შემდგომ სამშობლოში გაიბრწყინოთ სნობიზმის
ელემენტების მქონე კულინარული ერუდუციით.

სერიოზული
გასტრონომიული ცოდნის მქონე უფრო მომთხოვნ მოგზაურებს დააინტერესებთ ნამდვილი
ტოკიური კერძი „მონძია-იაკი“ – კომბოსტოს, ტკბილი სიმინდისა და გამხმარი
კალმარების ნაზავი, რომელსაც თხელ ცომს ასხამენ გახურებულ ტაფაზე და ბლინისა და
პიცის მსგავსი კერძი გამოდის უცნაური ომლეტის შესახედაობით. ტოკიოს კიდევ ერთი
ძველთაგან საყვარელი კერძია – „ფუკაგავა-მესი“: ნიჟარაში მოთავსებული ცხიმიანი
მოლუსკები მისოში იხარშება პრასთან ერთად, შემდეგ კი ამ სიამოვნებას ბრინჯიან წვნიანთან
ერთად მოგართმევენ. ქუჩაში სწრაფად წახემსების მიზნით შეგიძლიათ კიდევ ერთი პიცის
მსგავსი საინტერესო ფანტაზია დააგემოვნოთ – სოუსით, ზღვის პროდუქტებით, ატრიით,
ხორცის ნაჭრებითა და ბოსტნეულით სავსე კვერი „ოკონომიაკი“.

თუ ტოკიოში შემოდგომაზე მოგზაურობთ, აუცილებლად დააგემოვნეთ
ადგილობრივი წაბლი. სექტემბრისა და ოქტომბრის მიჯნაზე აქ წაბლის ხატოვან
ფესტივალსაც კი აწყობენ, არტისტებისა და ეროვნული მუსიკის წარმოდგენებით.

მათ, ვისთვისაც იაპონია საკესთან მკაფიოდ ასოცირდება, ბრინჯის არაყთან ახლოს გაცნობამდე ვურჩევთ Toranomon მეტროს სადგურის რაიონში მდებარე Sake Plaza საინფორმაციო ცენტრს ეწვიონ. აქ მსუბუქ და დამამშვიდებენ გარემოს, ზღვა ინფორმაციას ლეგენდარული სასმელის შესახებ და, რა თქმა უნდა, საუკეთესო ჯიშების დაგემოვნებას ჰპირდებიან.

ასევე წაიკითხეთ: იაპონიის 10 საინტერესო ადგილი, რომელთა მონახულება ღირს

ტოკიოს კაფე-რესტორნები

პატარა
მაღაზიებში სახელად „კონბინი“, რომლებიც თითქმის ყველა კუთხეში შეგხვდებათ,
შესანიშნავად არის წარმოდგენილი ადგილობრივი სამზარეულო: ბრინჯის ბურთულები
„ონიგირი“, სენდვიჩ-როლები, სალათები, სასმელები, „ბენტო“ („გატანით კომპლექსური
სადილის“ იაპონური ვარიანტი) და ბუტერბროდები. სუპერმარკეტებში არჩევანი კიდევ
უფრო დიდია, მაგრამ მათ უფრო რთულად იპოვით. ასევე გავრცელებულია
„ბენტო“-მაღაზიები, „ატრიისა“ და კარის მაღაზიები.

ტოკიოში
უამრავი სწრაფი კვების რესტორანია, როგორიცაა მაკდონალდსი და KFC, ან მხოლოდ
იაპონური MOS Burger, Freshness Burger, Lotteria ან First Kitchen. რაც შეეხება
ტრადიციული იაპონური კერძების დაგემოვნებას, უნდა ეწვიოთ კაფეებსა და რესტორნებს,
რომლებზეც გამოკრულია აბრები Matsuya, Yoshinoya ან Ootoya. გარდა ამისა, იაპონიის სამზარეულოს კერძების
საკმაოდ კარგ არჩევანს იპოვით ყველგან მდებარე „იზაკაიაში“, რომელიც წარმოადგენს
რაღაც საშუალოს ბარსა და რესტორანს შორის.

დაბოლოს, შეძლებული გურმანებისთვის ტოკიოში უამრავი რესტორანია, რომლებიც მიშლენის ვარსკვავით დაიკვეხნის. დაწესებულება Tsukiji-ს ქალაქის საუკეთესო სუში რესტორნის წოდებაზე აქვს პრეტენზია, ხოლო Ginza, Akasaka და Roppongi Hills გთავაზობთ ტრადიციული იაპონური სამზარეულოს შესანიშნავ არჩევანს, თუმცა ეს სიამოვნება საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ.

დედაქალაქის მთავარი სავაჭრო ქუჩა გინზა (გინძა) ძვირადღირებული
მაღაზიებისა და რესტორნების დაახლოებით 1,5 კილომეტრიან მწკრივს წარმოადგენს.

სუშის თეფში
„კონვეიერულ“ კაფეში 100 JPY ღირს, უფრო მაღალი დონის დაწესებულებებში როლებისა და
სუშის ნაკრები 800-1500 JPY დაგიჯდებათ, რომელიც საკმარისია მაძღრისი სადილისთვის.
სხვათა შორის, სადილზე ტოკიოს უამრავი რესტორანი და კაფე იაპონური ან დასავლური კერძების
კომპლექსს სთავაზობს 700-1000 JPY-ად. ტრადიციული სამზარეულოს დაწესებულებებში
სტუმრები აღარ იმტვრევენ თავს და ყველაზე პოპულარული კერძების ნაკრებს ირჩევენ –
წვნიანი, ბრინჯი, ატრია და ზღვის პტოდუქტებისგან ან ხორცისგან დამზადებული მარტივი
კერძი. ღირს დაახლოებით 1000 JPY. საშუალო ქვითარი უფრო ძვირადღირებულ (თუმცა არა
პაფოსულ და მიშლენის-ვარსკვლავურ) რესტორანში – 2000-2500 JPY ერთ პერსონაზე.
მაგრამ მართლაც ფეშენებელურ ადგილზე ვიზიტი 10 000-20 000 JPY დაგიჯდებათ თითოეულ
ადამიანზე.

ტოკიოს გასართობი საშუალებები
და ღირსშესანიშნაობები

ტოკიოს სხვადასხვა
მხრიდან აღმოჩენა უსასრულო მოგეჩვენებათ. ეს საკმაოდ სამწუხარო ფაქტია იმ ტურისტების უმრავლესობისთვის, რომლებსაც მხოლოდ ორკვირიანი შვებულება
აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ისევე
როგორც შოპინგის შემთხვევაში, წინასწარ უნდა იცოდეთ თუ რომელი ქალაქის ხილვა
გსურთ: ძველი, ფუტურისტული, საწვეულებო თუ
ჩაფიქრებული.

ტაძრები, პარკები და საკურას ცქერა

გვერდით გადადგმული ნაბიჯი – და აჩქარებული, ხმაურიანი და ძალიან თანამედროვე ტოკიო დუმდება, დრო ჩერდება და მოგზაური მოულოდნელად ძენის მარადიული სიბრძნის ნაწილს სწვდება, რომელიც უზომოდ ლამაზი იაპონური ბაღების ხეივნებში მიედინება და დიდებული და მშვიდი ტაძრების კედლების მიღმა გადის. ცქერით ტკბობა და დამშვიდება შესანიშნავია ჰაპო-ენის რვა პეიზაჟის ასიმეტრიულ ბაღში, პარკში „იოიოგი“, ტოკიოს ყურის ნაპირზე მდებარე ჰამარიკიუს ხეივნებში, სადაც იაპონიაში ყველაზე დიდი ფიჭვი იზრდება. ტოკიოს აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში შედის ბუდისტური ტაძარი სენსო-ძი, რომელიც დაახლოებით 1400 წლის წინ ასაკუსის ამჟამინდელი რაიონის ტერიტორიაზე აშენდა, ღვთაება კანონის ტაძარი, ტოსეგუს ტაძარი და კოკეს საიმპერატორო სასახლის შემოგარენი (შიგნით, სამწუხაროდ, წელიწადში რამდენჯერმე უშვებენ).

საკურას
ცქერით ტკბობისთვის საუკეთესო ადგილებია: საიმპერატორო პარკი, პარკები „უენო“, „კოგანეი“, „სუმიდა“. ასევე შეგიძლიათ მაგიდა დაჯავშნოთ ნაკა-მეგუროს კვარტალში მდებარე ერთ-ერთ მყუდრო
კაფეში, რომელიც ამავე სახელწოდების ალუბლის ხეებით დარგულ მდინარის ნაპირზე მდებარეობს.

მუზეუმები და
თეატრები

ტოკიოში იმდენი მუზეუმია, რომ არა რამდენიმე დღის, როგორც ევროპის
ქალაქებში, არამედ 2 თვის განმავლობაში მოქმედი სამუზეუმო ბარათი გაიცემა. საგამოფენო
თემების სპექტრი იმდენად ფართოა, რომ რჩევები ზედმეტია. უმჯობესია ინტუიციას მიენდოთ,
დაგეგმილი გადაადგილების გეოგრაფიას მოარგოთ და Grutto Pass წიგნაკში შეამოწმოთ.

ტრადიციული
თეატრალური წარმოდგენები ზოგჯერ საკმაოდ ძვირი და ხანგრძლივი სიამოვნებაა. ნოს
თეატრში სპექტაკლი შეიძლება 5 საათი გაგრძელდეს, ხოლო კაბუკი-ძა
თეატრში კარგ ადგილებზე ბილეთის ღირებულება 15 000 JPY-დან იწყება. ადგილები
წინასწარ შეგიძლიათ დაჯავშნოთ თეატრის ვებ-გვერდზე.

ღამის ცხოვრება

ტოკიოში ყველაზე მოდურ (და კონკურენტ) ღამის კლუბებად Womb Tokyo და AgeHa ითვლება. საუკეთესო წვეულებები, შეუკავებელი გართობა, სახალისო შოუ და ცნობილი სტუმრები. კამერულ, „საშინაო“ ატმოსფეროს Golden Gai ქუჩის პატარა ბარებში იპოვით. წითელი ფარნების მთავარი ქუჩა – კაბუკიჩო უკვე ისეთი აღარ არის, როგორიც 10-20 წლის წინ იყო, ტოკიოს ხელისუფლება თანდათანობით „ახშობს“ ქალაქის სრულიად გარყვნილ გასართობებს. გარდა ამისა, იაპონიაში ჩამოსული გაიძინები ბევრს არაფერს უნდა ელოდონ ამ თვალსაზრისით – ყველაზე „საინტერესო“ ადგილებში მხოლოდ თავისიანებს უშვებენ.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze