მაისში საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky ლიდერობს.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2021 წლის მაისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი 47 რეისი Geo Sky-მ შეასრულა.

სატვირთო რეისების განხორციელების მხრივ მეორე ადგილზეა ქართული ავიაკომპანია Easy Charter-ი. ავიაკომპანია მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15 რეისს მოემსახურა.

შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე ბელორუსული Rubystar Airways-ი და თურქული Turkish Cargo არიან განხორციელებული 11-11 რეისით. 

განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეოთხე ადგილზეა იტალიური Vulkan Air-ი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მაისში ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 6 რეისი განახორციელა.

საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.

წყარო: https://avianews.ge/maisshi-saqarthvelos-sahaero-satvirtho-gadazidvebis-bazarze-shesrulebuli-phrenebis-mikhedvith-geo-sky-liderobs/

Facebook კომენტარები