ლიონი (Lyon) – მასონობისა და ეზოთერიკის დედაქალაქი, ღამის განათების იდეალური მოდელის მქონე ქალაქია, რომელიც უკვე მარაქეშმა, ჰავანამ და სანქტ-პეტერბურგმა გადმოიღო. ქვეყნის კომერციული, სამრეწველო და ეკონომიკური ცენტრი 500-ზე მეტი წელია რაც ყვავის, რადგან ლიონი და მისი 2 მილიონი მოსახლეობა ქვეყნის სიდიდით მეორე აგლომერაციად მიიჩნევა.

ლიონი განთქმული სამხატვრო მუზეუმების, აქტიური კულტურული ცხოვრების, მხიარული კლუბური და „ალკოჰოლური“ სცენის ქალაქია, რომ აღარაფერი ვთქვათ წარმატებულ უნივერსიტეტსა და ფანტასტიკურ შოპინგზე. მწვანე პარკები, მომხიბვლელი სანაპიროები და ქალაქის ისტორიული ცენტრი – ლიონის ძვირფასეულობაა, რომელმაც იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში ღირსეული ადგილი დაიკავა. დაბოლოს, ლიონში ყველაზე რისკიანი გურმანებიც კი იპოვიან საკუთარ თავს, რომლებიც ყველაზე თამამი გასტრონომიული ფანტაზიების განხორციელებას შეძლებენ – საუცხოოს, პიკანტურსა და ავანგარდულს.

როგორ ჩავიდეთ

ცენტრიდან 25 კმ-ში აღმოსავლეთით მდებარე ლიონის საერთაშორისო აეროპორტი იღებს ფრენებს ევროპის მსხვილი ქალაქებიდან, მათ შორის საქართველოდან. პირდაპირი ფრენები საქართველოდან ლიონში არ სრულდება, ხელმისაწვდომია მხოლოდ ტრანზიტული(გადაჯდომით) ავიაბილეთები. სატრანზიტო აეროპორტებია: სტამბული, კიევი, ვარშავა, პარიზი. ქუთაისიდან შესაძლებელია ჩაფრენა პარიზში და შემდეგ შიდა რეისით სარგებლობა ან მატარებლით მგზავრობა ლიონამდე. იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან იხილეთ აქ.

The Cheapest Flights for this Month from თბილისი to ლიონი

ქალაქში ორი მთავარი სადგურია: Gare de la Part-Dieu (ან უბრალოდ Part-Dieu), რონის დეპარტამენტიდან 1,5 კმ-ში აღმოსავლეთით, რომელიც ხანგრძლივი მგზავრობის მატარებლებს იღებს; და Gare de Perrache (ან Perrache), სადაც ერთნაირი სიხშირით ჩერდებიან როგორც ადგილობრივი ელექტრომატარებლები, ისე შორ მანძილზე მოძრავი მატარებლები. რამდენიმე მატარებელი Gare St-Paul სადგურზე ჩერდება, რომელიც ლიონის ძველ ცენტრში მდებარეობს. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ სამივე სადგურზე და ქალაქის ცენტრში SNCF Boutique ოფისში (2 place Bellecour, 2e, 9:00-18:45 – ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30 – შაბათი).

ლიონში ჩამოსვლას ასევე შეძლებთ ჩქაროსნული მატარებლით პარიზის ლიონის სადგურიდან (50-85 ევრო, მგზავრობის ხანგრძლივობა – 2 საათი, გამგზავრება ყოველ 30-60 წუთში), ლილიდან (105-120 ევრო, მგზავრობის ხანგრძლივობა – 3 საათი და 15 წუთი), ნანტიდან (27-45 ევრო, 2 საათი და 45 წუთი) და სტრასბურგიდან (85-95 ევრო, 5 საათი და 15 წუთი). ფასები ვებ-გვერდზე მითითებულია 2018 წლის სექტემბრის მდგომარეობით.

ქალაქში დიდი ავტოსადგურიც მდებარეობს, რომელიც Eurolines, Intercars და Linebus კომპანიების რეისებს იღებს (ძირითადად ესპანეთიდან) მთელი საფრანგეთიდან.

როგორ მოვახდინოთ ორიენტირება

ძველი ქალაქი – ლიონის ისტორიული ნაწილი სონის სანაპიროზე მდებარეობს.

პრესკილი (Presquile) – ქალაქის ცენტრში მდებარე ნახევარკუნძულია, რონისა და სონის მდინარეების შესართავთან. აქ მდებარეობს მერია, ბელკურის მოედანი (place Bellecour), ქუჩები ბუტიკებით, უამრავი რესტორანი და ბარი, ოპერა, სელესტენის თეატრი, მუზეუმი, აგრეთვე ტეროს მოედანი (place des Terreaux) სკულპტორი ბარტოლდის მიერ შექმნილი შადრევნით.

ლიონის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია სენ-ჟანის ქუჩა და
კვარტალი (rue Saint-Jean), რომელიც დიუ შანჟის მოედნის მახლობლად მდებარეობს (place
du Change, „გაცვლის მოედანი“). ქუჩას სახელი იოანე ნათლისმცემლის პატივსაცემად
ეწოდა, რომელიც წმინდა იოანეს საკათედრო ტაძრის წინ მთავრდება.

მთავრობის მოედანი (Place du gouvernement) – ერთ-ერთი ყველაზე
ლამაზია ლიონში. იგი გარშემორტყმულია ძველი ოთხსართულიანი სახლებით; ცენტრალური მდებარეობა
– მთავრობის შენობასთანაა. მოედანს მართკუთხა ფორმა აქვს, ქუჩა ქვაფენილითაა
მოკირწყლული და ცენტრში ულამაზესი ხე იზრდება.

ასევე
ლიონის ცენტრში მდებარე მერსერის ქუჩა ორ განსხვავებულ ნაწილად იყოფა. სამხრეთი –
საქვეითო ზონაა, რომელიც მოგზაურებს მრავალი რესტორნით, ბარითა და აღორძინების
ხანის სახლებით იზიდავს.

ტრანსპორტი

ლიონის
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოიცავს ავტობუსებს, ტრამვაის, მეტროს ოთხ ხაზს, TCL ორ
ფუნიკულიორს, რომლებიც ძველ ლიონს ფურვიერის მთასთან (Fourviere) და St-Just-თან
აკავშირებს. ტრანსპორტის სამუშაო საათებია: დაახლოებით 5:00 საათიდან შუაღამემდე.

ბილეთის ღირებულებაა
1,8/16,2 ევრო ერთ/ათ მგზავრობაზე, შეგიძლიათ შეიძინოთ ავტობუსისა და ტრამვაის
მძღოლებთან, ასევე მეტროში მდებარე ავტომატებში. შეუზღუდავი მგზავრობის ბილეთების
ღირებულებაა 2 საათი/1 დღე 3/5,50 ევრო. Liberte Soiree ბილეთი (3 ევრო)
საშუალებას მოგცემთ 19:00 საათიდან შეუზღუდავად იმოგზაუროთ ერთი საღამოს
განმავლობაში. აუცილებელია ბილეთების კომპოსტირება.

ტაქსის სადგომს იპოვით რკინიგზის
სადგურებთან, Bellecour მოედანზე, Rue de la Barre-ის ბოლოს, Rue du President
Edouard Herriot ქუჩის ჩრდილოეთ ნაწილში. ან დარეკეთ Allo Taxi (04-78-28-23-23)
ან Taxis Lyonnais (04-78-26-81-81).

ფურვიერის ლითონის კოშკი – ლიონის კიდევ ერთი მაგრალიტია.
85,9 მეტრი სიმაღლისა და 210 ტონა წონის ნაგებობა ეიფელის კოშკის მესამე სართულის ზუსტი
ასლია.

ლიონში ველოსიპედით

ლიონი
ველოსიპედისტებისთვის მეგობრული ქალაქია. აქ შემუშავებულია ველოსიპედების
გაქირავების სპეციალური სქემა, რომელიც საშუალებას მოგცემთ წითელ-ვერცხლისფერი ორბორბლიანი
მეგობარი velo’v-ის 200-დან ერთ-ერთ სადგომზე იქირაოთ, გაისეირნოთ, შემდეგ კი 200
სადგომიდან ერთ-ერთზე დააბრუნოთ (ამასთან, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეს არის ერთი
და იგივე სადგომი იყოს). ქირაობის პირველი 30 წუთი უფასოა, შემდეგ იხდით საათში
1-5 ევროს სპეციალური carte courte duree ბარათით (რომელიც 1 ევრო ღირს და 7 დღე
მოქმედებს) და საათში 50 ცენტს carte longue duree ბარათით (5 ევრო წელიწადში).
ბარათების შეძენა შეგიძლიათ ავტომატებში საკრედიტო ბარათის საშუალებით, რომლებიც ასევე
ველოსიპედების სადგომებზეა განთავსებული: ცენტრში blvd de la Croix Rousse-ზე BLVD,
4e; ოპერის შენობის წინ (1er; metro Hotel de Ville); და წმინდა იოანეს ტაძრის მოპირდაპირე
მხარეს (მეტროს სადგური Vieux Lyon).

ლიონის გასართობი საშუალებები და
ღირსშესანიშნაობები

ფურვიერის მთაზე ჩვ.წ.აღ.-მდე 43 წელს რომაელებმა ლუგდუნუმის ბანაკი დაარსეს,
რომლისგან შემორჩენილია მხოლოდ ამფითეატრი და აკვედუკი. შუა საუკუნეების დროიდან
ამ მთას მეორე სახელწოდება ეწოდა „მთა, რომელიც ლოცულობს“, რადგან უამრავი
რელიგიური საზოგადოების საყვარელი ადგილი იყო. ხოლო კრუა-რუსის მთა, რომელიც
მოპირდაპირე მხარეს დგას – „მთა, რომელიც შრომობს“: წარსულში აქ აბრეშუმხვევის
მოხელეები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ.

ლიონის ორი მდინარე, რონა და სონა, ერთმანეთს ერწყმის და წარმოქმნის
ნახევარკუნძულს – ან „თითქმის კუნძულს“, პრესკილს. ეს რაიონი ქალაქის ცენტრი იყო
2,000 წლის განმავლობაში – რისი წყალობითაც 1998 წელს ლიონი იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაში შევიდა.

ლიონი ასევე ცნობილია თავისი მოედნებით, რომელთა რაოდენობა ქალაქში 100-ზე
მეტია, მათ შორის ყველაზე თვალწარმტაცი და ლამაზია – ბელკურის მოედანი (Bellecour).
აქ წაბლის ხეები და ბაღები ყვავიან და ცხენზე
დიდებულად ამხედრებული ლუი XIV-ის ძეგლი დგას.

ქალაქის
მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობაა მე-13 საუკუნის სენ-ჟანის ტაძარი (იოანე ნათლისმცემლის)
– ლიონის მთავარი ტაძარი. ძველ ლიონში, ამავე სახელწოდების კვარტალში მდებარე
ტაძარი იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში შედის. ტაძრის პოვნა ძალიან ადვილია: გაემართეთ
ქალაქის შუასაუკუნოვანი ნაწილისკენ, ფურვიერისა და სონის გორაკებისკენ – ტაძარი
მათ შორისაა. შეგიძლიათ ეწვიოთ 8:00 საათიდან 12:00 საათამდე (შაბათ-კვირას და სადღესასწაულო
დღეებში 17:00 საათამდე, დიდი საეკლესიო დღესასწაულების დროს – მხოლოდ დილით).
რელიგიური დანიშნულების გარდა, ტაძარი ასევე ცნობილია საფრანგეთის უძველესი მოქმედი
ასტრონომიული საათით. საათის ისტორია მე-14 საუკუნიდან იწყება, თუმცა ახლანდელი
ბაროკოს იერსახე 1655 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ მიიღო. მე-18 საუკუნეში კი
ისრებიანი წუთების ციფერბლატი დაემატა.

სინათლის ფესტივალი – ეს ილუმინაციის ფანტასტიკური ფესტივალია,
როდესაც მთელი ქალაქი განათებულია ასობით შუქით – სანთლის პატარა ნამწვიდან განათების
ძლიერ დანადგარებამდე.

კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი რელიგიური ძეგლია – ფურვიერის გორაკის
მწვერვალზე მდებარე ნოტრ-დამ-დე-ფურვიერის ბაზილიკა. ფურვიერის ლითონის კოშკის
გვერდით მდებარე ბაზილიკა, რომელიც მთელს ქალაქს გადმოჰყურებს, ღვთისმშობლის
პატივსაცემად აკურთხეს; ხოლო ტაძრის ქვეშ განთავსებული კრიპტა – წმიდა იოსების
პატივსაცემად. ტაძარი მე-19 საუკუნეში აშენდა არქიტექტორ პიერ ბოსანის პროექტის
მიხედვით კერძო შემოწირულობების ხარჯზე, ნეობიზანტიური და ნეოგოთიკური სტილის შერწყმით.
ბაზილიკის გვერდით კოშკი-კაპელა მდებარეობს, რომელიც მე-16 საუკუნეში ჰუგენეოტების
მიერ განადგურებული შუასაუკუნეების ეკლესიიდან შემორჩა. მე-19 საუკუნეში მის
წვერზე ღვთისმშობლის მოოქროვილი ქანდაკება აღამრთეს.

ფურვიერის
ლითონის კოშკი – ლიონის კიდევ ერთი მაგრალიტია. 85,9 მეტრი სიმაღლისა და 210 ტონა
წონის ნაგებობა ეიფელის კოშკის მესამე სართულის ზუსტი ასლია.

1914
წელს ლიონში გამართული მსოფლიო გამოფენის დროს ფურვიერის კოშკზე 22 პერსონაზე
რესტორანი და ლიფტი მდებარეობდა, რომელსაც დაინტერესებული პირები კოშკის ზედა
ნაწილში მდებარე ობსერვატორიაში აჰყავდა.

ღონისძიებები

სინათლის დღესასწაული (fete des lumieres), მე-19 საუკუნის შუა წლებიდან
ყოველ დეკემბერს იმართება, ეს არის ილუმინაციის ფანტასტიკური ფესტივალი, როდესაც
მთელი ქალაქი განათებულია ასობით შუქით – სანთლის პატარა ნამწვიდან განათების
ძლიერ დანადგარებამდე. ქუჩებში ათასობით ნათურასა და ლამპას, ფანარსა და სანათს
ანთებენ. დღესასწაული თავდაპირველად ღვთისმშობელს ეძღვნებოდა, რომელმაც ქალაქი ჭირისგან
დაიხსნა, შემდეგ კი მთელი ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.
ფესტივალის დღეებში ლიონს 3 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს.

ქალაქის
ცხოვრებაში სხვა საინტერესო მოვლენებია: კულტურული ღონისძიება – ძმები ლუმიერების
სახელობის კინემატოგრაფიის ფესტივალი; ნუი-დე-ფურვიერი (Les Nuits de Fourviere,
„ფურვიერის ღამეები“) – მუსიკის, თეატრისა და კინოს ფესტივალი; იმართება ყოველ
ზაფხულს ღია ცის ქვეშ ფურვიერის ანტიკურ თეატრში; და მაისის ბოლოს ნუი-სონორი
(Nuits sonors, „ჟღერადი ღამეები“) – ელექტრონული მუსიკის ფესტივალი.

Facebook კომენტარები