ზოგიერთი უცხო ქვეყნიდან ჩასული მგზავრი, რომლებიც თურქეთში PCR ტესტის “ნეგატიური” პასუხით შედის, იძულებული იქნება აეროპორტში განმეორებითი PCR ტესტი ჩააბაროს. ჯერჯერობით აღნიშნული რეგულაცია სატესტო რეჟიმში განხორციელდება. . 

ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატის შეტყობინებაში.

ინფორმაციის თანახმად, უცხო ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქე იძულებული გახდება მეორე ტესტი ჩააბაროს პირდაპირ აეროპორტში. აღნიშნულის მიზანი კი PCR ტესტის არსებული პასუხის დადასტურებაა.

”უცხოელები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სერტიფიკატი, რომ ჩასვლამდე 14 დღით მიიღეს ვაქცინა ან/და უახლოესი 6 თვის განმავლობაში გადაიტანეს COVID-19 არ ჩააბარებენ PCR ტესტს. ისინი ასევე არ გაივლიან 14 დღიან კარანტინს. სხვა მგზავრებმა კი PCR ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ, რომელიც ჩატარებულია გამგზავრებამდე არა უგვიანეს 72 საათით ადრე, ან ანტიგენის ექსპრეს ტესტის შედეგი, რომელიც მიღებულია გამგზავრებამდე 48 საათზე ადრე “, – ნათქვამია შეტყობინებაში.

წყარო: https://avianews.ge/thurqethis-aeroportebshi-mgzavrtha-natsils-pcr-testis-ganmeorebith-chatareba-moutsevs/

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze