საქართველოში ევროპული კლასიფიკაციითა და სტანდარტებით ქართული ბრენდი სასტუმროების შეფასება დაიწყო. Hotelstars Union-ს საშუალებით სასტუმროების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო პლატფორმებზე განთავსდება, რაც საქართველოში ტურისტების მოზიდვას და სასტუმროების ცნობადობის გაზრდას ხელს შეუწყობს.
HOREKA Georgia-ს მიერ გამართულ პრეზენტაციაზე 60-მდე სასტუმრო იყო წარმომადგენელი. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა.
პრეზენტაციის ფარგლებში სასტუმროების წარმომადგენლებს HOREKA Georgia-ს პრეზიდენტმა ქეთევან მელაძემ სერთიფიკატები გადასცა.
წყარო: https://avianews.ge/saqarthveloshi-evropuli-klasiphikatsiitha-da-standartebith-qarthuli-brendi-sastumroebis-shephaseba-daitsqho/