ნეაპოლს იტალიის ყველაზე ბინძური და კრიმინალური ქალაქის საეჭვო რეპუტაცია აქვს. მაგრამ ამავდროულად, იგი გახლავთ ქვეყნის ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქი ბაროკოს ეკლესიებით, მდიდრული სასახლეებითა და უნიკალური მუზეუმებით. არსებითად ნეაპოლი პარადოქსებისა და წინააღმდეგობების, არქიტექტურული შედევრების, ხმაურიანი ბაზრების, ვიწრო ქუჩების, ჯიბის ქურდების, ბელკანტოს, რელიგიური მიმდინარეობების, მოპედების გუგუნისა და მდიდრული ბუტიკების მგრგვინავი ნაზავია.

ჰომეროსის თანახმად, ნეაპოლი იმ ადგილზე გაჩნდა, სადაც ტალღებმა სირინოზი პართენოპის სხეული გამორიყა. იგი ზღვაში გადაეშვა, როდესაც ოდისევსმა კლდეები მშვიდობით გაიარა და მისი სიმღერით არ მოტყუვდა.

ვეზუვის ჩრდილში მდებარე ქალაქი პირდაპირი მნიშვნელობით მიჩვეულია ვულკანზე ცხოვრებას. გორაკზე მდებარე სანტ-ელმოს ციხიდან ქალაქი ნეაპოლის ლურჯ ყურემდე ტერასულად ეშვება. საღამოობით ადგილობრივების საყვარელი სასეირნო ადგილია ნეაპოლის ყურის გასწვრივ მდებარე პარტენოპეს ქუჩა, რომელზეც ძვირადღირებული სასტუმროებია ჩამწკრივებული. შუაღამეს ნეაპოლის წვეულებების მოყვრული ხმაურიანი საზოგადოება ტრიესტე-ე-ტრენტოს მოედანზე გადაინაცვლებს ხოლმე, რომელიც ქალაქის ღამის ცხოვრების ცენტრს წარმოადგენს უამრავი ღამის კლუბითა და დისკოთეკით. და მაინც, ნეაპოლის ნამდვილ სულს მხოლოდ ისტორიულ ცენტრში შეიგძნობთ, რომელიც მთლიანად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაში.

როგორ ჩავიდეთ ნეაპოლში

თვითმფრინავით

საერთაშორისო აეროპორტი კაპოდიჩინო ნეაპოლის ცენტრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 6 კმ-ში მდებარეობს.

ავიაკომპანია ვიზეარი რეგულარულ ფრენებს იწყებს ქუთაისის საერთაშორის აეროპორტიდან ნეაპოლში. ავიაბილეთები ნეაპოლის მიმართულებით უკვე ხელმისაწვდომია

იაფი ორმხრივი ავიაბილეთები ქუთაისი-დან ნეაპოლი-ში

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 ივლ 202127 აგვ 2021პირდაპირი624 -დან
20 ივლ 202127 აგვ 20212 გადაჯდომა744 -დან
31 მაი 20214 ივნ 202131 227 -დან
31 მაი 20214 ივნ 202141 387 -დან

თბილისიდან პირდაპირი რეისები ნეაპოლის მიმართულებით არ სრულდება, შესაძლებელია მხოლოდ ტრანზიტული ფრენებით სარგებლობა. თბილისიდან ნეაპოლში ძირითადად დაფრინავს თურქეთის ავიახაზები, პეგასუსის ავიახაზები და უკრაინის ავიახაზები

იაფი ორმხრივი ავიაბილეთები თბილისი-დან ნეაპოლი-ში

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
7 სექ 20218 ოქტ 2021პირდაპირი732 -დან
7 სექ 20219 ოქტ 20212 გადაჯდომა676 -დან
7 სექ 20219 ოქტ 20213793 -დან
2 ივლ 202114 ივლ 20211 გადაჯდომა1 309 -დან

The Cheapest Flights for this Month from თბილისი to ნეაპოლი

ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ნეაპოლი, წლის განმავლობაში

როგორ ვიმგზავროთ აეროპორტიდან ქალაქში

აეროპორტიდან
ქალაქის ცენტრში მდებარე გარიბალდის მოედნამდე და საბორნე ნავმისადგომამდე
შეგიძლიათ 3S მარშრუტის ავტობუსით (2-4 ევრო, მგზავრობის ხანგრძლივობა – 40 წუთი,
გამგზავრება – საათში 4-ჯერ) ან Alibus ლურჯი შატლით (5-6 ევრო, გამგზავრება –
საათში 2-ჯერ 6:30 საათიდან 23:30 საათამდე) იმგზავროთ. ტაქსი ცენტრალური
რკინიგზის სადგურამდე 17-19 ევრო დაგიჯდებათ, სანაპიროზე მდებარე სასტუმროებსა და
მერჯელინას ნავმისადგომზე (საიდანაც ჩქაროსნული კატარღა მიემგზავრება კაპრისა და ისკიაზე)
– 20-23 ევროდ. ფასები ვებ-გვერდზე მითითბულია 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით.

მატარებლით

ნეაპოლის
ცენტრალური სადგური ქალაქის ცენტრში გარიბალდის მოედანზე მდებარეობს. სადგურში
დგება მატარებლები რომიდან: რეგიონალური (2 საათი 20 წუთი, ბილეთების ფასი 13,50
ევროდან), უფრო კომფორტული InterCity (2 საათი, 21,80 ევროდან) და ჩქაროსნული
Frecciarossa (1 საათი 10 წუთი, 27 ევროდან). რომის მატარებლების გარდა ცენტრალურ
სადგურში ჩქაროსნული მატარებლები დგება (4 საათი 40 წუთი, 52 ევროდან)
ფლორენციიდან (2 საათი 50 წუთი, 37 ევროდან) და ვენეციიდან (5 საათი 5 წუთი, 51
ევროდან).

ყურადღებით იყავით – ცენტრალური რკინიგზის სადგურში
ყოველთვის უამრავი ჯიბის ქურდია.

ევროპის ძირითადი დედაქალაქებიდან ნეაპოლში პირდაპირი მატარებლები არ
მოძრაობს. მაგრამ თუ გადაჯდომა არ გაშინებთ, აქ მარტივად მოხვდებით ევროპის
ნებისმიერი რეგიონიდან. ამრიგად, პარიზიდან ნეაპოლში ყველაზე იაფი ბილეთი 125 ევრო
ღირს (მგზავრობის ხანგრძლივობა – 16 საათი, 1 გადაჯდომა). საფრანგეთის დედაქალაქიდან
უფრო სწრაფად მგზავრობას 13 საათში შეძლებთ (300 ევრო, 2 გადაჯდომა).

მატარებლების
განრიგის დაზუსტებას და ბილეთების ონლაინ შეძენას შეძლებთ იტალიის რკინიგზის
ვებ-გვერდზე.

ტრანსპორტი

ნეაპოლის თითქმის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტია – ავტობუსები,
ტროლეიბუსები, ტრამვაი, მეტრო და ფუნიკულიორი, რომლებიც სატრანსპორტო კომპანია
ANM-ის განკარგულებაშია. სახმელეთო ტრანსპორტი მოსახერხებელი და კომფორტულია (პიკის
საათების გარდა), მაგრამ საცობებიც საკმაოდ ხშირია. მოძრაობა 5:00 საათზე იწყება და
შუაღამისას მთავრდება. სხვა დროს კი გვიანობამდე შემორჩენილ ქალაქის მაცხოვრებლებსა
და სტუმრებს ღამის ავტობუსები და ტაქსი ემსახურება. პიკის საათებში საზოგადოებრივი
ტრანსპორტის მოძრაობის ინტერვალი 10-15 წუთია, საღამოს – 30 წუთადმე.

მეტრო,
რომელიც ნეაპოლში მხოლოდ 1993 წელს გაიხსნა, ორი ხაზისგან შედგება. #1 ხაზი
ქალაქის ცენტრიდან ჩრდილოეთისკენ მიდის. მისი სადგური „ტოლედო“, რომელიც თოვლიან
მღვიმეს ჰგავს, აღიარებულია, როგორც ყველაზე ლამაზი ევროპაში. #6 ხაზი ქალაქის
დასავლეთ ნაწილს ემსახურება.

სატრანსპორტო
ქსელის მნიშვნელოვანი კომპონენტია – ქალაქის ფუნიკულიორები. სამი ხაზი: Chiaia,
Montesanto, Centrale ვომეროს გორაკზე მიემართება. კიდევ ერთი ხაზი, Mergellina, მონტესანტოს
მოედანს რაფაელ მორგენის ქუჩასთან აკავშირებს.

ქალაქში მგზავრობისთვის
ქალაქის ელექტრომატარებლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მეტროს სქემაზე (ვებ-გვერდი იტალიურ ენაზე)
აღნიშნულია როგორც ხაზები #2, 3, 4, 5 და 7.

სამგზავრო ბილეთები

ბილეთები ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქმედებს. ერთჯერადი
Bigletto Orario (1,60 EUR) 90 წუთის განმავლობაში მოქმედებს, Bigletto
Giornaliero (4,50 EUR) – მთელი დღის განმავლობაში, Bigletto Settimanale (15,50
EUR) – მთელი კვირის განმავლობაში. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ბარებში, თამბაქოსა
და გაზეთების კიოსკებში.

ველოსიპედის ქირაობა

პედლების
ტრიალის მსურველთათვის მოქმედებს პროგრამა Bike Sharing Napoli (ვებ-გვერდი ინგლისურ ენაზე). ველოსიპედი უფასოდ შეგიძლიათ
მიიღოთ ნეაპოლის ცენტრში მდებარე 10 ველოსადგურიდან ერთ-ერთზე
და ნებისმიერ მათგანზე დატოვოთ. მგზავრობის ხანგრძლივობა არაუმეტეს 30 წუთისა. თუ
ლიმიტს გადააჭარბებთ – 60-დან 600 ევრომდე ჯარიმას გადაიხდით, რაც ვადის
გადაცილებაზეა დამოკიდებული. დღის განმავლობაში ვიზიტების რაოდენობა არ არის შეზღუდული.

ტაქსი

ოფიციალური
ნეაპოლიტანური ტაქსი თეთრად არის შეღებილი. ჩასხდომის ღირებულებაა 3,50 ევროდან
7:00 საათიდან 22 საათამდე სამუშაო დღეებში, ხოლო 6 ევრო 22:00 საათიდან 7:00
საათამდე, ასევე შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში. 1 კმ მანძილის მგზავრობის
ღირებულებაა – 0,83 ევრო, სამუშაო დღეებში მინიმალური ღირებულება 4,50 ევროს
შეადგენს. მოცდენის შემთხვევაში ყოველ 10 წამში დამატებით 0,05 ევროს გადაიხდით.
ნეაპოლში ფიქსირებული ტარიფების სისტემა მოქმედებს ძირითად მიმართულებებზე: ეროპორტს,
სადგურებს, პორტსა და ქალაქის სხვა უბნებს შორის.

კავშირი და Wi-Fi

ნეაპოლის ცენტრი დაფარულია უფასო Wi-Fi ქსელით და ამჟამად მერია
მუშაობს, რომ იგი მთელ ქალაქში იყოს ხელმისაწვდომი. ქსელთან დაკავშირებას შეძლებთ
ბარებში, კაფეებში და პიცერიებში, მუზეუმებში, რკინიგზის სადგურებში და სხვა საზოგადოებრივ
ადგილებში.

თითქმის ყველა სასტუმრო სტუმრებს უფასო Wi-Fi სთავაზობს.

მობილური
ოპერატორების ოფისებში ტურისტული სიმ-ბარათები შეგიძლიათ შეიძინოთ. ALL-IN
Explorer Week (ოპერატორი Tre, რომელიც 7 დღის განმავლობაში მოქმედებს, 20 ევრო) 10
გბ მობილურ ინტერნეტს მოიცავს; Italy Tourist Pass (ოპერატორი Wind, 28 დღის
განმავლობაში მოქმედებს, 20 ევრო) – სატელეფონო ზარების 100 წუთი მსოფლიოს 40 ქვეყანაში
და 2 გბ მობილური ინტერნეტი.

ქალაქის აბონემენტები

ნეაპოლში ტურისტული ბარათების ორი ტიპი არსებობს, რომლებიც საშუალებას
გაძლევთ დაზოგოთ დრო და ფული ღირსშენაობების მონახულების დროს.

ArteCard Napoli ბარათით შეგიძლიათ უფასოდ ეწვიოთ ნებისმიერ პირველ ორ ღირსშესანიშნაობას და სხვა დანარჩენი 40 კი 50% ფასდაკლებით. იგი 32 ევრო ღირს და 3 დღე მოქმედებს. ასევე გაძლევთ საშუალებას საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავროთ.

3/7 დღიანი ArteCard Campania ბარათი (32/34 EUR) ნეაპოლისა და
კამპანიის 80-ზე მეტ ადგილს მოიცავს, მათ შორის პომპეისა და ჰერკულანუმს. ამ
ბარათით პირველ ორ ღირსშესანიშნაობას უფასოდ შეგიძლიათ ეწვიოთ, დანარჩენს კი 50%-იანი
ფასდაკლებით, ისევე როგორც უფასოდ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მთელს
რეგიონში.

ბარათები
შეგიძლიათ ონლაინ შეუკვეთოთ ან ნებისმიერი ობიექტის სალაროში შეიძინოთ აეროპორტში,
რკინიგზის სადგურებში, ტურისტულ სააგენტოებში. ობიექტების სრული სია მოცემულია ინგლისურენოვანი
ვერსიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ბარათის
მფლობელებისთვის – შესვლა რიგგარეშეა.

ნეაპოლის პლაჟები

ზოგადად რომ ვთქვათ, ქალაქში პლაჟები არ არის. მისი სანაპირო ზოლი გამაგრებულია
უზარმაზარი რიყის ქვებით და წყალიც სასურველია უფრო სუფთა იყოს. ნეაპოლის
ფარგლებში ერთი პლაჟია – „ბაგნო ელენა“ პოზილიპოს რაიონში. პლაჟზე განთავსებულია
ბარები, ხელმისაწვდომია შეზლონგები, ქოლგები და გასახდელები. მაგრამ წყლის სიბინძურის
გამო, რთულია ბანაობისთვის რეკომენდაციის გაწევა, თუმცა სანაპირო ცარიელი
არასდროსაა.

უფრო სუფთა ზღვა ცენტრიდან 30 კმ-ში პოზიტანოს უბანშია. აქ ფართო და
ხალხმრავალი კენჭიანი პლაჟია „სპიაჯა გრანდა“ და მშვიდი პლაჟი „ფორნილო“ კენჭებითა
და ვულკანური ქვიშით. ძალიან სუფთა წყალია ქვიშიან პლაჟზე „ლუკრინო“ ბანოლი-პოვუოლის
რაიონში. ეს საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურით მოწყობილი უფასო პლაჟი რკინიგზის
სადგურთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ ქალაქიდან ელექტრომატარებლით ადვილად
იმგზავრებთ დაახლოებით ნახევარ საათში.

საკუთარი პირსახოცით მისვლა ყველა პლაჟზე შეგიძლიათ, ქოლგებისა და შეზლონგების
ღირებულებაა 10-20 ევრო, რაც ადგილსა და კვირის დღეზეა დამოკიდებული.

თავად ნეაპოლიტანელები
საბანაოდ წასვლას კუნძულებზე ამჯობინებენ, რომელთაგან უახლოესია – პროჩიდა. მისი
საუკეთესო ოქროს ქვიშიანი სანაპირო ზონა ლიდო დი პროჩიდა კუნძულის დასავლეთ
ნაწილში მდებარეობს. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ლამაზი პლაჟი „პოცო ვეკიო“ ცნობილია
ფილმით „ფოსტალიონი“. პლაჟს დამრეცი ნაპირი აქვს, რაც შესანიშნავი ვარიანტია თუ
ბავშვებთან ერთად ისვენებთ.

ნეაპოლის სასტუმროები

ცენტრალური რკინიგზის სადგურისა და გარიბალდის მოედნის რაიონში
უამრავი დაბალფასიანი სასტუმროა. 30-40 ევროდ ნომრის ქირაობა არ გაგიჭირდებათ. ასეთი
სიიაფის უკანა მხარეა – ჭუჭყიანი რაიონი, ხმაური, დაბალი დონის მომსახურება.

სასტუმრო ისტორიულ ცენტრში – კარგი ვარიანტია მათთვის, ვისაც ღირსშესანიშნაობების აქტიური მონახულება სურს. საუკეთესო სასტუმროები განთავსებულია ძველ სახლებში ანტიკვარული ავეჯითა და მოოქროვილი ბათქაშით. ამასთან ფასები საკმაოდ ჰუმანურია: 140-190 ევრო დღე-ღამეში. თუ მოოქროვილ მორთულობაზე უარს იტყვით, სასტუმრო ნომრის ან აპარტამენტების ქირაობას 70-100 ევროდ შეძლებთ.

Hotels ნეაპოლი: 3 stars

ქალაქის მხოლოდ რამდენიმე სასტუმროს აქვს საკუთარი ავტოსადგომი. ფასი –
20-30 ევრო დღე-ღამეში.

სანაპირო
ზოლში მდებარე სასტუმროები ყველაზე ძვირადღირებულია. აქ საკმაოდ ბევრი ოთხ და ხუთვარსკვლავიანი
სასტუმროა, რომლებიც ნეაპოლის ყურეს გადაჰყურებს, აქვთ საცურაო აუზი და დიზაინერული
ინტერიერი. ფასები ფანჯრიდან ხედს ზუსტად შეესაბამება: ნომერი 150-300 ევრო.

გასართობი საშუალებები და
ღირსშესანიშნაობები

როგორც საპორტო ქალაქს შეეფერება, შენობების წინა ფასადი ნეაპოლის
ყურისკენაა მიმართული. პორტიდან დასავლეთით ზღვაში შეჭრილია კასტელ-დელ-ოვოს ციხე,
რომელიც ასწლეულების განმავლობაში სახელმწიფო ციხე იყო და არსებობის მანძილზე მრავალი
ცნობილი პატიმარი უნახავს. სწორედ ამ ადგილიდან მოსახერხებელია ნეაპოლის
ღირსშესანიშნაობების გაცნობა.

პორტთან ახლოს აღმართულია ახალი ციხე-სიმაგრე – ნეაპოლის მეფეთა შუა საუკუნეების
რეზიდენცია. მე-18 საუკუნეში მონარქები აქედან უფრო კომფორტულ ადგილას –
მოპირდაპირე მხარეს მდებარე სამეფო სასახეში გადავიდნენ, რომელსაც ქალაქის მთელი
კვარტალი უკავია. სასახლის მთავარი ფასადის ნიშებში განთავსებულია ნეაპოლის
მმართველთა ქანდაკებები, მათ შორის მედუქნის შვილის საფრანგეთის მარშალი მურატის
ქანდაკება, რომელიც 7 წლის განმავლობაში ნეაპოლის გვირგვინს ატარებდა.

სასახლის წინ მდებარე პლებისციტის მოედანი – ქალაქის ყველაზე ლამაზი მოედანია.
მისი აშენების ჩანაფიქრი მიურატს ეკუთვნის, რომელმაც საკუთარი თავის სახელობის ფორუმის
შექმნა გადაწყვიტა. მოპირდაპირე მხარეს სან ფრანჩესკო დი პაოლას ბაზილიკა
მდებარეობს, რომელიც მეფე ფერდინანდ I-მა ღვთის სამადლობლოდ ააშენა მიურატისგან სამეფოს დახსნისთვის.

ჩრდილოეთიდან
სასახლეს სან-კარლოს თეატრი აკრავს. იგი აგებულია მეცენატი მეფის კარლ III-ის
მიერ, რომელმაც მსოფლიოში უდიდესი თეატრის აშენება მოისურვა. მეზობლად მდებარე „გამბრინუსის“
კაფე მდიდრული ინტერიერით – შესანიშნავი ადგილია ყავაზე შესვენებისთვის. იგი დიდი
ხანია ცნობილი ადამიანების საყვარელი ადგილია, სადაც სამეფო ოჯახის წევრებიც კი ფეხით
მიდიოდნენ.

სამეფო ნეაპოლიდან გამოცოცხლებული ვია ტოლედო იწყება, რომელიც ისტორიული ცენტრის სიღრმეში ნაპრალივით ვიწრო
ქუჩების ლაბირინთით გრძელდება. მისგან მარცხნივ კოლორიტული ესპანური კვარტალი მდებარეობს, რომელსაც კამორას „ბუდის“ რეპუტაცია აქვს. თუ
მაფიის მეთაურებთან შეხვედრა არ გაქვთ დაგეგმილი, ვია
ტოლედოდან მარჯვნივ თვალწარმტაც ჯეზუ-ნუობოს მოედანზე გაუხვიეთ, სადაც ერთმანეთის პირისპირ დგას ჯეზუ-ნუოვოს ეკლესია და სანტა კიარას ბაზილიკა, რომლებიც ნეაპოლიტანელ მეფეთა აკლდამას წარმოადგენდა.

ნეაპოლის 450 ეკლესიის მონახულება
– საკმაოდ რთული დავალებაა, მაგრამ ზოგიერთ მათგანს აუცილებლად უნდა
ეწვიოთ.
ქალაქის ნამდვილი საიდუმლო საგანძურია – სან სევეროს კაპელა. არაფრით გამორჩეული კარის მიღმა, საოცარ ადგილზე აღმოჩნდებით, რომელიც თავადი სან-სევეროსა და გენიალური ნეაპოლიტანელი ოსტატების შეშლილი ფანტაზიის ნაყოფია.

ნეაპოლის რელიგიური ცხოვრების ცენტრი კათედრალურ ტაძარშია კონცენტრირებული, სადაც მდიდრულ ბაროკოს სამლოცველოში ინახება წმ. იანუარის წმინდა ნაწილები და ჭურჭელი მისი შედედებული სისხლით. თითოეული ნეაპოლიტანელი თაყვანს სცემს ქალაქის ზეციურ მფარველს – თუ წმინდა იანუარის შედედებული სისხლი წლის განმავლობაში ორჯერ გათხელდა, ნეაპოლს არაფერი დაემართება.

ასევე იხილეთ:

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze