უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ავიაბილეთებზე 15%-იან ფასდაკლების აქციას აცხადებს. აქციის ფარგლებში ბილეთების შეძენა 18 ივნისის 23:39 საათამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 31 ოქტომბრის ჩათვლით დაიგეგმოს. ავიაბილეთებზე ფასდაკლებაა შეეხება Wizz Air-ის ყველა მიმართულებას.

შეგახსენებთ, რომ Wizz Air-მა ქუთაისის მიმართულებით ფრენები უკვე განაახლა ვარშავიდან, ვილნიუსიდან, რიგიდან და დორტმუნდიდან. ხოლო მიმდინარე თვის ბოლომდე, 26 ივნისიდან Wizz Air-ი ქუთაისის მიმართულებით ფრენებს აღადგენს ვროცლავიდანაც. 

წყარო: https://avianews.ge/wizz-air-i-aviabilethebze-15-ian-phasdaklebis-aqtsias-atskhadebs/

Facebook კომენტარები